განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/475-18
საქმე № 330310016001580892
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი: თამარ ბლიაძე
აპელანტი – სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
წარმომადგენელი: რ-----------------–-
მოწინააღმდეგე მხარე - ნ------- ნ------ე
წარმომადგენელი: მ-----–-------–---
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 იანვრის გადაწყვეტილება
1.1. ნ------- ნ-----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ნ------- ნ------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის 2016 წლის 15 სექტემბრის №1---- გადაწყვეტილება (კომისიის სხდომის ოქმი) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში ნ------- ნ------ის მონაწილეობის ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელე ნ------- ნ------ეს მიენიჭება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანის სტატუსი.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს I საარმიო კორპუსის მეთაურის 1993 წლის 2 ივნისის ბრძანების საფუძველზე, ნ-------ი ნ------ე 1993 წლის 2 ივნისიდან დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს I საარმიო კორპუსის ორხევის ბატალიონის რიგით გვარდიელად.
საქმეში წარმოდგენილი საბრძოლო მოკვლევების თანახმად, რომელიც ხელმოწერილია გვარდიის ორხევის ბატალიონის ყოფილი შტაბის უფროსის მოადგილის, თადარიგი ვიცე- პოლკოვნიკის მ-----–----------, იმავე ბატალიონის ყოფილი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მომმარაგებლის მ--------------–---–--, დაზვევრვის ოცმეთაურის ნ-----–-------–---–--, თავდაცვის ყოფილის მინისტრის, გენერალ-მაიორის გ-----------------–---–--, გვარდიის ორხევის ბატალიონის ყოფილი მეთაურის, პოლკოვნიკი კ--------–---–-ს და იმავე ბატალიონის ყოფილი მეთაურის მოადგილის, პოლკოვნიკი ნ--------–---–-- მიერ, ნ------- ნ------ე 1993 წლის 2 ივნისიდან 1994 წლის 2 ივნისამდე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის ორხევის ბატალიონის პირად შემადგენლობაში რიგითად და იგი მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში აფხაზეთი რეგიონში, კერძოდ ც------------–-, კ-------, ტ---–- 1993 წლის ივნისიდან, 1993 წლის სექტემბრამდე.
2.2. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენმა კომისიამ განიხილა მოსარჩელე ნ------- ნ------ის განცხადება და 2016 წლის 15 სექტემბრის №1---- გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმით) მას უარი უთხრა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადასტურებაზე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე ნ------- ნ------ეს უარი ეთქვა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადასტურებაზე, წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უარი მოსარჩელე ნ------- ნ------ისათვის ვეტერანის სტატუსის მინიჭების მიზნით საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადასტურებასთან დაკავშირებით.
2.4. სასამართლომ პირველ ყოვლისა მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა.
სასამართლონ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი ადმინისტრაციულ ორგანოებს პოზიტიური თვალსაზრისით ავალდებულებს უზრუნველყონ საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი ინტერესების დაცვა და ნეგატიური თვალსაზრისით არ დაუშვან მოქალაქეთა ასეთი უფლებების არამართლზომიერი შელახვა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის, პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა ომის ვეტერანის სტატუსის მინიჭება კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას და სხვადასხვა შეღავათებით სარგებლობა. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
სასამართლომ მიუთითა ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.
ამრიგად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მოსარჩელე ნ------- ნ------ის მოთხოვნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანის სტატუსის მინიჭებასთან, როგორც სახელმწიფო სოციალური დაცვისა და უზრუნველყოფის სპეციალურ საკანონმდებლო რეჟიმთან დაკავშირებით, გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან.
2.5. სასამართლომ განმარტა, რომ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეების ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ადრე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ცნობილი იყვნენ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებად ან ცნობილი არიან ვეტერანებად ამ კანონის შესაბამისად.
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს ვეტერანების კატეგორიებს და ადგენს, რომ ამ კანონით დადგენილია ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შემდეგი კატეგორიები: ა. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათან გათანაბრებული პირები; ბ. სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მთთან გათანაბრებული პირები; გ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები ; დ. სამხედრო ძალების ვეტერანები“.
2.6. სასამართლომ მიუთითა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ამ კანონის დებულებების შესრულების სისტემური კონტროლი ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს . საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 იანვრის N102 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ნორმატიული აქტებით, წინამდებარე დებულებით და სამსახურის დირექტორის სამართლებრივი აქტებით. ამავე დებულების შესაბამისად, სამსახურში იქმნება სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულები, ხოლო სტრუქტურულ ერთეულებს შორისაა სააღრიცხვო- ანალიტიკური დეპარტამენტი, რომლის ამოცანებსაც წარმოადგენს: ა) ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა რეგისტრაცია. შემოსული დოკუმენტების შესაბამისად; ბ) სტატუსის მაძიებელ პირთა განცხადების განხილვა, სტატუსის მინიჭების, შეცვლის, შეჩერების, შეწყვეტის ან აღდგენის თაობაზე საკითხის განხილვა; გ) ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა შესახებ ინფორმაციის ანალიზი, რეკომენდაციების, წინადადებების მომზადება, ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა და სრულყოფა; დ) სტატუსის მინიჭებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება, მოწმობის ნიმუშის და ანკეტის ფორმის შემუშავება, მოწმობის გაცემის ორგანიზება და სხვა.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 იანვრის N102 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დებულების მე-5 პუნქტის შესაბამისად, სამსახურის დირექტორი ხელმძღვანელობს სამსახურს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამსახურის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; აკონტროლებს სამსახურის სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების მიერ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ახორციელებს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; იგი უფლებამოსილია კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად შექმნას კომისიები, სათათბირო და სხვა ორგანოები.
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები.
ამრიგად, სასამართლომ, აღნიშნული ნორმის სიტყვა-სიტყვითი და ლოგიკური განმარტების მეთოდით შეფასების შედეგად აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილე ის პირები, რომლებიც საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები იყვნენ, მათ შორის, აღნიშნული უწყებების თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები.
ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ კანონის მითითებული ნორმის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანის სტატუსის მისაღებად პირი კუმულატიურად ორ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს კერძოდ, ერთი მხრივ, მას უნდა დაუდასტურდეს საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობა და იმავე დროს იგი უნდა ყოფილიყო საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურე და მუშაკი, მათ შორის, აღნიშნული უწყებების თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირი, მოხალისე.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს I საარმიო კორპუსის მეთაურის 1993 წლის 2 ივნისის ბრძანების საფუძველზე, ნ------- ნ------ე 1993 წლის 2 ივნისიდან დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს I საარმიო კორპუსის ორხევის ბატალიონის რიგით გვარდიელად.
საქმეში წარმოდგენილი საბრძოლო მოკვლევების თანახმად, რომელიც ხელმოწერილია გვარდიის ორხევის ბატალიონის ყოფილი შტაბის უფროსის მოადგილის, თადარიგი ვიცე- პოლკოვნიკის მ-----–----------, იმავე ბატალიონის ყოფილი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მომმარაგებლის მ--------------–---–--, დაზვევრვის ოცმეთაურის ნ-----–-------–---–--, თავდაცვის ყოფილის მინისტრის, გენერალ-მაიორის გ-----------------–---–--, გვარდიის ორხევის ბატალიონის ყოფილი მეთაურის, პოლკოვნიკი კ--------–---–-ს და იმავე ბატალიონის ყოფილი მეთაურის მოადგილის, პოლკოვნიკი ნ--------–---–-- მიერ, ნ------- ნ------ე 1993 წლის 2 ივნისიდან 1994 წლის 2 ივნისამდე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის ორხევის ბატალიონის პირად შემადგენლობაში რიგითად და იგი მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში აფხაზეთი რეგიონში, კერძოდ ც------------–-, კ-------, ტ---–- 1993 წლის ივნისიდან, 1993 წლის სექტემბრამდე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოძახებულმა ვ------------------ და გ----------–---–-ა, რომლებიც იყვნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე წარმოებული ომის მონაწილეები და მათ კანონით დადგენილი წესით მინიჭებული აქვთ ომის მონაწილის სტატუსი განმარტეს, რომ 1993 წელს მოსარჩელე ნ-------ი ნ------ე მათთან ერთად მონაწილეობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში, კერძოდ სოფელ ა---–---------- განხორციელებულ შეტაკებებში.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების დროს მხოლოდ მოსარჩელე ნ------- ნ------ის მიერ, 1993 წელს წარმოებული საბრძოლო მოქმედებების შესახებ გარკვეული დეტალების (თარიღი, ზუსტი ადგილი და ა.შ.) გაუხსენებლობა ან შეცდომით მითითება არ შეიძლება გახდეს მისი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი, იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილია კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები (ბრძანება, საბრძოლო მოკვლევები, მოწმეთა ჩვენებები და სხვა) მისი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საქართველოს შეირაღებულ ძალებში ჩარიცხვის შესახებ.
ამრიგად, მხარეთა ახსნა-განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, მოსარჩელე ნ------- ნ------ეს უდასტურდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეობა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვის ფაქტი. შესაბამისად, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის 2016 წლის 15 სექტემბრის №1---- გადაწყვეტილება (კომისიის სხდომის ოქმი) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში ნ------- ნ------ის მონაწილეობის ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ არ შეესაბამება „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტს.
2.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილებით გადამეტებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ------- ნ------ის სარჩელი საფუძვლიანია, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული სოციალური დაცვის უფლების, შესაბამისად, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის 2016 წლის 15 სექტემბრის №1---- გადაწყვეტილება (კომისიის სხდომის ოქმი) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში ნ------- ნ------ის მონაწილეობის ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ.
2.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
გამომდინარე იქედან, რომ სასამართლომ მიიჩნია, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა იმ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადასტურებაზე, ხოლო ამ ფაქტის დადასტურება ვეტერანის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს, არსებობს საფუძველი მოპასუხეს დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე ნ------- ნ------ის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადასტურებისა და ომის ვეტერანის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
3.1. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ არასრულად იქნა გამოკვლეული მტკიცებულებანი. კერძოდ, წარმოდგენილ საბუთებში არ ფიქსირდება საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა (ცნობა თავდაცვის სამინისტროდან, სამხედრო ბილეთი, ნამსახურების ნუსხა, საქვაბე ულუფაზე აყვანა ან სხვა ნებისმიერი დოკუმენტი). ასევე ურთიერთ გამომრიცხავი ჩვენებების მიცემა, როგორც სტატუსის მიმნიჭებელ კომისიაზე, ისე სასამართლო სხდომებზე.
აპელანტის განმარტებით, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ პუნქტის საფუძველზე ომის ვეტერანებად ითვლებიან „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები.“
აღნიშნული კანონის საფუძველზე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 28 აგვისტოს N281 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ომის ვეტერანის სტატუსის მაძიებელმა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში უნდა წარმოადგინონ : ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურიდან და სხვა შესაბამისი უწყებიდან ნებისმიერი დოკუმენტი და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ საბრძოლო მოქმედებების პერიოდში სამხედრო ფორმირებაში სამსახურს და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას (სამხედრო ბილეთში შესაბამისი ჩანაწერი; ჩარიცხვის, ამორიცხვის, მივლინების, წახალისების, წოდების მინიჭების, დაჯილდოების ბრძანებები, სამხედრო ტრავმის მიღების, იარაღის, ფორმა-ტანსაცმლის, სურსათის, ხელფასის მიღების შესახებ საბუთები და სხვ.). ბ) მაძიებელმა ასევე უნდა წარადგინოს საბრძოლო მოკვლევა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს ვეტერანის სტატუსის მქონე იმავე ქვედანაყოფის არანაკლებ სამი პირი – ერთი მეთაურთა შემადგენლობიდან და ორი თანამებრძოლი. ხელმოწერები დადასტურებული უნდა იყოს ნოტარიულად. გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საინფორმაციო ბარათი რეგისტრაციის მითითებით სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოდან (იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში - ლტოლვილის მოწმობა); დაბადების მოწმობა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებას სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი.
სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე მტკიცებულებების სახეებს წარმოადგენს (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება, ხოლო 78-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება. მოყვანილი კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილით „განცხადებაზე და მასზე დართული დოკუმენტების თუ სხვა სახის ინფორმაციის წარდგენის წესი, თუკი იგი დადგენილი არ არის კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით, განისაზღვრება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დებულებით“. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს წარმოდგენილი არ ჰქონდა სტატუსის მინიჭებისათვის დადგენილი საბუთები იგი სამსახურმა მაინც გაატარა სტატუსის მიმნიჭებელ კომისიაზე, თუმცა მის მიერ კომისიაზე ვერ იქნა დადასტურებული კონფლიქტის ზონაში მივლინება და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე „მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინო შესაბამისის მტკიცებულებები“ მართალია ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კანონმა დაადგინა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა მოსარჩელემ თვითონ უნდა წარმოადგინოს მტკიცების ტვირთი. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანების სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტის დამდგენ კომისიაზე მოსარჩელის მიერ ვერ იქნა აღწერილი ფაქტები და გარემოებები რომლითაც დადგინდებოდა საბრძოლო მოქმედებები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.4. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს I საარმიო კორპუსის მეთაურის 1993 წლის 2 ივნისის ბრძანების საფუძველზე, ნ-------ი ნ------ე 1993 წლის 2 ივნისიდან დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს I საარმიო კორპუსის ორხევის ბატალიონის რიგით გვარდიელად.
4.5. საქმეში წარმოდგენილი საბრძოლო მოკვლევების თანახმად, რომელიც ხელმოწერილია გვარდიის ორხევის ბატალიონის ყოფილი შტაბის უფროსის მოადგილის, თადარიგი ვიცე- პოლკოვნიკის მ-----–----------, იმავე ბატალიონის ყოფილი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მომმარაგებლის მ--------------–---–--, დაზვევრვის ოცმეთაურის ნ-----–-------–---–--, თავდაცვის ყოფილის მინისტრის, გენერალ-მაიორის გ-----------------–---–--, გვარდიის ორხევის ბატალიონის ყოფილი მეთაურის, პოლკოვნიკი კ--------–---–-ს და იმავე ბატალიონის ყოფილი მეთაურის მოადგილის, პოლკოვნიკი ნ--------–---–-- მიერ, ნ------- ნ------ე 1993 წლის 2 ივნისიდან 1994 წლის 2 ივნისამდე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის ორხევის ბატალიონის პირად შემადგენლობაში რიგითად და იგი მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში აფხაზეთი რეგიონში, კერძოდ ც------------–-, კ-------, ტ---–- 1993 წლის ივნისიდან, 1993 წლის სექტემბრამდე.
4.6. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენმა კომისიამ განიხილა მოსარჩელე ნ------- ნ------ის განცხადება და 2016 წლის 15 სექტემბრის №1---- გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმით) მას უარი უთხრა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადასტურებაზე.
სამართლებრივი დასაბუთება
4.7. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივრით ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებული სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შეთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2016 წლის 15 სექტემბრის №1---- გადაწყვეტილების შესაბამისობის დადგენა საქართველოს კანონმდებლობასთან. აღნიშნული გადაწყვეტილებით ნ------- ნ------ეს უარი ეთქვა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადასტურებაზე.
4.9. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი ფორმალური და მატერიალური თვალსაზრისით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას.
4.10. სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი სხვა მოთხოვნებიც, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.
მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ჯეროვნად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე იქნა მიღებული გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4.11. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი განსაზღვრავს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შემდეგი კატეგორიებს: ა. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათან გათანაბრებული პირები; ბ. სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მთთან გათანაბრებული პირები; გ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; დ. სამხედრო ძალების ვეტერანები“.
ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ამ კანონის დებულებების შესრულების სისტემური კონტროლი ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 იანვრის N102 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ნორმატიული აქტებით, წინამდებარე დებულებით და სამსახურის დირექტორის სამართლებრივი აქტებით. ამავე დებულების შესაბამისად, სამსახურში იქმნება სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულები, ხოლო სტუქტურულ ერთეულებს შორისაა სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტი, რომლის ამოცანებსაც წარმოადგენს: ა) ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა რეგისტრაცია, შემოსული დოკუმენტების შესაბამისად; ბ) სტატუსის მაძიებელ პირთა განცხადების განხილვა, სტატუსის მინიჭების, შეცვლის, შეჩერების, შეწყვეტის ან აღდგენის თაობაზე საკითხის განხილვა; გ) ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა შესახებ ინფორმაციის ანალიზი, რეკომენდაციების, წინადადებების მომზადება, ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა და სრულყოფა; დ) სტატუსის მინიჭებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება, მოწმობის ნიმუშის და ანკეტის ფორმის შემუშავება, მოწმობის გაცემის ორგანიზება და სხვა.
4.12. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები.
პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა, რომ კანონის მითითებული ნორმის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანის სტატუსის მისაღებად პირი კუმულატიურად ორ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს კერძოდ, ერთი მხრივ, მას უნდა დაუდასტურდეს საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობა და იმავე დროს იგი უნდა ყოფილიყო საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურე და მუშაკი, მათ შორის, აღნიშნული უწყებების თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირი, მოხალისე.
4.13. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს I საარმიო კორპუსის მეთაურის 1993 წლის 2 ივნისის ბრძანების საფუძველზე, ნ------- ნ------ე 1993 წლის 2 ივნისიდან დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს I საარმიო კორპუსის ორხევის ბატალიონის რიგით გვარდიელად.
საქმეში წარმოდგენილი საბრძოლო მოკვლევების თანახმად, რომელიც ხელმოწერილია გვარდიის ორხევის ბატალიონის ყოფილი შტაბის უფროსის მოადგილის, თადარიგი ვიცე-პოლკოვნიკის მ-----–----------, იმავე ბატალიონის ყოფილი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მომმარაგებლის მ--------------–---–--, დაზვევრვის ოცმეთაურის ნ-----–-------–---–--, თავდაცვის ყოფილის მინისტრის, გენერალ-მაიორის გ-----------------–---–--, გვარდიის ორხევის ბატალიონის ყოფილი მეთაურის, პოლკოვნიკი კ--------–---–-ს და იმავე ბატალიონის ყოფილი მეთაურის მოადგილის, პოლკოვნიკი ნ--------–---–-- მიერ, ნ------- ნ------ე 1993 წლის 2 ივნისიდან 1994 წლის 2 ივნისამდე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის ორხევის ბატალიონის პირად შემადგენლობაში რიგითად და იგი მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში აფხაზეთი რეგიონში, კერძოდ ც------------–-, კ-------, ტ---–- 1993 წლის ივნისიდან, 1993 წლის სექტემბრამდე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოძახებულმა ვ------------------ და გ----------–---–-ა, რომლებიც იყვნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე წარმოებული ომის მონაწილეები და მათ კანონით დადგენილი წესით მინიჭებული აქვთ ომის მონაწილის სტატუსი განმარტეს, რომ 1993 წელს მოსარჩელე ნ-------ი ნ------ე მათთან ერთად მონაწილეობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში, კერძოდ სოფელ ა---–---------- განხორციელებულ შეტაკებებში.
4.14. სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების დროს მოსარჩელე ნ------- ნ------ის მიერ, 1993 წელს წარმოებული საბრძოლო მოქმედებების შესახებ გარკვეული დეტალების (თარიღი, ზუსტი ადგილი და ა.შ.) გაუხსენებლობა ან შეცდომით მითითება არ შეიძლება გახდეს მისი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი, იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილია კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები (ბრძანება, საბრძოლო მოკვლევები, მოწმეთა ჩვენებები და სხვა) მისი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საქართველოს შეირაღებულ ძალებში ჩარიცხვის შესახებ. გასათვალიწინებელია, რომ საბრძოლო მოქმედებებიდან გასულია ათეულობით წლები (თითქმის მეოთხედი საუკუნე) შესაბამისად, ზუსტი დეტალების მიუთითებლობა შეიძლება გამოწვეული იყოს ამ გარემოებით.
4.15. მხარეთა ახსნა-განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დასტურდება მოსარჩელე ნ------- ნ------ის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეობა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვის ფაქტი. შესაბამისად, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის 2016 წლის 15 სექტემბრის №1---- გადაწყვეტილება (კომისიის სხდომის ოქმი) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში ნ------- ნ------ის მონაწილეობის ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ არ შეესაბამება „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტს. შესაბამისად ის ბათილად უნდა გამოცხადდეს და მოპასუხეს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე ნ------- ნ------ის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადასტურებისა და ომის ვეტერანის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 იანვრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.
აპელანტი - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 იანვრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე