1. ანკეტის შევსების მიზნით, უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან გასაუბრება ტარდება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. ანკეტირების მიზნით გასაუბრება აგრეთვე ტარდება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ოჯახის ყველა სრულწლოვან წევრთან ინდივიდუალურად, მათი საქართველოში ყოფნის შემთხვევაში. გამონაკლის შემთხვევაში ანკეტირება შეიძლება ჩატარდეს ოჯახის არასრულწლოვან წევრთან (დანართი №7), თუ იკვეთება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, არასრულწლოვანზე ორიენტირებული ქმედება. ამ შემთხვევაში, პროცედურაზე შესაძლოა მოწვეული იქნას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამშრომელი.
2. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ანკეტა ივსება №8 დანართის შესაბამისად, ხოლო უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის სრულწლოვანი ოჯახის წევრების ანკეტა ივსება ინდივიდუალურად. ანკეტის შევსების მიზნით გასაუბრებას ატარებს სტატუსის დამდგენი სპეციალისტი ამისთვის გამოყოფილ სპეციალურ ოთახში.
3. ანკეტირება ტარდება წერილობით და ფიქსირდება ხმის ჩამწერი მოწყობილობის საშუალებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ანკეტირების მასალების სიზუსტე. აუდიოჩაწერის თაობაზე უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ეცნობება ანკეტირების პროცედურის დაწყების წინ. აუდიოჩაწერა ხორციელდება შემდეგი პროცედურით:
ა) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის აუდიოჩაწერის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების შემდეგ ირთვება ხმის ჩამწერი მოწყობილობა;
ბ) ხმის ჩამწერი მოწყობილობის ჩართვისას სიტყვიერად ფიქსირდება ჩაწერის დაწყების დრო და თარიღი;
გ) აუდიოჩაწერის დროებით შეჩერების აუცილებლობის შემთხვევაში, სიტყვიერად ფიქსირდება დროებით შეჩერების მიზეზი და მიეთითება დრო. აუდიოჩაწერის განახლებისას სიტყვიერად ფიქსირდება აუდიოჩაწერის განახლების დრო;
დ) ანკეტირების პროცესის აუდიოჩაწერის დასრულება ფიქსირდება სიტყვიერად და აგრეთვე სიტყვიერად მიეთითება დასრულების დრო;
ე) ანკეტირების აუდიოჩანაწერი ინახება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის პირად საქმეში, ციფრულ ფორმატში.
4. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი, აგრეთვე შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატი (არსებობის შემთხვევაში) ანკეტირების პროცედურაზე დაიშვება შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.
5. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის შემთხვევაში რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, მისი მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი ანკეტირების პროცედურაზე დაიშვება შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დეპარტამენტში მიღების შემთხვევაში. შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის გარეშე ანკეტირება არ ჩატარდება. ამასთანავე, თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ანკეტა ივსება №9 დანართის შესაბამისად.
6. ანკეტირების პროცედურაზე, უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის ან უსაფრთხო მესამე ქვეყნის არსებობის გამოვლენის შემთხვევაში უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უნდა მიეცეს საშუალება, ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, წარადგინოს მტკიცებულება საფუძვლიანი ვარაუდისთვის, რომ ეს ქვეყანა მისთვის უსაფრთხო წარმოშობის ქვეყანა ან უსაფრთხო მესამე ქვეყანა არ არის.
7. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ანკეტირებაზე 30 წუთზე მეტი დროით დაგვიანება გათანაბრებულია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობასთა