ვეტერანთა აღრიცხვის სწორად წარმართვის მიზნით ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის მაძიებელმა შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) მეორე მსოფლიო ომის ინვალიდის
დამადასტურებელი ვეტერანის მოწმობის მაძიებელმა:

ა.ა) ყოფილ სსრკ პერიოდში სამხედრო კომისარიატის მიერ გაცემული მეორე მსოფლიო ომის შშმპ-ს მოწმობა. მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში საჭიროა წარმოდგენილ იქნეს ცნობა კომპეტენტური ორგანოდან დაკარგული მოწმობის სერიისა და ნომრის აღნიშვნით;
ა.ბ) სამხედრო ბილეთი (დედანი და ასლი);
ა.გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი);
ა.დ) ომის პერიოდში მიღებული ორდენების და მედლების მოწმობები (დედანი და ასლი);
ა.ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილის დამადასტურებელი ვეტერანის მოწმობის მაძიებელმა:
ბ.ა) ყოფილ სსრკ პერიოდში სამხედრო კომისარიატის მიერ გაცემული მეორე მსოფლიო ომის მონაწილის მოწმობა. მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში საჭიროა წარმოდგენილ იქნეს ცნობა კომპეტენტური ორგანოდან დაკარგული მოწმობის სერიისა და ნომრის აღნიშვნით;
ბ.ბ) სამხედრო ბილეთი (დედანი და ასლი);
ბ.გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი);
ბ.დ) ომის პერიოდში მიღებული ორდენების და მედლების მოწმობები (დედანი და ასლი);
გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებული ვეტერანის მოწმობის მაძიებელმა:
გ.ა) ყოფილ სსრკ პერიოდში სოციალური დაცვის განყოფილების მიერ გაცემული „შეღავათების უფლების მოწმობა”, მისი დაკარგვის შემთხვევაში პირმა კომპეტენტური ორგანოდან უნდა წარმოადგინოს ცნობა დაკარგული მოწმობის სერიისა და ნომრის აღნიშვნით (დედანი და ასლი);
გ.ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი);
გ.გ) ომის პერიოდში მიღებული ორდენებისა
და მედლების მოწმობები (დედნები და ასლები);
გ.დ) შრომის წიგნაკი (დედანი და ასლი) ან ზურგში მუშაობის დამადასტურებელი სხვა საბუთი (დედანი);
დ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების მონაწილის დამადასტურებელი მოწმობის მაძიებელმა
დ.ა) ყოფილ სსრკ პერიოდში სამხედრო კომისარიატების მიერ გაცემული „შეღავათების უფლების მოწმობა”, მისი დაკარგვის შემთხვევაში პირმა კომპეტენტური ორგანოდან უნდა წარმოადგინოს ცნობა დაკარგული მოწმობის სერიისა და ნომრის აღნიშვნით (დედანი და ასლი);
დ.ბ) სამხედრო ბილეთი (დედანი და ასლი);
დ.გ) საბრძოლო მოქმედებების პერიოდში მიღებული ორდენებისა და მედლების მოწმობები  (დედნები და ასლები);
დ.დ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი);
ე) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ინვალიდის დამადასტურებელი მოწმობის მაძიებელმა:
ე.ა) ყოფილ სსრკ პერიოდში სამხედრო კომისარიატების მიერ გაცემული „შეღავათების უფლების მოწმობა”, მისი დაკარგვის შემთხვევაში პირმა კომპეტენტური ორგანოდან უნდა წარმოადგინოს ცნობა დაკარგული მოწმობის სერიისა და ნომრის აღნიშვნით (დედანი და ასლი);
ე.ბ) სამხედრო ბილეთი (დედანი და ასლი);
ე.გ) საბრძოლო მოქმედებების პერიოდში მიღებული ორდენებისა და მედლების მოწმობები  (დედნები და ასლები);
ე.დ) საბრძოლო მოქმედებების შშმპ მოწმობა ან შშმპ-ის მიზეზობრივი კავშირის დამდგენი საექსპერტო კომისიის ცნობა (დედნები);
ე.ე) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი);
ვ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებების მონაწილის დამადასტურებელი ვეტერანის მოწმობის მაძიებელმა:
ვ.ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახური
დან და სხვა შესაბამისი უწყებიდან ნებისმიერი დოკუმენტი და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ საბრძოლო მოქმედებების პერიოდში სამხედრო ფორმირებაში სამსახურს და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას (სამხედრო ბილეთში შესაბამისი ჩანაწერი; ჩარიცხვის, ამორიცხვის, მივლინების, წახალისების, წოდების მინიჭების, დაჯილდოების ბრძანებები, სამხედრო ტრავმის მიღების, იარაღის, ფორმა-ტანსაცმლის, სურსათის, ხელფასის მიღების შესახებ საბუთები და სხვ.). მაძიებელმა ასევე უნდა წარადგინოს საბრძოლო მოკვლევა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს არანაკლებ სამი პირი – ერთი და იმავე სამხედრო ფორმირების მეთაურთა შემადგენლობიდან და იმავე სამხედრო ფორმირების ორი თანამებრძოლი (რომლებიც რეგისტრირებულნი არიან დეპარტამენტის მონაცემთა ბაზაში). ხელმოწერები დადასტურებულ უნდა იქნეს ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ვ.ა.ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა თანამშრომლებმა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილობის ფაქტის დამდგენი სპეციალური კომისიის ოქმი;
ვ.ბ) მოხალისეებზე, რომლებიც არ იყვნენ ჩარიცხული ოფიციალურ სამხედრო ფორმირებებში, წარდგენილ უნდა იქნეს იმ პერიოდში მიღებული ჯილდოების, სამხედრო ტრავმების შესახებ ცნობების, საბრძოლო მოკვლევის აქტების და მათ ხელთ არსებული სხვა შესაძლო დოკუმენტების ასლები და დედნები.
ვ.გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი);
ვ.დ) სამოქალაქო ავიაციის მფრინავების მიერ საომარი მოქმედების ზონაში სპეციალური რეისების შესრულების დამადასტურებლი საფრენი რუკების დედანი და ასლი;
ზ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებების ინვალიდის დამადასტურებელი ვეტერანის მოწმობის მაძიებელმა:
ზ.ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახური
დან და სხვა შესაბამისი უწყებიდან ნებისმიერი დოკუმენტი და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ საბრძოლო მოქმედებების პერიოდში სამხედრო ფორმირებაში სამსახურს და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას (სამხედრო ბილეთში შესაბამისი ჩანაწერი; ჩარიცხვის, ამორიცხვის, მივლინების, წახალისების, წოდების მინიჭების, დაჯილდოების ბრძანებები, სამხედრო ტრავმის მიღების, იარაღის, ფორმა-ტანსაცმლის, სურსათის, ხელფასის მიღების შესახებ საბუთები და სხვ.). მაძიებელმა ასევე უნდა წარადგინოს საბრძოლო მოკვლევა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს არანაკლებ სამი პირი – ერთი იმავე სამხედრო ფორმირების მეთაურთა შემადგენლობიდან და იმავე სამხედრო ფორმირების ორი თანამებრძოლი (რომლებიც რეგისტრირებულნი არიან დეპარტამენტის მონაცემთა ბაზაში). ხელმოწერები დადასტურებულ უნდა იქნეს ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ზ.ა.ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა თანამშრომლებმა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილობის ფაქტის დამდგენი სპეციალური კომისიის ოქმი;
ზ.ბ) მოხალისეებზე, რომლებიც არ იყვნენ ჩარიცხული ოფიციალურ სამხედრო ფორმირებებში, წარდგენილ უნდა იქნეს იმ პერიოდში მიღებული ჯილდოების, სამხედრო ტრავმების შესახებ ცნობების, საბრძოლო მოკვლევის აქტების და მათ ხელთ არსებული სხვა შესაძლო დოკუმენტების ასლები და დედნები;
ზ.გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი);
ზ.დ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების შშმპ მოწმობა ან შშმპ-ის მიზეზობრივი კავშირის დამდგენი საექსპერტო კომისიის ცნობა (დედნები);
ზ.ე) სამოქალაქო ავიაციის მფრინავების მიერ საომარი მოქმედების ზონაში სპეციალური რეისების შესრულების დამადასტურებლი საფრენი რუკების დედანი და ასლი;
თ) ომში დაღუპული ოჯახის წევრის და მარჩენალდაკარგულის მოწმობის მაძიებელმა:
თ.ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი);
თ.ბ) მეუღლის შემთხვევაში – ქორწინების მოწმობა (დედანი და ასლი), ბავშვების შემთხვევაში – ბავშვების დაბადების მოწმობა (დედანი და ასლი);
თ.გ) გარდაცვალების მოწმობა ან დაღუპვის შესახებ შეტყობინება (დედანი და ასლი);
თ.დ) თუ პირი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, მაშინ მოქმედი კანონმდებლობის  შესაბამისად წარმოდგენილი უნდა იქნე
ს სასამართლოს გადაწყვეტილება პიროვნების უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ (დედანი);
თ.ე) თუ გარდაცვლილი დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით – წარმოდგენილ უნდა იქნეს ჯილდოს მოწმობა და ასლი;
თ.ვ) გარდაცვლილის ომში მონაწილეობის დამადასტურებელი საბუთი (დედანი და ასლი);
ი) სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის მაძიებელმა:
ი.ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი);
ი.ბ) სამხედრო სამსახურიდან ცნობა, რომელიც ადასტურებს პენსიის/კომპენსაციის მიღების უფლებას წელთა ნამსახურობით ან შშმპ-ით (დედანი) ან წელთა ნასახურობით დათხოვნის ბრძანების ასლი;
ი.გ) ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებმა ამ ფაქტის დადასტურებისათვის სამხედრო ბილეთი და ცნობა ინვალიდობის შესახებ (დედანი და ასლი);
ი.დ) მიღებული ორდენებისა და მედლების მოწმობები ან საუწყებო წარჩინების ნიშნების (დედნები და ასლები)