უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიღებასა და რეგისტრაციაზე რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების პასუხისმგებელ მოსამსახურეს მოეთხოვება:

ა) უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა, ასევე თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლება-მოვალეობების და თავშესაფრის პროცედურის ცოდნა;

ბ) სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის გამოვლენის პროცედურის ცოდნა და ამ შემთხვევაში „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოქმედება;

გ) უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა, თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა კულტურული, ასაკობრივი, გენდერული და სქესობრივი მახასიათებლების ცოდნა და მიზანშეწონილობისამებრ გათვალისწინება;

დ) სპეციფიკური საჭიროების მქონე პირებთან და თარჯიმნებთან მუშაობის მეთოდიკის ცოდნა;

ე) კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარ