1. საორგანიზაციო განყოფილების ძირითადი ამოცანებია გამგეობის საქმიანობის ტექნიკური, საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფა.
2. საორგანიზაციო განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) გამგეობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა;
ბ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისათვის (განყოფილებებისათვის) და თანამდებობის პირებისათვის დავალებათა, მითითებათა დროული მიწოდების უზრუნველყოფა და მათი შესრულების კოორდინაცია;
გ) გამგეობის ადამიანური რესურსების მართვა და საკადრო უზრუნველყოფა;
დ) გამგებლის უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოთა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებებისა და განცხადებების განხილვა;
ე) გამგეობის დებულებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებ