გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820310919003062263
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე
01 ივლისი, 2019 წ. ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი სოფია კობახიძე
განმცხადებელი (მსხვერპლი) – თ---–-------------ე (პ/ნ: 6----------, მის: ხელვაჩაური, სოფ. ა--------------–-------------.)
მოძალადე - ტ------–------–--ე (პ/ნ: 6----------; მის ქო----–------------------------ა.)
მოთხოვნა - დამცავი ორდერის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 24 ივნისს, თ---–-------------ემ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ განცხადებით მომართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ტ------–------–--ის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემა.
ამავე დღეს მიღებული იქნა განჩინება განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ.
განცხადებისა და თანდართული მასალების ასლები კანონით დადგენილი წესით გადაეცა ტ------–------–--ეს.
თავის მოთხოვნას განმცხადებელი შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
თ---–-------------ის განმარტებით, არის დაოჯახებული, ყავს მეუღლე და ორი შვილი, ტ------–------–--ეს იცნობს 2016 წლის თებერვლიდან. მათ გარკვეული პერიოდი ჰქონდათ ახლო ურთიერთობა, თუმცა ამჟამად არ სურს ამ ურთიერთობის გაგრძელება, ტ------–------–--ე უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, ემუქრება ოჯახის წევრების მოკვლით, ახდენს ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ცდილობს მიიყვანოს თვითმკვლელობამდე. ემუქრება რომ ოჯახში შეუქმნის პრობლემებს, მისი ოჯახის წევრებს მიაწვდის ცრუ ინფორმაციას, თითქოს უმცროსი შვილი ყავს სხვისგან. დედამისს სოციალურ ქსელში უგზავნის პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტოებს. მოძალადე არის არაადეკვატური პიროვნება, მასზე ძალადობს როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად.
2019 წლის 12 ივნისს შვილებთან ერთად კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხოფა, თავში ჩაარტყა მუშტი, რის გამოც მიიღო ტვინის შერყევა, აღნიშნულზე მიმართული აქვს პოლიციისათვის და დაწყებულია გამოძიება მაგრამ გამოძიების დასრულებამდე ტ------–------–--ემ კვლავ შეიძლება გააგრძელოს ძალადობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა გამოიცეს დამცავი ორდერი ტ------–------–--ის მიმართ ექვსი თვის ვადით, რომლითაც ტ------–------–--ეს აეკრძალოს თ---–-------------ეზე სიტყვიერი და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელება, იმ ადგილებთან მიახლოება სადაც თ---–-------------ე ცხოვრობს და იმყოფება, თ---–-------------ესთან სატელეფონო ან სოციალური ქსელის მეშვეობით ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. ასვე თ---–-------------ის ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია და ტეკლე თურმანიძის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების/ვიდეოს სოციალურ ქსელში ატვირთვა, სოციალური ქსელის მეშვეობით სხვა პირებისათვის გადაგზავნა.
განმცხადებელმა თ---–-------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა 2019 წლის 1 ივლისს, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარი დაუჭირეს განცხადებაში მითითებულ გარემოებებს და მოითხოვეს ტ------–------–--ის მიმართ მიმართ, დამცავი ორდერის გამოცემა ზემოაღნიშნული პირობებით.
ტ------–------–--ე, რომლისთვისაც ცნობილი იყო საქმის განხილვის დრო და ადგილი, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, განცხადებასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და პოზიცია არ დაუფიქსირებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გამოიკვლია მტკიცებულებები, მოისმინა გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტება და მიაჩნია, რომ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
ამავე კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკური ძალადობა არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ამავე მუხლის „ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; „ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი). „ვ1” ქვეპუნქტის თანახმად, სავარაუდო მსხვერპლი არის პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ არის მსხვერპლი, და რომელიც მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის მიზნით შესაბამის სამსახურს/ორგანოს/მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს მიმართავს.
ამავე კანონის მე-11 მუხლის თანახმად, დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. ამავე კანონის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2112 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის 2113 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი, რომელიც იმავე კოდექსის 2115 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად დამცავი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2115 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს: ა) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან დაცვის ზომებს; ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდების და მათ თავშესაფარში მოთავსების საკითხებს; გ) მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან გარიდების საკითხს; დ) მოძალადის ვალდებულებას – არ შეზღუდოს მსხვერპლი, ისარგებლოს პირადი ნივთებით, ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით, რომელიც აუცილებელია ადამიანის ნორმალური არსებობისათვის; ე) მოძალადისათვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას; ვ) მოძალადის არასრულწლოვნისაგან განცალკევების, მასთან შეხვედრისა და ურთიერთობის რეგულირების საკითხებს; ზ) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს; თ) მოძალადისათვის დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, იარაღის შეძენის ან მის შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვას და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან დროებით ჩამორთმევის პირობებს; ი) მოძალადის მიერ მსხვერპლის მკურნალობის, თავშესაფარში ყოფნის და სხვა, გონივრული ხარჯების ანაზღაურების საკითხებს; კ) მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს;ლ) მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის საკითხს; მ) მოძალადის გაფრთხილებას დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ნ) სხვა საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.
წარმოდგენილი მასალების ანალიზით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ძალადობა, მოძალადის - ტ------–------–--ის მხრიდან თ---–--------------ის მიმართ, რაც წარმოადგენს დამცავი ორდერის გამოცემის საკმარის საფუძველს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ თ---–-------------ის მიმართ ძალადობის გამორიცხვისა და მოძალადის, ტ------–------–--ის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით მიზანშეწონილია დამცავი ორდერის გამოცემა, რამდენადაც არ არის გამორიცხული ძალადობის განმეორება და აშკარაა, ამის შესახებ ვარაუდის საფუძველი.
„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამცავი ორდერის მოქმედება ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს, 6 თვით.
დასახელებული კანონის მე-4 მუხლისა და საქართველოს ასკ მე-1215 –ე მუხლის მე-3 პუნქტის კ) ქვეპუნქტის შესაბამისად მოძალადე ტ------–------–--ე უნდა გაფრთხილდეს დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 2112, 2113, 2115 მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-3, მე-4, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ---–-------------ის (პ/ნ: 6----------, მის: ხელვაჩაური, სოფ. ა--------------–-------------.) განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. გამოიცეს დამცავი ტ------–------–--ის (პ/ნ: 6----------; მის ქო----–------------------------ა.) მიმართ, შემდეგი პირობებით:
- აეკრძალოს ტ------–------–--ეს თ---–-------------ეზე სიტყვიერი და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელება,-ტ------–------–--ეს (პ/ნ: 6----------) აეკრძალოს იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი თ---–-------------ე ცხოვრობს და იმყოფება,- აეკრძალოს ტ------–------–--ეს მსხვერპლთან - თ---–-------------ესთან ნებისმიერი კომუნიკაცია მობილური ოპერატორებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით;
- ტ------–------–--ეს აეკრძალოს თ---–-------------ის ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია
- აეკრძალოს ტ------–------–--ეს თ---–-------------ის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების/ვიდეოს სოციალურ ქსელში ატვირთვა, სოციალური ქსელის მეშვეობით სხვა პირებისათვის გადაგზავნა.
3. დამცავი ორდერი გამოიცეს 6 (ექვსი) თვის ვადით;
4. განემარტოთ მხარეებს, რომ დამცავი ორდერის დამტკიცების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის ძალაში და მისი გასაჩივრება არ აჩერებს დამცავი ორდერის მოქმედებას;
5. გადაწყვეტილება გაეგზავნოთ მხარეებს და საქართველოს შს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით;
6. განემარტოს მოძალადეს, რომ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N 358) მეშვეობით.
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე