თავი III — ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის მექანიზმები
1. შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, მსხვერპლის ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით − სოციალურ მუშაკს ან პირს, რომელიც მსხვერპლს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
2. ამ კანონის 171 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი აფასებს მსხვერპლისგან მიღებულ ინფორმაციას. შესაბამისი რისკის შეფასების პროცესში იგი უფლებამოსილია პენიტენციური დაწესებულებისგან გამოითხოვოს მსჯავრდებულის ინდივიდუალური შეფასების ანგარიში. თუ აღნიშნული ინფორმაცია იძლევა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მსხვერპლის მიმართ ძალადობა შეიძლება განმეორდეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირის ადგილსამყოფელს და მისთვის შესაბამისი ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გამოცემის შესახებ ან შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ. შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემთხვევაში მის გამოსაცემად სავალდებულო არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მოთხოვნის არსებობა.
3. პოლიცია უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ შეიძლება დაირღვეს პირის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები მისი უგულებელყოფით ან იძულებით ან/და მის მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
საქართველოს 2018 წლის 30
მაისის
კანონი №2394
–
ვებგვერდი, 08.06.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5024 – ვებგვერდი, 01.10.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.09.2019-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 20.09.2019 კანონი №5024
- 30.05.2018 კანონი №2394
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(42)
- საქმე №611310920003397337 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.02.2020
…მუშაკი არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე მიმართავს პოლიციას, რომელიც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას უზრუნველყოფს. ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, ოჯახში ძალადობის ფორმების არსებობისას ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული პირის მიერ დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შემთხვევაში სასამართლო განიხილავს არასრულწლოვანთან…
- საქმე №330310019003269413 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.11.2019
…მე-2 ნაწილის თანახმად კი ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე, მიუხედავად იმისა, პოლიციის ორგანოებს მიმართა დაზარალებულმა, ძალადობის მოწმემ თუ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულმა პირმა. 3. ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია: ა) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის…
- საქმე №020310919002999061 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 13.06.2019
…გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და მე-12 მუხლის მიხედვით, დამცავი ორდერი გაიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო. სასამართლოს მითითებით, მე-11 მუხლის მიხედვით, დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც…
- საქმე №330310918002347802 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.05.2018
…ახალი გადაწყვეტილებით განცხადების სრულად დაკმაყოფილება: წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: 4.1. საჩივრის ავტორმა მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდე-სის 2113-ე მუხლის მე-6 ნაწილის, აგრეთე „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე და მოითხოვა თბილისის…
- საქმე №120310020003515829 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 11.03.2020
…მე-2 პუნქტის თანახმად კი ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე, მიუხედავად იმისა, პოლიციის ორგანოებს მიმართა დაზარალებულმა, ძალადობის მოწმემ თუ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულმა პირმა; ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია: ა) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და…
- საქმე №010310920003465347 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 24.02.2020
- საქმე №010310920003476502 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 24.02.2020
- საქმე №190310020003466441 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 14.02.2020
- საქმე №190310920003409918 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 10.02.2020
- საქმე №190370519003329116 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 07.02.2020
- საქმე №330310020003418869 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 23.01.2020
- საქმე №120310019003354606 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 25.12.2019
- საქმე №190310919003309900 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 17.12.2019
- საქმე №190310919003316795 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 11.12.2019
- საქმე №190310919003272262 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 18.11.2019
- საქმე №080310919003224366 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 29.10.2019
- საქმე №010310919003237343 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 25.10.2019
- საქმე №330310018002479633 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 03.10.2019
- საქმე №130310919003188329 · ხაშურის რაიონული სასამართლო · 26.09.2019
- საქმე №190310919003127771 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 02.08.2019
- საქმე №820310919003062263 · ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო · 01.07.2019
- საქმე №030310019003062938 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 27.06.2019
- საქმე №130310919003024655 · ხაშურის რაიონული სასამართლო · 11.06.2019
- საქმე №190310919003000093 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 24.05.2019
- საქმე №080310019002998261 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 20.05.2019
- საქმე №080310019002987027 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 13.05.2019
- საქმე №030310019002940689 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 13.04.2019
- საქმე №080310919002916132 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 04.04.2019
- საქმე №190310019002875476 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 03.04.2019
- საქმე №080310019002868917 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 15.03.2019
- საქმე №190310919002846222 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 20.02.2019
- საქმე №330310918002775049 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.12.2018
- საქმე №120310018002729717 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 30.11.2018
- საქმე №080310018002708319 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 09.11.2018
- საქმე №210310018002632110 · სიღნაღის რაიონული სასამართლო · 20.09.2018
- საქმე №080310018002593470 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 17.08.2018
- საქმე №330310918002578141 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 16.08.2018
- საქმე №080310018002581802 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 10.08.2018
- საქმე №190310018002456876 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 31.05.2018
- საქმე №080310018002391339 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 13.04.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 42-დან.