1. სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 და VII17 თავებით გათვალისწინებულ საქმეებზე.

11
. სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება ამ კოდექსის VII9
თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

12. სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება ამ კოდექსის VII22 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

2. (ამოღებულია).

3. საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება.

4. (ამოღებულია).

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670 - სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2510 - სსმI, №3, 13.01.2010წ., მუხ.7

საქართველოს 2011 წლის 28  დეკემბრის კანონი №5666 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6759 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.

საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1186 – ვებგვერდი, 28.12.2021