1. საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობებიდან გამომდინარე სასამართლო დავის განხილვის ვადა პირველი ინსტანციის სასამართლოში სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღებიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს, ხოლო თუ განსახილველი საქმე განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვისა.

2. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობებიდან გამომდინარე სასამართლო დავის განხილვის ვადა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ სასამართლო დავაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეებისთვის გადასაცემად.

საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1466 - სსმI, №20, 28.07.2009წ., მუხ.100

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმI,№66,03.12.2010წ., მუხ.414

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4908 – ვებგვერდი, 04.07.2019