1. რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების მოსამსახურე ანკეტირებას ნიშნავს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. მისაღებ სივრცეში გადატვირთულობის თავიდან ასაცილებლად, უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ანკეტირება ინიშნება გრაფიკის მიხედვით.

2. რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების უფროსს მიეწოდება ინფორმაცია გრაფიკების შედგენისას გამოვლენილი იმ პრობლემების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს თავშესაფრის პროცედურის ჯეროვნად განხორციელებაზე.

3. ანკეტირების გრაფიკს რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების მოსამსახურე აწვდის სამმართველო