გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.11.2018
საქმის ნომერი
120310018002729717
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა საქმეები
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2729717-3/199-18წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ლუიზა თოდუა

სხდომის მდივანი ლაშა ზაზაძე

 

მოსარჩელე - ლ--–---------–---–ი

წარმომადგენელი - ნ----------------ე

 

მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) - შსს ასპინძის რაიონული სამმართველო

წარმომადგენელი - გ--------------ე

 

დაინტერესებული პირი - ვ-–-----–-–---–ი

წარმომადგენლები - ლ--------–--ე, ა-–-------------------–---–ი

 

მოთხოვნის არსი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. გაუქმდეს (ბათილად იქნეს ცნობილი) ლ--–---------–---–ის მიმართ შსს ასპინძის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის გ--------------ის მიერ 2018 წლის 17 ნოემბერს გამოცემული №002231 შემაკავებელი ორდერი.

 

მოსარჩელის განმარტებით, შემაკავებელი ორდერი გაცემულია სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ. 2018 წლის 17 ნოემბერს დაახლოებით 16 საათზე და 15 წუთზე ასპინძის რაიონის სოფელ ხ----------–ი, სახლში იმყოფებოდა, სადაც მივიდა ვ-–-----–-–---–ი, რომელიც იყო აგრესიული და კატეგორიულად მოითხოვდა საცხოვრებელი სახლის განთავისუფლებას. რადგან იმ დროს ლ--–---------–---–ი იყო მარტო დაუკავშირდა ადვოკატ ე--------------–--ეს, რომელსაც სთხოვა დახმარება და სწორედ ამ დროს ვ-–-----–-–---–ი, რომელსაც არ სურდა რომ ვინმეს, მითუმეტეს ე--------------–--ეს გაეგო მისი საქციელის შესახებ, შეეხო ფიზიკურად და მიაყენა ტკივილი, რა დროსაც მან დაიყვირა და ითხოვა დახმარება. ე--------------–--ის მიერ განხორციელდა ზარი 112-ში, რომლის საფუძველზე ადგილზე იყვნენ ასული სამმართველოს თანამშრომლები. სამმართველოს თანამშრომლების მისვლამდე ლ--–---------–---–მა თავის დაცვის მიზნით ჩართო თავის მობილური ტელეფონი და დააფიქსირა იქ არსებული მდგომარეობა, რომელშიც კარგად ჩანს, როგორი აგრესიულია ვ-–-----–-–---–ი და აგრძელებს მუქარას არა მარტო ლ--–---------–---–ის, არამედ სხვათა მიმართ, როგორც ე--------------–--ის მიმართ, ისე საკუთარი შვილების მიმართაც და ითხოვს კატეგორიულად საცხოვრებელი სახლის დატოვებას, რასაც წინ უსწრებს ის გარემოება, რომ მიმდინარე წლის 12 ნოემბერს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში იხილებოდა ვ-–-----–-–---–ის სამოქალაქო საქმე ლ--–---------–---–ის მიმართ, მოთხოვნით ალიმენტის დაკისრება და განქორწინება.

 

სოფელ ხ----------–ი მისული სამმართველოს თანამშრომლების მეშვეობითაც ვერ მოხდა ვ-–-----–-–---–ის დამშვიდება და როდესაც სამმართველოს თანამშრომლებს ლ--–---------–---–მა განუცხადა, რომ ვ-–-----–-–---–მა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, გადაწყდა რომ ჩვენების მიცემა უნდა მომხდარიყო სამმართველოს შენობაში. როგორც მოგვიანებით გაირკვა ვ-–-----–-–---–მა დააფიქსირა, რომ ლ--–---------–---–ის მიერ განხორციელდა მასზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდგომ ლ--–---------–---–ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N002231, რომლის გამოცემის არც საფუძველი არ არსებობდა და არც გარემოება.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია

 

მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასპინძის რაიონული სამმართველოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა ლ--–---------–---–ის სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ არ არსებობს შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი, ვინაიდან 2018 წლის 17 ნოემბერს ასპინძის რაიონულ სამმართველოში თავდაპირველად შევიდა ე--------------–--ის შეტყობინება, ხოლო შემდეგ ვ-–-----–-–---–ის და ლ--------–--ის შეტყობინება, მასზედ რომ სოფელ ხ----------–ი იყო ოჯახური კონფლიქტი, რაზეც სამმართველოს თანამშრომლები გავიდნენ ადგილზე ასპინძის რაიონის სოფელ ხ----------–ი. ადგილზე მისვლის დროს მხარეებს შორის შეკამათება დამთავრებული იყო. როგორც ლ--–---------–---–მა განმარტა, მას ვ-–-----–-–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე ვ-–-----–-–---–მა თავის მხრივ განმარტა, რომ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ--–---------–---–მა. ვ-–-----–-–---–ს გარეგნულად ხელზე ეტყობოდა, რომ ჰქონდა დაზიანება, კერძოდ ხელი ჰქონდა დაკაწრული და მოსდიოდა სისხლი. ამას წინ უსწრებდა ის ფაქტი, რომ ლ--–---------–---–ი ერთხელ უკვე მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში ვ-–-----–-–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო და შემაკავებელი ორდერიც იყო მის მიმართ გამოცემული. საქმის გარემოებების მიხედვით იკვეთებოდა ლ--–---------–---–ის მხრიდან ძალადობა ვ-–-----–-–---–ის მიმართ, რაზედაც დაწყებულია გამოძიება. ამდენად, ვითარების გართულების თავიდან აცილების მიზნით გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი.

 

3. დაინტერესებული პირის პოზიცია.

 

დაინტერესებული პირის წარმომადგენელი ლ--------–--ე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში ლ--–---------–---–ი ძალადობდა მეუღლეზე, მის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, ასევე იგი მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, აღნიშნული ღონისძიებები არ აღმოჩნდა საკმარისი ლ--–---------–---–ის ქმედების შეწყვეტისათვის და იგი კვლავ განაგრძობს ძალადობას და შეურაცხყოფას ვ-–-----–-–---–ის მიმართ.

 

დაინტერესებული პირის ვ-–-----–-–---–ის განმარტებით, 2018 წლის 17 ნოემბერს იგი მივიდა სოფელ ხ----------–ი მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე ცხოვრობს ლ--–---------–---–ი. ლ--–---------–---–ს არ ესიამოვნა მისი მისვლა და დაურეკა მის ადვოკატს ე--------------–--ეს, გასარკვევად თუ როდის მოშორდებოდა ვ-–-----–-–---–ი აღნიშნულ სახლს. იგი გამოირჩეოდა აგრესიით, აყენებდა მას შეურაცხყოფას, რაზეც ვ-–-----–-–---–მა დაურეკა მის ადვოკატს ლ--------–--ეს, აღნიშნულზე ლ--–---------–---–ი გაღიზიანდა მივარდა ვ-–-----–-–---–ს ტელეფონის გამოსართმევად და გაუკაწრა ხელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. 2018 წლის 17 ნოემბერს 16:26 სთ-ზე ლ--–---------–---–ის ადვოკატმა ე--------------–--ემ შეტყობინებით მიმართა ასპინძის რაიონულ სამმართველოს ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით.

 

2018 წლის 17 ნოემბერს 16:28 სთ-ზე ვ-–-----–-–---–მა შეტყობინებით მიმართა ასპინძის რაიონულ სამმართველოს ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით.

 

2018 წლის 17 ნოემბერს 16:50 სთ-ზე ვ-–-----–-–---–ის წარმომადგენელმა ლ--------–--ემ შეტყობინებით მიმართა ასპინძის რაიონულ სამმართველოს და აცნობა, რომ ვ-–-----–-–---–ს, რომელიც მივიდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში იქ დახვდა მისი ყოფილი მეუღლე ლ--–---------–---–ი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის პასუხისგებაში მიცემული ოჯახური ძალადობის გამო, არის ბრალდებული სისხლის სამართლის საქმეში, კვლავ განაგრძობს ძალადობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს მის ყოფილ მეუღლეს ვ-–-----–-–---–ს და არ უშვებს სახლში. მოითხოვა შემაკავებელი ორდერის გაცემა ლ--–---------–---–ის მიმართ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შეტყობინებები;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2. ზემოაღნიშნული შეტყობინებების საფუძველზე 2018 წლის 17 ნოემბერს შსს ასპინძის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N014171118001 საქმეზე, ასპინძის რაიონის სოფელ ხ----------–ი ვ-–-----–-–---–სა და მის მეუღლეს ლ--–---------–---–ს შორის ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებს ადგილზე დახვდათ ლ--–---------–---–ი და ვ-–-----–-–---–ი. ვ-–-----–-–---–ს ხელის მტევანზე ეტყობოდა ახალი დაზიანების კვალი, საიდანაც მოსდიოდა სისხლი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი;

- მხარეთა ახსნა განმარტებანი;

- შემაკავებელი ორდერის ოქმი N002231;

 

3.3. 2018 წლის 17 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ასპინძის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის გ--------------ის მიერ გამოიცა N002231 შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, მსხვერპლია: ვ-–-----–-–---–ი; მოძალადე: ლ--–---------–---–ი. ლ--–---------–---–ს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. ასევე, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებით გამოყენებით. მსხვერპლი განრიდებულ იქნა მოძალადისგან. ძალადობის ფორმა: ფიზიკური, ფსიქოლოგიური. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა - 1 თვე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N002231 შემაკავებელი ორდერი;

 

3.4. ლ--–---------–---–ი არის ვ-–-----–-–---–ის ყოფილი მეუღლე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

 

3.5. 2018 წლის 01 ივნისს შსს ასპინძის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N014010618002 საქმეზე ლ--–---------–---–ის მხრიდან ვ-–-----–-–---–ის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. 2018 წლის 30 ივნისს ლ--–---------–---–ი მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. ასპინძის მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 03 ივლისის განჩინებით ლ--–---------–---–ის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო 3000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი;

- დადგენილება პირის ბრალდების შესახებ;

- განჩინება ბრალდებულის პირველი წარდგენისა და აღკვეთი ღონისძიების გამოყენების შესახებ.

 

3.6. 2018 წლის 06 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ასპინძის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის მიერ გამოიცა N006002 შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, მსხვერპლია: ვ-–-----–-–---–ი; მოძალადე: ლ--–---------–---–ი. ლ--–---------–---–ს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. ასევე, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული იქნა მოძალადის იმ სახლისაგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს. მსხვერპლი განრიდებულ იქნა მოძალადისგან. ძალადობის ფორმა: ფიზიკური, ფსიქოლოგიური.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N006002 შემაკავებელი ორდერი;

 

სამოტივაციო ნაწილი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ--–---------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-36 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში. ხოლო, ამავე კანონის 12.4 მუხლის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლი/სავარაუდო მსხვერპლი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით.

 

,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ: ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად: ა.ა) დროებითი ღონისძიების სახით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერს.

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიცია ვალდებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე, მიუხედავად იმისა, პოლიციის ორგანოებს მიმართა დაზარალებულმა, ძალადობის მოწმემ თუ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულმა პირმა; ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია: ა) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები; ბ) განცალკევებულად გამოკითხოს სავარაუდო მსხვერპლი, მოწმე, მოძალადე, მათ შორის, არასრულწლოვანი, რაც წერილობით უნდა დაფიქსირდეს; გ) მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ; დ) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,ა" და ,,ბ’’ ქვეპუნქტების თანახმად, ფიზიკური ძალადობა არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ხოლო ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ შემაკავებელი ორდერის დანიშნულებას წარმოადგენს ოპერატიული, მყისიერი რეაგირება იმ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, რაც მომდინარეობს სავარაუდო მოძალადის მხრიდან და საფრთხეს უქმნის მე-3 პირთა უფლებებს.

 

შემაკავებელი ორდერის კანონიერების შეფასების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს დაადგინოს, ოპერატიული რეაგირების მომენტში გამოვლინდა და დადასტურდა თუ არა ის ვითარება, რაც ქმნიდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგებოდა პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს, ამ შემთხვევაში ვ-–-----–-–---–ის უფლებებს.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ასპინძის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ--------------ემ 2018 წლის 17 ნოემბერს გამოსცა №002231 შემაკავებელი ორდერი, ლ--–---------–---–ის მიმართ, მსხვერპლი ვ-–-----–-–---–ი. შემაკავებელი ორდერით ლ--–---------–---–ს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. ასევე, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის, და სხვა ტექნიკური საშუალებით გამოყენებით. ასევე მსხვერპლი განრიდებულ იქნა მოძალადისგან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი).

 

ამავე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად ოჯახის წევრი არის ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ხოლო ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი გახდა ვ-–-----–-–---–ის შეტყობინება, რომლის თანახმად იგი ყოფილი მეუღლის მხრიდან განიცდის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. ვ-–-----–-–---–მა აღნიშნული გარემოებები ასევე დაადასტურა მოწმის სახით გამოკითხვისას, მის განმარტებებს ადასტურებდა ის ფაქტიც, რომ მას გარეგნულად ეტყობოდა დაზიანება და მოსდიოდა სისხლი, ასევე წარსულშიც ლ--–---------–---–ის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ოქმი და იგი ვ-–-----–-–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობისათვის მიცემულია სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში.

 

საქმეში არ არის წარმოდგენილი ფაქტები ან/და ინფორმაცია, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით მისცემდა იმ სახის დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ლ--–---------–---–ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს ვ-–-----–-–---–ის მიმართ.

 

მოსარჩელე მართალია უარყოფს ძალადობის ფაქტს, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ გაბათილებულ ან ეჭვქვეშ იქნეს დაყენებული საქმეზე გამოკვლეული გარემოებები.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლის მიხედვით, მხარე ვალდებულია დაადასტუროს საკუთარი მოთხოვნა და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის გადანაწილებას აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის მტკიცების ვალდებულება ეკისრება თავად მხარეს.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ შემაკავებელი ორდერი პასუხობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს და სახეზეა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული შემთხვევა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერი გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილო მოთხოვნების დაცვით, რის გამოც არ არსებობს შსს ასპინძის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გ--------------ის მიერ 2018 წლის 17 ნოემბერს გამოცემული იქნა №002231 შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII3 თავით მოწესრიგებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით (2112 -2115 მუხლები).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.3. მუხლის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13; 2112-ე, 2114-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით, და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ--–---------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე, ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი N7ა) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 3 (სამი) დღის ვადაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. №62) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლუიზა თოდუა