1. პარლამენტი თავისი უფლებით იკრიბება მორიგ სესიაზე წელიწადში ორჯერ. საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს, ხოლო საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და იხურება ივნისის ბოლო პარასკევს.
2. საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის ან მთავრობის მოთხოვნით პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში იწვევს რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას – რიგგარეშე სხდომას. თუ წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში მოწვევის აქტი არ გამოიცა, პარლამენტი თავისი რეგლამენტის თანახმად იკრიბება მომდევნო 48 საათის განმავლობაში. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ტარდება მხოლოდ ინიციატორის მიერ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.
3. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისთანავე პარლამენტი იკრიბება საგანგებო სესიაზე. საგანგებო სესია გრძელდება ამ მდგომარეობის გაუქმებამდე.
4. პარლამენტის სხდომები საჯაროა. პარლამენტი დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, იღებს გადაწყვეტილებას ცალკეული საკითხების განხილვისას სხდომის ან სხდომის ნაწილის დახურულად გამოცხადების შესახებ. გადაწყვეტილება სხდომის ან მისი ნაწილის დახურვის შესახებ განიხილება და მიიღება დახურული წესით. პარლამენტის ღია სხდომის ოქმი საჯაროა.
5. პარლამენტის სხდომაზე კენჭისყრა არის ღია ან ფარული. კენჭისყრა ღიაა, გარდა კონსტიტუციით ან კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში − ვალდებულია დაესწროს პარლამენტის, მისი კომიტეტისა და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომებზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს პარლამენტმა, კომიტეტმა ან კომისიამ.
საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.03.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 23.03.2018 კონსტიტუციური კანონი №2071
- 13.10.2017 კონსტიტუციური კანონი №1324
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(122)
- საქმე №ბს-1489(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.09.2020
…აქტის გამოცემა. სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ საქართველოს ყველა მოქალაქისათვის სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლებაზე, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების ვალდებულებაზე, ადამიანის…
- საქმე №ბს-260-260(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.10.2018
…რეპუტაციას შეეხო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მომჩივნის სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენდა მისი პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობით. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომელიც ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.…
- საქმე №ბს-924-886(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.12.2007
…სასამართლოები ხელისუფლების განხორციელებისას საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლით შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით. კასატორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ უგულებელყო საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მოთხოვნა საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების ვალდებულებებზე, სრულად არ განიხილა საქმეში არსებული…
- საქმე №ბს-834-796(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.11.2007
…კასატორი ასევე აღნიშავდა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში, ანუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ზედამხედველობს საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის თანახმად, სახალხო დამცველი ვალდებულია, შეასრულოს კანონმდებლობა და კონსტიტუცია, არ დაარღვიოს ადამიანის უფლებები. კასატორის…
- საქმე №ბს-174-135-კ-05 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2005
…განმახორციელებელი კრედიტორის წინააღმდეგ, ზღუდავს ან ზიანს აყენებს აუქციონის განმახორციელებელ კრედიტორისა და იპოთეკის კანონიერ უფლებას, მოითხოვოს ამ კანონიერი უფლებების დროული აღსრულება, კანონის ამგვარი განმარტება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 44.2 მუხლს, კანონის ნორმის ამგვარი განმარტება, წინააღმდეგობაში მოდის ამავე კანონის მე-17, 33-ე, 36-ე, 70-ე, 50-ე, 71-ე მუხლებთან, სსკ-ის მე-10 და…
- საქმე №ბს-328-462-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.02.2004
- საქმე №3გ/ად-18-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.04.2002
- საქმე №3კ-326-2000 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.01.2000
- საქმე №330310016001486909 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 04.10.2018
- საქმე №330310018002598365 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.07.2019
- საქმე №330310015001186153 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.07.2019
- საქმე №340310015741111 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.06.2019
- საქმე №330310018002558121 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.06.2019
- საქმე №330310018002565032 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.06.2019
- საქმე №180310018002591519 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.06.2019
- საქმე №330310018002539002 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.06.2019
- საქმე №330310018002575725 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.06.2019
- საქმე №330310018002444578 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.06.2019
- საქმე №330310017002160685 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.06.2019
- საქმე №211310018002544877 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 01.05.2019
- საქმე №330310018002419127 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.04.2019
- საქმე №330310018002432348 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.04.2019
- საქმე №330310017001933130 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.03.2019
- საქმე №330310018002297912 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.03.2019
- საქმე №330310018002554109 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.03.2019
- საქმე №841310518002704978 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 12.03.2019
- საქმე №330310018002513786 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.03.2019
- საქმე №330310018002509794 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.02.2019
- საქმე №330310018002529275 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.02.2019
- საქმე №330310018002540261 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 29.01.2019
- საქმე №330310018002579676 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.01.2019
- საქმე №330310018002565029 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.01.2019
- საქმე №330310017002238031 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.12.2018
- საქმე №330310017001956947 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.11.2018
- საქმე №180100118002501385 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 09.11.2018
- საქმე №330310017002066072 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.10.2018
- საქმე №330100118002451272 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.10.2018
- საქმე №190100118002519578 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.10.2018
- საქმე №110310118002300528 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 18.10.2018
- საქმე №330310117001974851 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.10.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 122-დან.