მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს:
ა) (ამოღებულია) ;
ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით;
ბ1
) სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით;
გ) სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხის თაობაზე;
დ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის თაობაზე;
ე) საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავასთან დაკავშირებით;
ვ) მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე ბრძანების გამოცემის თაობაზე;
ზ) შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის ან პენიტენციური დაწესებულების მიმართვის საფუძველზე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ;
თ) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი ერთეულის (შემდგომ – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეული) მიმართვის საფუძველზე იმავე კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის თაობაზე;
ი) პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანასთან დაკავშირებით.
საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169 - სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10
საქართველოს 2000 წლის 25 ოქტომბრის კანონი №567 - სსმI, №39, 10.11.2000წ., მუხ.111
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1555-სსმI, №26, 30.09.2002წ., მუხ124
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391 - სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244
საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3452 - სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.236
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1692 - სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.175
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3526 - სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.289
საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონი №6091 - ვებგვერდი, 10.05.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4630 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №950 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1186 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.