ანკეტირების და გასაუბრების პროცედურის განხორციელებაზე პასუხისმგებელ სტატუსის დამდგენ სპეციალისტს მოეთხოვება:
ა) უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა, თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლება-მოვალეობებისა და თავშესაფრის პროცედურის ცოდნა;
ბ) სპეციფიკური საჭიროების მქონე პირთა იდენტიფიცირებისა და შესაბამისი ქმედებების განხორციელების უნარი;
გ) უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა და თავშესაფრის მაძიებელთა კულტურული, ასაკობრივი და გენდერული მახასიათებლების გათვალისწინების უნარი;
დ) გასაუბრების ჩატარების, მათ შორის, სპეციფიკური საჭიროების მქონე პირებთან გასაუბრების ჩატარების, მეთოდიკის ცოდნა;
ე) თარჯიმანთან მუშაობის მეთოდიკის ცოდნა;
ვ) კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარ