განსჯადობა

ადმინისტრაციული 02.06.2016
საქმის ნომერი
ბს-300-298(გ-16)
კატეგორია
დავის ტიპი
განსჯადობა
თარიღი
02.06.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-300-298(გ-16)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

#ბს-300-298(გ-16) 2 ივნისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ დ. უ-ი

მოპასუხე _ სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 28 მარტს დ. უ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა აღიარებულ იქნას სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე უფროსი მასწავლებლის თანამდებობაზე მუშაობის ფაქტი 1991 წლის სექტემბრიდან 1993 წლის სექტემბრამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 აპრილის განჩინებით დ. უ-ის სარჩელი სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ განსახილველად გადაეგზავნა განსჯად სოხუმისა და გაგრა-გუდაუთას რაიონულ სასამართლოს.

სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელზე მოპასუხეს წარმოადგენს სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

აფხაზეთის არ აღმასრულებელი ორგანოები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე საქმიანობას ახორციელებენ სხავადასხვა ტერიტორიაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის #123/ნ ბრძანებით დამტკიცებულ იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება, რომლის პირველი მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, უნივერსიტეტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. #9. თავისი ფუნქციის განხორციელებისას, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი როგორც ადმინისტრაციული უწყება, წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას. ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ორგანოები თავიანთ საქმიანობას განაგრძობენ საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე. ქ. თბილისი არის სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადგილსამყოფელი.

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს #1/150-2007 გადაწყვეტილების 381 მუხლის თანახმად, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს ადგილსამყოფლად განსაზღვრულია ქ. თბილისი.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის საფუძველზე და იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე - სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც ადმინისტრაციული უწყება, წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას და იგი განთავსებულია: ქ. თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. #9, ასევე, ქ. თბილისში, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, #6 მდებარეობს სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლო, შესაბამისად, სასამართლომ განსჯად სასამართლოდ მიიჩნია სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლო.

სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 აპრილის განჩინებით დ. უ-ის სარჩელი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე მუხლის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა დარღვეული და სადავო უფლებების, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას ახორციელებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოები მათი სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავის მოთხოვნათა დაცვით, თუ მოპასუხეც იძულებით გადაადგილებული პირია. ამ მუხლით დადგენილი სარჩელის განხილვის განსჯადობის წესი მოქმედებს მასინ, თუკი ორივე მხარე იძულებით გადაადგილებული პირია.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელი აღძრულია დ. უ-ის მიერ, რომელიც არ წარმოადგენს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირს, რაც იმთავითვე გამორიცხავს სარჩელის სოხიმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს იურისდიქციისათვის დაქვემდებარების შესაძლებლობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. მართალია, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე სასამართლოების ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე და საერთო წესის თანახმად სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით, მაგრამ მოქმედი კანონმდებლობა აწესებს აფხაზეთის სასამართლოებისათვის ამ წესისაგან განსხვავებულ, განსაკუთრებულ განსჯადობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე მუხლის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა დარღვეული და სადავო უფლებების, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას ახორციელებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოები მათი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავის მოთხოვნათა დაცვით, თუ მოპასუხეც იძულებით გადაადგილებული პირია.

ამდენად, აფხაზეთის არ სასამართლოების იურისდიქციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ აფხაზეთის სასამართლოები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ არა მარტო ტერიტორიული პრინციპით, არამედ დევნილი მოსახლეობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ორგანოების დროებითი, ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ნორმის შინაარს და განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ მუხლში საუბარია მოსარჩელეზე, როგორც იძულებით გადაადგილებულ პირზე, რაც გამორიცხავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, ვინაიდან საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე - დ. უ-ს არ აქვს მინიჭებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი.

განსახილველ შემთხვევაში აღიარებითი სარჩელის საფუძველზე დ. უ-ი ითხოვს სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1991 წლის სექტემბრიდან 1993 წლის სექტემბრამდე ისტორიის ფაკულტეტზე უფროსი მასწავლებლის თანამდებობაზე მუშაობის ფაქტის აღიარებას. ამდენად, მოცემულ აღიარებით სარჩელზე მოპასუხეს წარმოადგენს სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში იურისდიქციის აღდგენამდე საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე (თბილისი, ზუგდიდი, ქუთაისი).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის #123/ნ ბრძანებით დამტკიცებულ იქნა სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება, რომლის პირველი მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, უნივერსიტეტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. #9.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ დ. უ-ს, რომელსაც არ აქვს მინიჭებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი, რაც გამორიცხავს მისი სარჩელის სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს იურისდიქციისთვის დაქვემდებარების შესაძლებლობას, რა დროსაც გამოყენებულ უნდა იქნეს არა სსსკ-ის 439-ე მუხლით დადგენილი განსჯადობის წესები, არამედ სსსკ-ის მე-15 მუხლის საფუძველზე დადგენილი საერთო განსჯადობის წესები, ანუ სარჩელი უნდა წარედგინოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით განსჯად სასამართლოს.

,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურიდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დ. უ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. უ-ის სარჩელი სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

 

ვ. როინიშვილი

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="wbfQOcRYwYlxrGJMZNN7tJQ6iYa9iqdimVQSTwVH";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize