1. ვეტერანის ანკეტაში შეიტანება მასში მოთხოვნილი შესაბამისი მონაცემები.
2. ვეტერანის საანკეტო მონაცემები ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი გადაეცემა და ინახება დეპარტამენტში, ხოლო მეორე რჩება შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში.
3. ვეტერანის საანკეტო მონაცემებში შესწორების შეტანის შემთხვევაში   ტერიტორიული ორგანოს უფროსის მიერ ანკეტის მეორე გვერდზე კეთდება  შესაბამისი ჩანაწერი შესწორების შეტანის შესახებ და მოწმდება სათანადო  ბეჭდით.
4. ვეტერანი ვალდებულია ანკეტაში შეტანილი მონაცემების ყოველი  შემდგომი ცვლილებებისას აღნიშნულის თაობაზე ერთი თვის ვადაში განცხადებით აცნობოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. ასეთ შემთხვევაში ხელახლა შეივსება ვეტერანის შესახებ მონაცემები ცვლილებების გათვალისწინებით და წარედგინება დეპარტამენტს. ვეტერანის შეცვლილ მონაცემებს მიენიჭება ახალი საიდენტიფიკაციო კოდი და მასვე დაერთვება ადრე შევსებული მონაცემები, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს ახალი ანკეტის განუყოფელ ნაწილს.
5. წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე შევსებული ანკეტა ხელმოწერილ უნდა იქნეს ტერიტორიული ორგანოს უფროსის მიერ და დამოწმდეს ბეჭდით.

6. ტერიტორიული ორგანოს მიერ შევსებული, ამ ინსტრუქციის მიხედვით ხელმოწერილი და დამოწმებული ვეტერანის ანკეტა, ვეტერანის ფოტოსურათი ზომით 3X4სმ. თანდართულ საბუთებთან ერთად წარედგინება დეპარტამენტს.
7.  დეპარტამენტი ახდენს შემოსული ანკეტებისა და თანდართული საბუთების შეჯერებას, ანკეტას ანიჭებს საიდენტიფიკაციო კოდს, რასაც შესაბამისი თანამდებობის პირი ადასტურებს თავისი ხელმოწერით, რის შემდეგაც ანკეტური მონაცემები შედის კომპიუტერულ ბაზაში.
8.  საანკეტო მონაცემებსა და წარმოდგენილ დოკუმენტებს შორის უზუსტობების ან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში მასალები, დაზუსტების მიზნით, უბრუნდება შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს