განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.09.2018
საქმის ნომერი
080310017002177437
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
შეღავათები და დახმარებები
თარიღი
18.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310017002177437 (3/ბ-306-2018წ.)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

18 სექტემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ხათუნა ხომერიკი

 

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ლ--–- ჭ--–---–ი

 

დავის საგანი -ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ლ--–- ჭ--–---–ის სარჩელის უარყოფა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2017 წლის 17 ნოემბერს ლ--–- ჭ--–---–მა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წინააღმდეგ და მ ო ი თ ხ ო ვ ა სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 2-------ის გადაწყვეტილების, ლ--–- ჭ--–---–ის ოჯახისათვის 154410 ერთეულის ოდენობით სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ, - ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის დავალდებულება შეადგინოს ოჯახის ახალი დეკლარაცია, არსებული რეალური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ მოსარჩელე 2005 წლის ნოემბრიდან რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, როგორც საარსებო შემწეობის მიმღები პირი და მთელი ამ ხნის განმავლობაში აქვს უკიდურესად დაბალი სარეიტინგო ქულები. 2015 წლის 25 დეკემბერს ოჯახის გადამოწმება განახორციელა სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის რეგიონული საკოორდინაციო ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა და ოჯახის სარეიტინგო ქულა 2016 წლის 2---------ს განისაზღვრა 127 800 ოდენობით. აღნიშნულს არ დაეთანხმა ლ--–- ჭ--–---–ი და სარჩელი შეიტანა სასამართლოში. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა მოსარჩელის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების საფუძველზე სარეიტინგო ქულის განსაზღვრის შესახებ ახალი აქტის გამოცემა.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის შემოწმების საფუძველზე ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 154 410 ერთეულით, მაშინ, როდესაც განვლილი წლების განმავლობაში ეტაპობრივად მცირდებოდა ოჯახის სარეიტინგო ქულა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სოციალურმა სამსახურმა ქულების მინიჭების დროს არ გამოიკვლია მტკიცებულებები, არ შეაფასა გარემოებები და ფაქტების შესწავლის გარეშე განსაზღვრა ქულათა რაოდენობა. მხარის განმარტებით, მას აქვს მძიმე სოციალური პირობები, ოჯახის საცხოვრებელი ფართი შეადგენს არა 112 კვ. მეტრს, არამედ 50 კვ. მეტრს, ამასთან, ოჯახის წევრებს აქვთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, კერძოდ, შვილს, თ----- ბ-----ს სამედიცინო გამოკვლევების შედეგად დაუდგინდა - ჯ------–--------–-----–-----------–---------------ი. ასევე, სამედიცინო მკურნალობას საჭიროებს მოსარჩელის მეუღლე - ვ-–- ბ-----ც.

 

მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იყო კანონიერი და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ლ--–- ჭ--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, - ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 2-------ის გადაწყვეტილება ლ--–- ჭ--–---–ის ოჯახისათვის 154410 ერთეულის ოდენობით მინიჭებული ქულათა რაოდენობის შესახებ. ამავე გადაწყვეტილებით დაევალა სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრს შეადგინოს ოჯახის ახალი დეკლარაცია, არსებული რეალური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ლ--–- ჭ--–---–ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2005 წლიდან, საიდენტიფიკაციო კოდით 0-----------;

 

2015 წლის 25 დეკემბერს განხორციელდა იმერეთის სამხარეო ცენტრის უფლებამოსილი პირის ვიზიტი ლ--–- ჭ--–---–ის ოჯახში, - სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მიზნით;

 

ოჯახის დეკლარაციის თანახმად, ლ--–- ჭ--–---–ი არ ფლობს ავტოფარეხს, მარანი/ სამზადი, დაუმთავრებელი სახლი და სხვა ნაგებობა, სამურნეო ნაგებობა (სახელოსნო, ბოსელი, ნალია და სხვა), სარდაფი და კომერციული ფართი (A7 ბლოკი); შინამეურნეობის მიერ დაკავებულია საცხოვრებელი ფართია 50 კვ.მ (A8 ბლოკი); შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საერთო საცხოვრისში ოთახის რაოდენობა შეადგენს - 3 (A9 ბლოკი); შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საცხოვრებელ ნაწილში იატაკი დაკავებულია ხე/ფიცარი (A10 ბლოკის მე-3 გრაფა);

 

აღნიშნული დეკლარაციის საფუძველზე 2016 წლის 2---------ს ოჯახს განესაზღვრა სარეიტინგო ქულა - 127 800 ერთეულით;

 

2017 წლის 2------ს განხორციელდა იმერეთის სამხარეო ცენტრის უფლებამოსილი პირის ვიზიტი ლ--–- ჭ--–---–ის ოჯახში, - სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მიზნით;

 

ოჯახის დეკლარაციის თანახმად, ლ--–- ჭ--–---–ი ფლობს: სარდაფს (A7 ბლოკის მე-5 გრაფა), შინამეურნეობის მიერ დაკავებულია საცხოვრებელი ფართი 112 კვ.მ (A8 ბლოკი); შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საერთო საცხოვრისში ოთახის რაოდენობა შეადგენს - 3 (A9 ბლოკი); შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საცხოვრებელ ნაწილში იატაკი დაკავებულია ხე/ფიცარი (A10 ბლოკის მე-3 გრაფა); ოჯახის წევრების პერსონალური მონაცემები (B ბლოკი): ვ-–- ბ----- (დაბ. 2---------, პ/ნ 6----------, ა-------), ლ--–- ჭ--–---–ი (დაბ. 2---------წ, პ/ნ 6----------, ა-------), თ----- ბ----- (2---------, პ/ნ 6----------, ა-------); ფიზიკური მდგომარეობა (B3 ბლოკი): სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი (B3 ბლოკი 1 გრაფა), დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს (B3 ბლოკი 2 გრაფა), ორსული (20 და მეტი კვირა) (B3 ბლოკი 3 გრაფა), მეძუძური დედა (ერთ წლამდე ბავშვით) (B3 ბლოკი 4 გრაფა); სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბოლატორიულ მკურნალობას (B3 ბლოკი 5 გრაფა); არცერთ ზემოთჩამოთვლილ კატეგორიას არ მიეკუთვნება ლ--–- ჭ--–---–ი, ვ-–- ბ----- და თ----- ბ----- (B3 ბლოკი 6 გრაფა);

 

აღნიშნული დეკლარაციის საფუძველზე 2017 წლის 2-------ს ოჯახს განესაზღვრა 154,410 სარეიტინგო ქულა;

 

ლ--–- ჭ--–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება უძრავი ქონება მდებარე: ქ. ქუთაისში, კ-–----–---–ის ქუჩა, პირველი ჩიხი, N5-ში, დაზუსტებული ფართობი: 532,00 კვ. მეტრი, შენობა ნაგებობის ჩამონათვალი N01- 112,22 კვ. მეტრი; N2 დამხმარე ნაგებობა - 8,25 კვ. მეტრი;

 

სამკვიდრო მოწმობით ირკვევა, რომ ლ--–- ჭ--–---–მა დ------–--- ჭ--–---–ისგან მემკვიდრეობით მიიღო უძრავი ქონება მდებარე: ქ. ქუთაისი, კ-–----–---–ის ქუჩა, პირველი ჩიხი N5; საკუთრების აღწერა - ლიტრი ,,ა’’: საცხოვრებელი სართულების რაოდენობა: 2, საერთო ფართი-112,22 კვ. მეტრი; საცხოვრებელი ფართი: 45,26 კვ. მეტრი; დამხმარე ფართი: 39,00 კვ. მეტრი; საზაფხულო ფართი: 22,10 კვ. მეტრი; სხვა ფართი: 5,86 კვ. მეტრი; საკუთრების აღწერა - ლიტრი ,,ბ’’: დამხმარე საერთო ფართი: 8,25 კვ. მეტრი;

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიუთითა „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სარეიტინგო ქულა არის პირობითი ერთეული, რომელიც მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელია. ხოლო, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება (კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა) ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის დახმარებით და ეს უკანასკნელნი აწვდიან სააგენტოს. ოჯახის დეკლარაციაში ფიქსირდება ოჯახის მახასიათებლების ყველა ის მნიშვნელობა, რომლებიც გამოიყენება კეთილდღეობის ინდექსის გამოსათვლელ ფორმულაში (შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსის სტრუქტურის აღწერაში მოცემული Yi,j სიდიდეები).

 

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო „ოჯახის დეკლარაცია“ და მის საფუძველზე ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა განხილული უნდა იქნეს როგორც ერთიანი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას. მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა საარსებო შემწეობის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

საქალაქო სასამართლომ მიუთითა ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

 

საქალაქო სასამართლომ მიუთითა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს. აღნიშნული კანონის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

 

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესზე, რომელიც საქართველოში მოქმედი სოციალური დახმარების სისტემის მიზანდასახულობის, ეფექტიანობის ამაღლებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციას, აღრიცხვასა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას, განსაზღვრავს პროცესის მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას, მის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს. აღნიშნული წესის პირველი მუხლის თანახმად, ამ წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. ამ წესის ამოცანაა შესაბამისი პროცესის ორგანიზება მეთოდოლოგიური და ტექნიკური ბაზისის შესაქმნელად, რომელიც გამოყენებულ იქნება სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე სოციალური დახმარების მიზანმიმართულად და ეფექტიანად განაწილებისათვის. მონაცემთა ბაზის ფორმირება წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაძიებელთა აღრიცხვის ორგანიზებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით. იმავე წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად.

 

„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ან/და რეგისტრირებული ოჯახების კეთილდღეობის დონის შესაფასებლად გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის სტრუქტურა განისაზღვრება ამ მეთოდოლოგიის მე-2 მუხლით. ოჯახის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში (შემდგომში - ოჯახის დეკლარაცია) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) უფლებამოსილი პირის დახმარებით და ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოები და/ან სხვა კომპეტენტური ორგანოები/დაწესებულებები აწვდიან სააგენტოს.

 

სასამართლოს დასკვნით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის რეგისტრაციისა და შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ავალდებულებს ოჯახის დეკლარირება მოახდინოს, როგორც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, ასევე, ამ ინფორმაციის ზემოთ აღნიშნულ საჯარო დაწესებულებებსა თუ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში გადამოწმების გზით.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლზე, რომლის თანახმად, უფლებამოსილი პირი დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიუირებას, ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს, ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასებას დადგენილი წესების შესაბამისად, ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც.

 

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ლ--–- ჭ--–---–ის ოჯახის დეკლარაციის A8 ბლოკის შევსებას საფუძვლად დაედო მხოლოდ საჯარო რეესტრის ამონაწერი, რაც თავის მხრივ, სარეიტინგო ქულის მინიჭების საფუძველი იყო. აღნიშნულ გარემოებას სადავოდ ხდის თვით ლ--–- ჭ--–---–ი, რომლის განმარტების თანახმად, მისი საცხოვრებელი ფართი შეადგენს არა 112 კვ. მეტრს არამედ დაახლოებით 50 კვ. მეტრს, საცხოვრებელი სახლის პირველი სართული სრულიად ამორტიზირებულია, ხოლო შინამეურნეობის მიერ დაკავებული ფართი (50 კვ. მეტრი) დაზიანებულ მდგომარეობაშია.

 

სასამართლო სხდომაზე სოციალურმა აგენტმა ი-----–- ჩ--------მა განმარტა, რომ მან განახორციელა ოჯახში ვიზიტი დეკლარაციის შევსების მიზნით, რომელმაც აღნიშნა, რომ A8 ბლოკში საცხოვრებელი ფართის 112 კვ. მეტრის მითითება განპირობებულია მხოლოდ საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე და მის მიერ არ გადამოწმებულა შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართის ზუსტი ოდენობა.

 

სპეციალისტის სახით დაკითხულმა ფ------ ბ-----ემ განმარტა, რომ 112 კვ. მეტრი ფართი შედგება: 50 კვ.მეტრი საცხოვრებელი ფართის, 16. კვ. მეტრის ხის ღია აივანი და 66 კვ. მეტრი სარდაფისგან. სარდაფი წარმოადგენს ქვითკირით ნაშენ უფანჯრო, უკარო დაბალჭერიან მიწურს, რომლის კედელები ამორტიზირებულია და ქმნის სახლის დანგრევის საშიშროებას, რასაც თავის მხრივ ადასტურებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათები.

 

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ოჯახის დეკლარაციაში ფიქსირდება ოჯახის მახასიათებლების ყველა ის მნიშვნელობა, რომლებიც გამოიყენება კეთილდღეობის ინდექსის გამოსათვლელ ფორმულაში (შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსის სტრუქტურის აღწერაში მოცემული Yi,j სიდიდეები). მე-2 მუხლი ადგენს, რომ შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი - „I“ გამოითვლება ფორმულით: I, სადაც: ა) C - არის შინამეურნეობის სამომხმარებლო ინდექსი; ბ) N - შინამეურნეობის საჭიროების ინდექსი, ხოლო მე-3 მუხლით განსაზღვრულია შინამეურნეობის სამომხმარებლო ინდექსის შემადგენელი ელემენტები (კოეფიციენტები და სხვადასხვა ინდექსები).

 

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტაცია, რომ 2017 წლის 2------ს შედგენილ ოჯახის დეკლარაციის A8 გრაფაში შეტანილია სწორი მონაცემი, საცხოვრებელი ფართის თაობაზე, კერძოდ:

,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისი N 141/ნ ბრძანების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დეკლარაციის „A“, „B“, „C“, „D“ და „E“ ბლოკები ივსება ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

 

„A8“ პუნქტის – „ჩაწერეთ რამდენია შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებლის საერთო ფართობი“ შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა დეკლარაციაში უნდა დააფიქსიროს სსიპ – „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ მითითებული ინფორმაცია კვადრატული მეტრის მითითებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ უძრავი ქონება არ არის დარეგისტრირებული სსიპ – „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ ჩაიწერება ოჯახის უფლებამოსილი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია კვადრატული მეტრის მითითებით. თუ ოჯახი ცხოვრობს ნაქირავებ/ნაგირავებ ბინაში და არ არის დარწმუნებული თუ რამდენ ფართობს იკავებს ზუსტად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ჩაწერს იმ მონაცემებს, რომელსაც დააფიქსირებს ოჯახის წევრი და აღნიშნული ინფორმაცია ჩაითვლება სანდოდ. შეუსაბამო ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, სააგენტოს უფლებამოსილი პირი შეავსებს ოჯახის დეკლარაციის „F“ ბლოკის შესაბამის გრაფას.

 

მითითებულ გრაფასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ლ--–- ჭ--–---–ის სახელზე ირიცხება ქ. ქუთაისში, კ-–----–---–ის ქუჩა, პირველი ჩიხი, N5-ში, დაზუსტებული ფართობი: 532,00 კვ. მეტრი, შენობა ნაგებობის ჩამონათვალი N01- 112,22 კვ. მეტრი; N2 დამხმარე ნაგებობა - 8,25 კვ. მეტრი, თუმცა, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სამკვიდრო მოწმობაზე, რომელშიც აღწერილია ფართების დანიშნულება და ოდენობა. კერძოდ: საკუთრების აღწერა - ლიტრი ,,ა’’: საცხოვრებელი სართულების რაოდენობა: 2, საერთო ფართი-112,22 კვ. მეტრი; საცხოვრებელი ფართი: 45,26 კვ. მეტრი; დამხმარე ფართი: 39,00 კვ. მეტრი; საზაფხულო ფართი: 22,10 კვ. მეტრი; სხვა ფართი: 5,86 კვ. მეტრი; საკუთრების აღწერა - ლიტრი ,,ბ’’: დამხმარე საერთო ფართი: 8,25 კვ. მეტრი; ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ოჯახში ვიზიტის დროს მოსარჩელემ აგენტს წარუდგინა ზემოაღნიშნული სამკვიდრო მოწმობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული ფართის საერთო ოდენობა არ იყო თანხვედრაში იმ ფართის ოდენობასთან, რომელსაც საცხოვრებლად იყენებს მოსარჩელის ოჯახი, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებული იყო ეხელმძღვანელა მოსარჩელის საცხოვრებელი ფართის პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმებით ერთობლიობაში.

 

რაც შეეხება მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველ გარემოებას, სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქმეში წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტებს, რომელთა თანახმად, ლ--–- ჭ--–---–ის ოჯახის წევრებს აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები და ისინი საჭიროებენ სისტემატიურ მედიკამენტურ მკურნალობას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოხსენებული მეთოდოლოგია დეტალურად ადგენს შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსის, მათ შორის, მისი განმსაზღვრელი თითოეული ინდექსის გამოთვლის წესსა და ფორმულას. ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის მისანიჭებლად მნიშვნელობა ენიჭება უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის დეკლარაციაში შეტანილ თითოეულ მონაცემს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილმა პირმა ოჯახის დეკლარაციაში მითითებულ მაჩვენებელთან დაკავშირებით ინფორმაცია არასრულად ასახა იმ პირობებში, როდესაც როგორც უკვე აღინიშნა, თითოეული მონაცემის სიზუსტით ასახვას გააჩნია არსებითი მნიშვნელობა კონკრეტული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას.

 

ამდენად საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება. სახელმწიფოს ფუნქციაა უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების საჯარო ამოცანების (მათ შორის სოციალური პრობლემების) გადაწყვეტა და ამ ფუნქციის შესასრულებლად სახელმწიფო აფინანსებს გარკვეული კატეგორიის პირებს. სოციალურ სფეროში მმართველობითი საქმიანობის ერთ-ერთ საჯარო ფუნქციას წარმოადგენს ქვეყანაში სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა.

 

ადმინისტრაციული სამართლის პრინციპები – კანონიერების, კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე თანასწორობის, მიუკერძოებლობის და ა. შ. - სრულად ვრცელდება სსიპ სოციალური დახმარების სააგენტოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე.

 

ევროპის სოციალური ქარტიის მე-14 მუხლი – სოციალური უზრუნველყოფის სამსახურებით სარგებლობის უფლება (რომელსაც მიერთებულია საქართველოს სახელმწიფო), ადგენს: სოციალური უზრუნველყოფის სამსახურებით სარგებლობის უფლების ეფექტური განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, უზრუნველყონ ისეთი სამსახურები, რომლებიც სოციალური საქმიანობის მეთოდიკის გამოყენებით ხელს შეუწყობენ როგორც ცალკეულ პირებს, ისე საზოგადოებრივი ჯგუფების კეთილდღეობას და განვითარებას, ასევე, მათ შეგუებას სოციალურ გარემოსთან.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სოციალური უზრუნველყოფის სამსახურების საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამსახურის თანამშრომლების კომუნიკაცია ბენეფიციარებთან უნდა ეფუძნებოდეს გულისხმიერების, თავაზიანობის, მზრუნველობის და მათი სრული ინფორმირებისა და ამომწურავი კონსულტირების სტანდარტს, ვინაიდან სწორედ ამგვარი მომსახურების პირობებში არის შესაძლებელი კანონით გარანტირებული უფლების რეალურად განხორციელება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლი ადგენს სახელმწიფოში საჯარო მმართველობის განმახორციელებელი ყველა დაწესებულების ვალდებულებას ადმინისტრაციული წარმოების სუბიექტების მიმართ, გაუწიონ მათ სრულფასოვანი სამართლებრივი დახმარება. დასახელებული მუხლით დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა სამართლებრივი დახმარების გაწევის თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, ადმინისტრაციული ორგანო (წარმოდგენილი საჯარო მოსამსახურის სახით) დაინტერესებული პირისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევისას მოქმედებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პრინციპების საფუძველზე - კანონის წინაშე თანასწორობის, უფლებამოსილების კანონის საფუძველზე განხორციელების, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის, კანონიერი ნდობისა და საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის პრინციპების გათვალისწინებით.

 

ადმინისტრაციულ ორგანოთათვის კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებები წარმოადგენს მათ საჯარო ვალდებულებას, რომლის შესრულების კანონიერი, პატივსადები მოლოდინი გააჩნია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

 

საქალაქო სასამართლოს აღნიშვნით, საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ოჯახის დეკლარაციაში ასახული მონაცემები უზუსტოა. დეკლარაცია არ შეიცავს სრულყოფილ ინფორმაციას დეკლარანტის საცხოვრებელი ფართის, მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. ამასთან, დეკლარაციის მიხედვით (F1 გრაფა) ოჯახი არის ღატაკი, მინიჭებული სარეიტინგო ქულა კი შემწეობის მისაღებად დადგენილი ზღვარის ზემოთაა.

 

,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველო კანონის მე-4 მუხლის ,,რ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ღატაკი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები პირი ან პირთა წრე, რომელიც ეწევა ერთობლივ შინასამეურნეო საქმიანობას და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ დონეზე ნაკლებია.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციის „F“ ბლოკში ,,სააგენტოს უფლებამოსილი პირის შეფასება“ მოცემული გრაფები ივსება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ვიზუალური დაკვირვების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „F1“ ,,ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის ზოგადი შეფასება“ და „F2“ ,,ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობის შეფასება“ პუნქტებით გათვალისწინებული ველების შესავსებად გადაწყვეტილება მიიღება ოჯახის წევრებისა და ბინის/სახლკარის მდგომარეობის ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე. ამ გრაფებში უნდა შემოიხაზოს მხოლოდ ერთი შესაბამისი პასუხის კოდი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „F1“ პუნქტით გათვალისწინებული ველების შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა შემოხაზოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის საკუთარი სუბიექტური შეფასების მხოლოდ ერთი შესაბამისი პასუხის კოდი. ამასთან: ა) ღატაკად შეიძლება ჩაითვალოს შინამეურნეობა თუ მის წევრ(ებ)ს მძაფრად უდგათ შიმშილის პრობლემა, სხვისი დახმარების გარეშე არ შეუძლიათ მოიპოვონ ის მინიმალური საკვები, რაც აუცილებელია მათი ჯანმრთელობის (სიცოცხლის) შენარჩუნებისათვის, ან მათი შემოსავალი სრულად ვერ ყოფნის იმ საკვების შეძენასაც კი, რაც საჭიროა შინამეურნეობის წევრების ნორმალური კვებისათვის.

 

ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, შევსებული დეკლარაციის შედეგად ლ--–- ჭ--–---–ის ოჯახისათვის იმ ქულათა ოდენობის განსაზღვრა, რომელიც მას ართმევს შესაძლებლობას მოიპოვოს კანონით განსაზღვრული ფულადი შემწეობა, შეუსაბამოა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან მიმართებაში და მითუფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, როდესაც თავად დეკლარაციაში მითითებულია ოჯახის მდგომარეობა - ღატაკი.

 

,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. სახელმწიფოსა და ბენეფიციარის ურთიერთობა და ამ ურთიერთობიდან წარმოშობილი შედეგი - საარსებო შემწეობა განსაკუთრებული სახის ბენეფიტს წარმოადგენს და იგი მითითებული კანონის ძირითად პრინციპს (მე-5 მუხლის ,,ა“ პუნქტი) - სოციალური დახმარების, როგორც საჭიროების შეფასებაზე დაფუძნებული სახელმწიფო მხარდაჭერის, მაგრამ არა კანონით გარანტირებული უპირობო უფლების, აღიარებას უნდა შეესაბამებოდეს, რაც ნიშნავს, რომ სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, ბენეფიციარის რეალურად არსებული მდგომარეობის დადგენა/შეფასება ადმინისტრაციული ორგანოს, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან თითოეული გარემოების დეტალურად შესწავლა/ გაანალიზებას უნდა ეფუძნებოდეს, რათა ბენეფიციარისათვის მიწოდებული თუ მისაწოდებელი დახმარება იყოს სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლი, როგორც საჯარო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, უფლებამოსილების განხორციელების დროს უნდა მოქმედებდეს კანონის ფარგლებში და მის საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მე-5 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს. მე-601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად არის დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამასთან, ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

ამრიგად, საქალაქო სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელით სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც სარჩელი დააკმაყოფილა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ლ--–- ჭ--–---–ის სარჩელის უარყოფა.

 

აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი.

 

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე–11 მუხლის მიხედვით, უფლებამოსილი პირი დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში: უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიუირებას; ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს; ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა - შეფასებას დადგენილი წესების შესაბამისად; ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული "სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის" მე–3 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც. ამასთან, სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას მხედველობაში აღარ მიიღება სოციალური აგენტის სუბიექტური შეფასება, რაც გამორიცხავს ოჯახის მძიმე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ რაიმე დამატებითი გარემოებების ასახვას.

 

"სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანების მე–5 მუხლის მე–6 პუნქტის შესაბამისად, დეკლარაციის „A“, „B“, „C“, „D“ და „E“ ბლოკები ივსება ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დეკლარაციის „F“ ბლოკი ივსება უშუალოდ სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ, დამოუკიდებლად, ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ან სხვა წევრთან შეთანხმების გარეშე.

 

„A8“ პუნქტის – „ჩაწერეთ რამდენია შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებლის საერთო ფართობი“ შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა დეკლარაციაში უნდა დააფიქსიროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მითითებული ინფორმაცია კვადრატული მეტრის მითითებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ უძრავი ქონება არ არის დარეგისტრირებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ჩაიწერება ოჯახის უფლებამოსილი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია კვადრატული მეტრის მითითებით.

 

დეკლარაციის „A“, „B“, „C“, „D“ და „E“ ბლოკების შევსების დასრულების შემდეგ, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი ხელს აწერს დეკლარაციის ყველა შესაბამისი ფურცლის ბოლოს, რაც ადასტურებს შემდეგს:

ა) ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ დეკლარაციაში ასახულია სრულად, შეესაბამება სიმართლეს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე;

ბ) თანხმობას, დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები შეტანილ იქნას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სოციალური დახმარების დანიშვნის ან სახელმწიფოს მიერ დადგენილი სხვა შეღავათებით სარგებლობის უფლების მოპოვების შემთხვევაში, ოჯახის მიერ სოციალური დახმარების (შეღავათის ან სხვა სახის სარგებლის) მიღების თაობაზე ინფორმაცია გახდეს საჯარო.

 

დეკლარაციის „F“ ბლოკში ,,სააგენტოს უფლებამოსილი პირის შეფასება“ მოცემული გრაფები ივსება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ვიზუალური დაკვირვების საფუძველზე.

 

„F1“ პუნქტით გათვალისწინებული ველების შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა შემოხაზოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის საკუთარი სუბიექტური შეფასების მხოლოდ ერთი შესაბამისი პასუხის კოდი. ამასთან: ა) ღატაკად შეიძლება ჩაითვალოს შინამეურნეობა თუ მის წევრ(ებ)ს მძაფრად უდგათ შიმშილის პრობლემა, სხვისი დახმარების გარეშე არ შეუძლიათ მოიპოვონ ის მინიმალური საკვები, რაც აუცილებელია მათი ჯანმრთელობის (სიცოცხლის) შენარჩუნებისათვის, ან მათი შემოსავალი სრულად ვერ ყოფნის იმ საკვების შეძენასაც კი, რაც საჭიროა შინამეურნეობის წევრების ნორმალური კვებისათვის.

 

დეკლარაციის „F2“ პუნქტში შემოიხაზება ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობის ხარისხის შესაბამისი პასუხის კოდი. ამასთან: ა) მოწოდებული ინფორმაციის სანდოობის ხარისხის შეფასების შესაძლო პასუხებიდან („სანდოა“, „მოწოდებული ინფორმაცია საჭიროებს დამატებით გადამოწმებას“) უნდა შემოიხაზოს მხოლოდ ერთი შესაფერისი პასუხი.

 

შესაბამისად, სოციალურმა აგენტმა კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით განახორციელა ოჯახის დეკლარაციის შევსება, არსებითად არ არის დარღვეული დოკუმენტის მომზადების კანონით დადგენილი ნორმები. დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ გამოყენებით მიიღება ოჯახის სარეიტინგო ქულა.

 

აპელანტის განმარტებით, ოჯახის მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე, შეივსო ,,ოჯახის დეკლარაცია” (დეკლარირებული ინფორმაცია დადასტურებულია უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით). დეკლარაცია დამუშავდა ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის N758 დადგენილების შესაბამისად. ოჯახის სარეიტინგო ქულა ძალაში შევიდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით 2017 წლის 2-------ს, რამაც შეადგინა 154410.

 

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილების თანახმად, ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის შესაბამისად, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება შესაძლებელია სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან, სულ ცოტა, ერთი წლის გასვლის შემდეგ. ამდენად განმეორებით შეფასების მოთხოვნით, სააგენტოს შესაბამის მომსახურების ცენტრს ოჯახს შეუძლია მომართოს 2018 წლის 2-------იდან.

 

აპელანტის განმარტებით, ოჯახის ვადამდელი გადამოწმება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ შეიცვალა ოჯახის წევრთა რაოდენობა (დემოგრაფიული ცვლილება), ოჯახმა შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, ოჯახის წევრს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, დასაქმდა და მიიღო ლეგალური შემოსავალი ან დაკარგა სამუშაო. ამდენად სააგენტო მიმდინარე ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით გადამოწმება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება, ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელის პოზიციას და რატომ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს შესაგებელი. ამდენად, სააპელაციო სასამართლო დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 24.06.2017 წლის გადაწყვეტილების, ლ--–- ჭ--–---–ის ოჯახისათვის 154 410 ქულის მინიჭების შესახებ ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის დავალდებულება, - შეადგინოს ახალი დეკლარაცია რეალური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის, პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები).

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილე პირის უფლების რეალიზაცია პირდაპირ არის დამოკიდებული მის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლების, როგორც კონსტიტუციური უფლების რეალიზაციასთან, რაც კანონით დადგენილი რამდენიმე ფორმით ხორციელდება და რომელიც, თავის მხრივ, განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სადავო საკითხის შემოწმებისა და შეფასების სფეროს. ამდენად, საჯარო მოხელეების მხრიდან პირის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი განცხადების/საჩივრის ზუსტი სწორი სამართლებრივი შეფასება უშუალო კავშირშია დაინტერესებული პირის, როგორც მატერიალური, ასევე პროცედურული უფლებების უზრუნველყოფასთან, მმართველობის კანონიერების, თანასწორობისა და კანონიერი ნდობის უფლების პრინციპების განხორციელებასთან.

 

დავის სპეციფიკიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, განმარტოს სოციალური დახმარების სფეროში მმართველობის განხორციელების კანონიერების უზრუნველყოფის მიზანი, ამ სფეროში დასაქმებულ მოხელეთა როლი და სოციალური ფუნქცია, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული სოციალური დახმარების მიმღებთა კონფლიქტი შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან.

 

სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება. სახელმწიფოს ფუნქციაა უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების საჯარო ამოცანების (მათ შორის სოციალური პრობლემების) გადაწყვეტა და ამ ფუნქციის შესასრულებლად სახელმწიფო აფინანსებს გარკვეული კატეგორიის პირებს. სოციალურ სფეროში მმართველობითი საქმიანობის ერთ-ერთ საჯარო ფუნქციას წარმოადგენს ქვეყანაში სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა.

 

ადმინისტრაციული სამართლის პრონციპები – კანონიერების, კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე თანასწორობის, მიუკერძოებლობის და ა. შ. - სრულად ვრცელდება სსიპ სოციალური დახმარების სააგენტოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლი ადგენს სახელმწიფოში საჯარო მმართველობის განმახორციელებელი ყველა დაწესებულების ვალდებულებას ადმინისტრაციული წარმოების სუბიექტების მიმართ, გაუწიონ მათ სრულფასოვანი სამართლებრივი დახმარება. დასახელებული მუხლით დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა სამართლებრივი დახმარების გაწევის თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, ადმინისტრაციული ორგანო (წარმოდგენილი საჯარო მოსამსახურის სახით) დაინტერესებული პირისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევისას მოქმედებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პრინციპების საფუძველზე - კანონის წინაშე თანასწორობის, უფლებამოსილების კანონის საფუძველზე განხორციელების, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის, კანონიერი ნდობისა და საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის პრინციპების გათვალისწინებით. ადმინისტრაციულ ორგანოთათვის კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებები წარმოადგენს მათ საჯარო ვალდებულებას, რომლის შესრულების კანონიერი, პატივსადები მოლოდინი გააჩნია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით. მე-14 მუხლი – სოციალური უზრუნველყოფის სამსახურებით სარგებლობის უფლება (რომელსაც მიერთებულია საქართველოს სახელმწიფო), ადგენს: სოციალური უზრუნველყოფის სამსახურებით სარგებლობის უფლების ეფექტური განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, უზრუნველყონ ისეთი სამსახურები, რომლებიც სოციალური საქმიანობის მეთოდიკის გამოყენებით ხელს შეუწყობენ როგორც ცალკეულ პირებს, ისე საზოგადოებრივი ჯგუფების კეთილდღეობას და განვითარებას, ასევე, მათ შეგუებას სოციალურ გარემოსთან.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ოჯახის დეკლარაციაში ასახული მონაცემები უზუსტოა. დეკლარაცია არ შეიცავს სრულყოფილ ინფორმაციას დეკლარანტის, მისი ოჯახის წევრების ქონების, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მატერიალური შემოსავლების თაობაზე. ამასთან დეკლარაციის მიხედვით ოჯახი არის ღატაკი, მინიჭებული სარეიტინგო ქულა კი შემწეობის მისაღებად დადგენილი ზღვარის ზემოთაა.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ 1.1 და 1.2 მუხლის მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ან/და რეგისტრირებული ოჯახების კეთილდღეობის დონის შესაფასებლად გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის სტრუქტურა განისაზღვრება ამ მეთოდოლოგიის მე-2 მუხლით. ოჯახის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის დახმარებით და ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოები და/ან სხვა კომპეტენტური ორგანოები/დაწესებულებები აწვდიან სააგენტოს.

 

ამრიგად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის რეგისტრაციისა და შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ავალდებულებს ოჯახის დეკლარირება მოახდინოს, როგორც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, ასევე, ამ ინფორმაციის ზემოთ აღნიშნულ საჯარო დაწესებულებებსა თუ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში გადამოწმების გზით.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N 141/ნ ბრძანებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის 1.1 მუხლის, ეს წესი განსაზღვრავს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდსა და პირობებს, არეგულირებს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების პროცესთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ და სამართლებრივ საკითხებს. 1.2 მუხლის მიხედვით, ამ წესის მიზანია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის მაძიებელი და რეგისტრირებული ოჯახების იდენტიფიკაცია და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება ოჯახის სარეიტინგო ქულის დასადგენად.

 

„წესის“ 6.1 მუხლის თანახმად, ოჯახის დეკლარაციის „A“ ბლოკის – „ოჯახის საცხოვრებელი“ შევსებამდე, სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ზუსტად უნდა განუმარტოს ოჯახს, თუ რა იგულისხმება „ოჯახის“ ცნებაში. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს უფლებამოსილი პირი ამჩნევს ოჯახის ხელოვნურად გაყოფის ან ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების მცდელობას, მაშინ აღნიშნული ფაქტის დაზუსტებას ახდენს საცხოვრებელი პირობების ყურადღებით შემოწმების მეშვეობით (მაგ.: საძინებლები, პირადი ჰიგიენის საგნები და სხვა). ყურადღება უნდა მიექცეს, თუ როგორ ხდება მარაგების შენახვა და განაწილება მოცემულ ოჯახში, უნდა შემოწმდეს ცხოვრობენ, თუ არა ისინი ერთ საცხოვრისში და აქვთ თუ არა მათ საერთო სამზარეულო, საერთო კომუნალური მრიცხველი, საერთო შესასვლელი და ა.შ. სააგენტოს უფლებამოსილ პირს ენიჭება მოქმედების თავისუფლება ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დასადგენად. 6.2 მუხლით, თუ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აცხადებს, რომ ერთ საცხოვრისში მოცემულ ოჯახთან ერთად ცხოვრობს სხვა ოჯახი (მაგ.: ეს შეიძლება იყოს მშობლების, შვილების, ნათესავების ან არანათესავების ოჯახი), რომელიც ამ ოჯახისაგან დამოუკიდებლად ეწევა შინასამეურნეო საქმიანობას, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია დამატებითი გამოკითხვის საშუალებით, გადაამოწმოს ხელოვნურად ხომ არ იყოფა ოჯახი.3. თუ, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი არასწორად უთითებს ოჯახის შემადგენლობას (ოჯახის ხელოვნური დაყოფა ან გაერთიანება), სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია მიუთითოს ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს აღნიშნულის შესახებ და მისი თანხმობის შემთხვევაში შეავსოს ოჯახის დეკლარაცია, ოჯახში რეალურად მცხოვრები ყველა წევრის გათვალისწინებით.

 

„წესის“ 3.2 მუხლის შესაბამისად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც.

 

საქმეში არსებული მასალით დადგენილია, რომ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ლ--–- ჭ--–---–ის ოჯახის დეკლარაციის A8 ბლოკის შევსებას საფუძვლად დაედო მხოლოდ საჯარო რეესტრის ამონაწერი, რაც თავის მხრივ, სარეიტინგო ქულის მინიჭების საფუძველი გახდა. ლ--–- ჭ--–---–ის განმარტებით მის საცხოვრებელი ფართი შეადგენს არა 112 კვ. მეტრს, არამედ დაახლოებით 50 კვ. მეტრს, საცხოვრებელი სახლის პირველი სართული სრულიად ამორტიზირებულია, ხოლო შინამეურნეობის მიერ დაკავებული ფართი (50 კვ. მეტრი) დაზიანებულ მდგომარეობაშია.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ოჯახის დეკლარაციაში ფიქსირდება ოჯახის მახასიათებლების ყველა ის მნიშვნელობა, რომლებიც გამოიყენება კეთილდღეობის ინდექსის გამოსათვლელ ფორმულაში (შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსის სტრუქტურის აღწერაში მოცემული Yi,j სიდიდეები). მე-2 მუხლი ადგენს, რომ შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი - „I“ გამოითვლება ფორმულით: I, სადაც: ა) C - არის შინამეურნეობის სამომხმარებლო ინდექსი; ბ) N - შინამეურნეობის საჭიროების ინდექსი, ხოლო მე-3 მუხლით განსაზღვრულია შინამეურნეობის სამომხმარებლო ინდექსის შემადგენელი ელემენტები (კოეფიციენტები და სხვადასხვა ინდექსები).

 

,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისი N 141/ნ ბრძანების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დეკლარაციის „A“, „B“, „C“, „D“ და „E“ ბლოკები ივსება ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

 

„A8“ პუნქტის – „ჩაწერეთ რამდენია შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებლის საერთო ფართობი“ შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა დეკლარაციაში უნდა დააფიქსიროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მითითებული ინფორმაცია კვადრატული მეტრის მითითებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ უძრავი ქონება არ არის დარეგისტრირებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, - ჩაიწერება ოჯახის უფლებამოსილი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია კვადრატული მეტრის მითითებით. თუ ოჯახი ცხოვრობს ნაქირავებ/ნაგირავებ ბინაში და არ არის დარწმუნებული თუ რამდენ ფართობს იკავებს ზუსტად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ჩაწერს იმ მონაცემებს, რომელსაც დააფიქსირებს ოჯახის წევრი და აღნიშნული ინფორმაცია ჩაითვლება სანდოდ. შეუსაბამო ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, სააგენტოს უფლებამოსილი პირი შეავსებს ოჯახის დეკლარაციის „F“ ბლოკის შესაბამის გრაფას.

 

ამდენად, მართალია, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ლ--–- ჭ--–---–ის სახელზე ირიცხება ქ. ქუთაისში, კ-–----–---–ის ქუჩა, პირველი ჩიხი, N5-ში, დაზუსტებული ფართობი: 532.00 კვ. მეტრი, შენობა ნაგებობის ჩამონათვალი N01- 112.22 კვ. მეტრი; N2 დამხმარე ნაგებობა - 8.25 კვ. მეტრი, თუმცა, ლ--–- ჭ--–---–ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობით აღწერილია ფართების დანიშნულება და ოდენობა. კერძოდ: საკუთრების აღწერა - ლიტრი ,,ა’’ : საცხოვრებელი სართულების რაოდენობა: 2, საერთო ფართი-112,22 კვ. მეტრი; საცხოვრებელი ფართი: 45,26 კვ. მეტრი; დამხმარე ფართი: 39,00 კვ. მეტრი; საზაფხულო ფართი: 22,10 კვ. მეტრი; სხვა ფართი: 5,86 კვ. მეტრი; საკუთრების აღწერა - ლიტრი ,,ბ’’: დამხმარე საერთო ფართი: 8,25 კვ. მეტრი; ზემოაღნიშნული სამკვიდრო მოწმობა ლ--–- ჭ--–---–მა შემოწმების დროს წარუდგინა აგენტს.

 

მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული ფართის საერთო ოდენობა არ იყო თანხვედრაში იმ ფართის ოდენობასთან, რომელსაც საცხოვრებლად იყენებს მოსარჩელის ოჯახი, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებული იყო ეხელმძღვანელა მოსარჩელის საცხოვრებელი ფართის პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმებით ერთობლიობაში.

 

ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სრულყოფილად გამოიკვლია გარემოებები, რაზეც მხარეები ამყარებდნენ თავიანთ მოთხოვნებსა და შესაგებელს, ასევე სამართლებრივად სწორად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მართებულად დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრისთვის ლ--–- ჭ--–---–ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით ახალი დეკლარაციის შედგენის დავალების საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე; 390-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან საქართველოს ადმინიისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე;

 

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენლი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).

 

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე