1. ანკეტირების პროცედურის დაწყებამდე უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა, არსებობის შემთხვევაში, უნდა წარადგინოს დოკუმენტაცია, რომელიც უკავშირდება მის ასაკს, წარმომავლობას, ვინაობას, მოქალაქეობას (მოქალაქეობებს), წარმოშობის ან მესამე ქვეყანას (ქვეყნებს), საცხოვრებელ ადგილს (ადგილებს), საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას, წარმოშობის ქვეყნის დატოვების და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის მიზეზებს და გარემოებებს, აგრეთვე, მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იყოს დედნების სახით.

3. თავშესაფრის მაძიებელმა უნდა განმარტოს ამ მუხლის პირველ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარუდგენლობის მიზეზი. აღნიშნული ინფორმაცია შეიტანება ანკეტის ფორმაში.

4. იმ შემთხვევაში, თუ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს შეუძლია საკუთარი ან სხვა პირების სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის რისკის გარეშე იმ დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც უკავშირდება საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას, მას დაენიშნება შეხვედრა დოკუმენტების დეპარტამენტისთვის გადასაცემად, რის შესახებ ინფორმაციაც შეიტანება ანკეტის ფორმაში.

5. დაუშვებელია, უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის შეთავაზებულ იქნეს დოკუმენტაციის მოსაპოვებლად წარმოშობის ქვეყნის ხელისუფლებასთან დაკავშირება, ან ისეთი ქმედების ჩადენა, რაც საფრთხის ქვეშ დააყენებს წარმოშობის ქვეყანაში მყოფ მის ოჯახის წევრებს ან ახლობლებს.

6. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ინახება მის პირად საქმეში თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობისას. თავშესაფრის პროცედურის დასრულების შემდეგ პირს უბრუნდება დოკუმენტაცია და მის პირად საქმეში ინახება წარმოდგენილი დოკუმენტების ასლებ