მუხლი 439. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოთა განსჯადობა
თავი LII — განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და მისი განხილვის წესი
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა დარღვეული და სადავო უფლებების, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას ახორციელებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოები მათი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავის მოთხოვნათა დაცვით, თუ მოპასუხეც იძულებით გადაადგილებული პირია.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1519 – პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998 წ., გვ.
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(19)
საქმე №ას-989-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.05.2024
…განმცხადებლის სტატუსის (იძულებით გაადადგილებული პირის) საწინააღმდეგოდ მარტოოდენ კასატორის სუბიექტურ აღქმებზე დამყარებული ეჭვი კი, ვერ გახდება განმცხადებლის სტატუსის სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი. შესაბამისად, განმცხადებელმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე მუხლიდან (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა…
საქმე №ბს-160(გ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.04.2021
…მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე მუხლზე, რომლის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა…
საქმე №ბს-978(გ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2021
…განსჯადობაზე და საერთო წესის თანახმად სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით, მაგრამ მოქმედი კანონმდებლობა აწესებს აფხაზეთის სასამართლოებისათვის ამ წესისაგან განსხვავებულ, განსაკუთრებულ განსჯადობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე მუხლის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ…
საქმე №ბს-1123(გ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2018
…პირი - ოჩამჩირის რაიონ სოფელ მერკულადან, შესაბამისად, ადმინისტრაციული დავის მონაწილე ორივე მხარე წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს, აქედან გამომდინარე, განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე მუხლით დადგენილი, განსჯადობის განსაზღვრის საერთო წესისაგან განსხვავებული განსაკუთრებული წესი და მ. კ-ას სარჩელი…
…განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ დავის მონაწილე მხარეები წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს, შესაბამისად, განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე მუხლით დადგენილი, განსჯადობის განსაზღვრის საერთო წესისაგან განსხვავებული, განსაკუთრებული წესი და ლ. ბ-ას სარჩელი…