1. არანებაყოფლობითი იზოლაციის მიზანია ტუბერკულოზის გავრცელების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილება.
2. არანებაყოფლობითი იზოლაციის ღონისძიებები არის უკიდურესი ზომა, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც ამოწურულია ტუბერკულოზის გადამდები ფორმით დაავადებული პაციენტის მიერ ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარების და მისი ნებაყოფლობითი მკურნალობის პროცესში ჩართვის ყველა საშუალება და არანებაყოფლობითი იზოლაციის ღონისძიებების გამოყენების გარეშე ინფექციის გავრცელების თავიდან აცილება შეუძლებელია.
3. არანებაყოფლობითი იზოლაციის ღონისძიებები შესაძლებელია განხორციელდეს:
ა) იმ პაციენტის მიმართ, რომელსაც დაუდგინდა ტუბერკულოზის დადასტურებული შემთხვევა, აქვს ტუბერკულოზის გადამდები ფორმა, მაგრამ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის დაწყებაზე უარს ამბობს;
ბ) ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პაციენტის მიმართ, რომელმაც ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარებაზე საბოლოოდ თქვა უარი;
გ) იმ პაციენტის მიმართ, რომელსაც დაუდგინდა ტუბერკულოზის დადასტურებული შემთხვევა, დაავადებული იყო ტუბერკულოზის გადამდები ფორმით და მკურნალობდა, მაგრამ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობა მის დასრულებამდე შეწყვიტა, ამასთანავე, მკურნალობის შეწყვეტის მომენტში ისევ დაავადებული იყო ტუბერკულოზის გადამდები ფორმით.
4. არანებაყოფლობითი იზოლაციით გაუმართლებლად არ უნდა შეიზღუდოს იმ პირის უფლებები და თავისუფლებები, რომლის მიმართაც ხორციელდება არანებაყოფლობითი იზოლაციის ღონისძიებები. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს აღნიშნული პირის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებას.
5. არანებაყოფლობითი იზოლაციის ღონისძიებები სახელმწიფოს დაფინანსებით ხორციელდებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 11.12.2015).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(73)
- საქმე №ბს-85(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2025
აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე.
- საქმე №ბს-1142(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2025
სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე.
- საქმე №ბს-1289(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2025
თ) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი ერთეულის (შემდგომ – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეული) მიმართვის საფუძველზე იმავე კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის თაობაზე; ი) პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანასთან დაკავშირებით.
- საქმე №ას-506-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.11.2021
სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე.
- საქმე №ას-1189-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2021
სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე.
- საქმე №ბს-813(გ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.10.2018
- საქმე №060310020003449812 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 18.02.2020
- საქმე №010316619003294266 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 10.01.2020
- საქმე №330310019003269413 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.11.2019
- საქმე №330310019002990595 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.05.2019
- საქმე №010310020003630884 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 28.04.2020
- საქმე №010310020003543205 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 14.04.2020
- საქმე №120310020003515829 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 11.03.2020
- საქმე №010310020003467463 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 12.02.2020
- საქმე №190310920003409918 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 10.02.2020
- საქმე №330310019003360318 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.01.2020
- საქმე №190310020003439408 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 24.01.2020
- საქმე №330310020003418869 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 23.01.2020
- საქმე №190310919003309900 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 17.12.2019
- საქმე №190310919003316795 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 11.12.2019
- საქმე №010310019003281636 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 26.11.2019
- საქმე №190310019003296763 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 25.11.2019
- საქმე №010370019003261771 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 18.11.2019
- საქმე №010370019003265570 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 16.11.2019
- საქმე №080316619003227906 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 11.11.2019
- საქმე №180310019003225660 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 25.10.2019
- საქმე №010310019003218546 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 07.10.2019
- საქმე №180310519003159621 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 27.08.2019
- საქმე №010310019003126421 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 05.08.2019
- საქმე №110310019003091877 · ზესტაფონის რაიონული სასამართლო · 22.07.2019
- საქმე №190310019003087788 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 10.07.2019
- საქმე №050310019003057101 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 24.06.2019
- საქმე №330310019003036439 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 21.06.2019
- საქმე №030310019003042562 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 14.06.2019
- საქმე №820310019003037586 · ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო · 14.06.2019
- საქმე №030310019003040237 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 14.06.2019
- საქმე №020310019002987961 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 23.05.2019
- საქმე №080310019002998261 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 20.05.2019
- საქმე №820310019002988767 · ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო · 17.05.2019
- საქმე №080310019002987027 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 13.05.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 73-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 05.07.2018.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 23/12/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება