გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3515829-3/41-20წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 მარტი 2020 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი თამარ ტეფნაძე
მოსარჩელე - ი-----–- ო----ე
წარმომადგენელი - ნ---- მ-------–---–ი
მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) - შსს ადიგენის რაიონული სამმართველო
წარმომადგენელი - ს-----–--- თ-----–---–ი
მოპასუხე - ს-----–--- ბ------–---–ი
კანონიერი წარმომადგენელი - თ----- ბ------–---–ი
მოთხოვნის არსი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. გაუქმდეს (ბათილად იქნეს ცნობილი) შსს ადიგენის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის ს-----–--- თ-----–---–ის მიერ 2020 წლის 1 მარტს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი.
მოსარჩელის განმარტებით, შემაკავებელი ორდერი გაცემულია კანონის უხეში დარღვევით, რადგან ის ვერ ასახავს მყისიერ რეაგირებას. ს-----–--- ბ------–---–ი უთითებს, რომ სავარაუდო ძალადობის ფაქტები მოხდა 2019 წლის 16 და 17 დეკემბერს, ასევე 2020 წლის იანვრის განმავლობაში და თებერვის ბოლოს. თუმცა ფაქტია ამ ძალადობის დროს მას არ მიუმართავს მყისიერად პოლიციისათვის და არ არსებობს ამის თაობაზე რაიმე ექსპერტიზის დასკვნა, თუნდაც იმის თაობაზე, რომ მას მიღებული აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ზიანი.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადიგენის რაიონული სამმართველოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა ი-----–- ო----ის სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ არ არსებობს შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი, 2020 წლის 1 მარტს ს-----–--- ბ------–---–ის დედამ თ----- ბ------–---–მა განცახდებით მიმართა შსს ადიგენის რაიონულ სამმართველოს და მიუთითა, რომ ი-----–- ო----ემ რამდნეჯერმე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის შვილს სვეტალან ბ------–---–ს. საქმეზე დაკითხული იქნენ მოწმეები, საქმის გარემოებების მიხედვით იკვეთებოდა ი-----–- ო----ის მხრიდან ძალადობა არასრულწლოვანი ს-----–--- ბ------–---–ის მიმართ, რაზედაც დაწყებულია გამოძიება. მომდევნო ეტაპზე წარედგინა ბრალი მოსარჩელეს და შეერჩა აღკვეთის ღონისძიება. ამდენად, ვითარების გართულების თავიდან აცილების მიზნით გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი. ამასთან, ვერ მოხდა თავად ი-----–- ო----ესთან დაკავშირება, ხოლო მისი დედა განმარტავდა, რომ მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო, შესაბამისად, სამართალდამცავ ორგანოს ყველა ზომა უნდა მიეღო მსხვერპლის დაცვის მიზნით.
2.2. ს-----–--- ბ------–---–ი და მისი კანონიერი წარმომადგენელი თ----- ბ------–---–ი არ დაეთანხმნენ სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვეს მისი ძალაში დატოვება. მათვე განმარტეს, რომ ი-----–- ო----ეს ჰქონდა არასასურველი კომუნიკაცია არასრულწლოვან ს-----–--- ბ------–---–თან, ის ამის გამო იყო აღელვებული, დასჭირდა ექიმის მეთვალყურეობაც მის მდგომარეობას ამძიმებს მისი ორსულობაც, რის გამოც შემაკავებელი ორდერის გამოწერა სავალდებულო იყო, რათა გარანტირებულად ყოფილიყო დაცული მსხვერპლი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ი-----–- ო----ე და ს-----–--- ბ------–---–ი იმყოფებოდნენ ფაქტობრივ ქორწინებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.2. 2020 წლის 1 მარტს თ----- ბ------–---–მა განცახდებით მიმართა შსს ადიგენის რაიონულ სამმართველოს ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით და აცნობა, რომ მისი შვილი ს-----–--- ბ------–---–ი ფაქტობრვი ქორწინებაში იმყოფებოდა ი-----–- ო----ესთან. ბოლო ორი თვის განმავლობაში ი-----–- ო----ემ რამდენჯერმე ფიზიკურად იძალადა ს-----–--- ბ------–---–ზე. ბოლო დროს კი ტელეფონის მეშვეობით უკავშირდება, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.3. განცხადების საფუძველზე 2020 წლის 1 მარტს შსს ადიგენის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, არასრულწლოვანი ს-----–--- ბ------–---–ის მიმართ ოჯახში განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა,,’’ ქ/პ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი;
3.4. 2020 წლის 1 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ადიგენის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის ს-----–--- თ-----–---–ის მიერ გამოიცა N0----- შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, მსხვერპლია: ს-----–--- ბ------–---–ი; მოძალადე: ი-----–- ო----ე. ძალადობის ფორმა: ფიზიკური, ფსიქოლოგიური. ი-----–- ო----ეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს ასევე, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებით გამოყენებით. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა - 1 თვე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 01.03.2020წ. N0----- შემაკავებელი ორდერი;
3.5. 2020 წლის 10 მარტს ი-----–- ო----ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქ/პ. ადიგენის მაგისტრატი მოსამართლის 2020 წლის 10 მარტის განჩინებით ი-----–- ო----ის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დადგენილება პირის ბრალდების შესახებ;
- განჩინება ბრალდებულის პირველი წარდგენისა და აღკვეთი ღონისძიების გამოყენების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი-----–- ო----ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-36 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში. ხოლო, ამავე კანონის 12.4 მუხლის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლი/სავარაუდო მსხვერპლი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით.
,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ: ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად: ა.ა) დროებითი ღონისძიების სახით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერს.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიცია ვალდებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე, მიუხედავად იმისა, პოლიციის ორგანოებს მიმართა დაზარალებულმა, ძალადობის მოწმემ თუ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულმა პირმა; ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია: ა) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები; ბ) განცალკევებულად გამოკითხოს სავარაუდო მსხვერპლი, მოწმე, მოძალადე, მათ შორის, არასრულწლოვანი, რაც წერილობით უნდა დაფიქსირდეს; გ) მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ; დ) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,ა" და ,,ბ’’ ქვეპუნქტების თანახმად, ფიზიკური ძალადობა არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ხოლო ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ შემაკავებელი ორდერის დანიშნულებას წარმოადგენს ოპერატიული, მყისიერი რეაგირება იმ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, რაც მომდინარეობს სავარაუდო მოძალადის მხრიდან და საფრთხეს უქმნის მე-3 პირთა უფლებებს.
შემაკავებელი ორდერის კანონიერების შეფასების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს დაადგინოს, ოპერატიული რეაგირების მომენტში გამოვლინდა და დადასტურდა თუ არა ის ვითარება, რაც ქმნიდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგებოდა პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს, ამ შემთხვევაში არასრულწლოვანი ს-----–--- ბ------–---–ის უფლებებს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შსს ადიგენის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ს-----–--- თ-----–---–მა 2020 წლის 1 მარტს გამოსცა №0----- შემაკავებელი ორდერი, ი-----–- ო----ის მიმართ, მსხვერპლი ს-----–--- ბ------–---–ი. შემაკავებელი ორდერით ი-----–- ო----ეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს ასევე, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებით გამოყენებით.
სასამართლო განმარტავს, რომ ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი).
ამავე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად ოჯახის წევრი არის ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ხოლო ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი გახდა თ----- ბ------–---–ის შეტყობინება, რომლის თანახმად მისი შვილი ს-----–--- ბ------–---–ი მეუღლის მხრიდან განიცდის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. ს-----–--- ბ------–---–მა აღნიშნული გარემოებები ასევე დაადასტურა მოწმის სახით გამოკითხვისას, მისი განმარტებები დაადასტურეს მოწმის სახით გამოკითხულმა მ------ და თ----- ბ------–---–ებმა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ი-----–- ო----ე ს-----–--- ბ------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობისათვის მიცემულია სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში.
საქმეში არ არის წარმოდგენილი ფაქტები ან/და ინფორმაცია, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით მისცემდა იმ სახის დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ი-----–- ო----ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს ს-----–--- ბ------–---–ის მიმართ. გასათვალისწინებელი ის გარემოებაც, რომ ამ ღონიძიების მიზანია მსხვერპლის დაცვა შესაძლო ძალადობისგან. შესაძლო ძალადობის ფაქტის დასადგენად არ არის აუცილებელი არსებობდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო სტანდარტით ძალადობის ფაქტის არსებობის დადგენა. დაწყებული გამოძიების შედეგად იმ ეტაპისათვის მოპოვებული ინფორმაცია იძლეოდა საუძველს სამართალდამცავი ორგანოსათვის რათა მას მიეღო მყისიერი ზომები შესაძლო ძალადობის აღსაკვეთად. გასათვალისწინებელია, რომ ი-----–- ო----ის ადგილსამყოფელის დადგენა ვერ ხერხდებოდა რათა მისგან მიეღო ინფორმაცია მომხდარი ფაქტების შესახებ. გამოწერილი შემაკავებელი ორდერის აღსრულების მიზნით სამართალდამცავმა ორგანოებმა მიიღეს ზომები ი-----–- ომიაძის ადგილსამყოფელის დასადგენად და შესაძლო მოძალადეს აუკრძალეს მსხვერპლთან მიახლოება და მასთან ყოველგვარი კომუნიკაცია რაც მისი დაცვისათვის უპირობოდ აუცილებელი იყო. სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად შესაძლოა სასამართლომ არასაკმარისად ჩათვალოს მტკიცებულებათა ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, თუმცა ას ვარაუდი გავლენას ვერ მოახდენს სასამართლოს დასკვნაზე შემაკავებელი ორდერის გამოცების აუცილებლობის შესახებ.
მოსარჩელე მართალია უარყოფს ძალადობის ფაქტს, თუმცა განცხადების წარდგენის დროს და ფაქტობრივი გარემოებების შემდგომი გამორკვევის პროცესში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ გაბათილებულიყო საქმეზე გამოკვლეული გარემოებები.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლის მიხედვით, მხარე ვალდებულია დაადასტუროს საკუთარი მოთხოვნა და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის გადანაწილებას აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის მტკიცების ვალდებულება ეკისრება თავად მხარეს.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ შემაკავებელი ორდერი პასუხობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს და სახეზეა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული შემთხვევა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერი გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, რის გამოც არ არსებობს შსს ადიგენის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ს-----–--- თ-----–---–ის მიერ 2020 წლის 1 მარტს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII3 თავით მოწესრიგებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით (2112 -2115 მუხლები).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.3. მუხლის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13; 2112-ე, 2114-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით, და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი-----–- ო----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე, ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი N7ა) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 3 (სამი) დღის ვადაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. №62) მეშვეობით.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი