გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.12.2019
საქმის ნომერი
190310919003309900
კატეგორია
დავის ტიპი
დამცავი ორდერის გამოცემა
თარიღი
17.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-----19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე

 

17.12.2019 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ონიანი

სხდომის მდივანი გუნა მოსიაშვილი

 

განმცხადებელი - ნ------–----–-–---–ი

ადვოკატი - ს---------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - გ------------------–---–ი

წარმომადგენელი - ხ---------------ი

 

განმცხადებლის მოთხოვნა - დამცავი ორდერის გამოცემა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. განმცხადებლის მოთხოვნა:

1.1. აეკრძალოს მოძალადე გ------------------–---–ს არ მიუახლოვდეს ნ------–----–-–---–ს, არ მიუახლოვდეს ნ------–----–-–---–ის საცხოვრებელ სახლს - მდებარეს გ---------- მუნიციპალიტეტის სოფელ ნ-------–ი, არ მიუახლოვდეს ნ------–----–-–---–ის სამუშაო ადგილს, არ იქონიოს სატელეფონო კონტაქტი და მიმოწერა.

 

ნ------–----–-–---–მა განცხადებით მომართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, ყოფილი დედამთილის და მამამთილის - გ------------------–---–ისა და ე----------–-------–---–ის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე.

 

2019 წლის 17 დეკემბრის სხდომის მიმდინარეობისას განმცხადებელმა ნ------–----–-–---–მა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა მამამთილის გ------------------–---–ის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემა.

 

განცხადებაში მითითებულია, ნ------–----–-–---–ი ცხოვრობს გ---------- მუნიციპალიტეტის სოფელ ნ-------–ი. ჰყავს შვილი ბ-------------------–--ლი, დაბადებული 2016 წლის 26 იანვარს.

 

განმცხადებელმა განმარტა, რომ 2019 წლის 31 აგვისტოს გ------------------------–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ნ------–----–-–---–ის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტს, რის გამოც მას მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება. გ------------------–---–ი მუდმივად ახორციელებს ნ------–----–-–---–ის წინააღმდეგ ფსიქოლოგიურ ძალადობას, რაც გამოიხატება სიტყვიერი შეურაცხყოფით, ლანძღვა- გინებით - ადგილისა და დროის, დამსწრე პირთა განურჩევლად.

 

განმცხადებელმა მიუთითა 2019 წლის 02 ნოემბერს გამოცემულ N0----- და N0----- შემაკავებელ ორდერებზე, რომლებიც გამოცემულია ე---------–-------–---–ის და გ------------------–---–ის მიმართ, სადაც მათ მითითებულ ორდერებში აქვთ მოძალადის სტატუსი.

 

ნ------–----–-–---–მა განმარტა, რომ გ------------------–---–ის მიერ 2019 წლის 19 ნოემბერს განხორციელებული შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

განმცხადებლის განმარტებით გ------------------–---–ი პერნამენტულად ახორციელებს ძალადობას მის მიმართ, მიდის მის სამსახურთან, უთვალთვალებს, აყენებს შეურაცხყოფას, შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგაც გ------------------–---–ი აგრძელებდა მის დაშინებასა და შეურაცხყოფას. ყოველივე ამას მუდმივად ესწრება ნ------–----–-–---–ის არასრულწლოვანი შვილი - ხედავს როგორ შეურაცხყოფენ და აუგად იხსენიებენ დედას, რითაც ღებულობს ტრამვას, მოძალადეთა ქცევა მატრამვირებელ ზეგავლენას ახდენს ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ირღვევა მისი ნორმალური მენტალური განვითარება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელი განმარტავს, რომ არის ძალადობის მსხვერპლი და ითხოვს დამცავი ორდერის გამოცემას, რომლითაც გათვალისწინებული იქნება მისი მოძალადისგან, გ------------------–---–ისგან დაცვის ზომები, კერძოდ კი, აეკრძალოს მოძალადეს არ მიუახლოვდეს ნ------–----–-–---–ს, არ მიუახლოვდეს მის საცხოვრებელ სახლს - მდებარეს გ---------- მუნიციპალიტეტის სოფელ ნ-------–ი, არ მიუახლოვდეს ნ------–----–-–---–ის სამუშაო ადგილს, არ იქონიოს სატელეფონო კონტაქტი და მიმოწერა.

 

2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია

2.1 სასამართლო პროცესზე გამოცხადებული გ------------------–---–ი არ დაეთანხმა განცხადებას და განმარტა, რომ მისი მხრიდან არასდროს ჰქონია ადგილი რაიმე სახის ძალადობას, შესაბამისად განმცხადებლის მოთხოვნა უსაფუძვლოა.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. 2019 წლის 02 ნოემბერს გამოიცა N0----- შემაკავებელი ორდერი, რომლითაც დგინდება, რომ გ------------------–---–ი (პ/ნ: 0----------) ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას ნ------–----–-–---–ზე. მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება. გ------------------–---–ს აეკრძალა ნ------–----–-–---–თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღით.

 

3.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ------------------–---–ის და ე----------–-------–---–ის სარჩელი 2019 წლის 02 ნოემბრის N0----- და N0----- შემაკავებელი ორდერების გაუქმების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.

 

3.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გ---------- რაიონული სამმართველოს 2019 წლის 28 ნოემბრის №MIA 4------------ მიმართვით დგინდება, რომ ნ------–----–-–---–ის მამამთილის გ------------------–---–ის მიერ შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სიხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N0----- შემაკავებელ ორდერი

- რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება

- 2019 წლის 28 ნოემბრის №MIA 4------------ მიმართვა

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარის ახსნა-განმარტება, მიაჩნია, რომ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2112 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; ამავე მუხლის “ვ” პუნქტის თანახმად, მსხვერპლი – ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი). მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ პირთან ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელმაც დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით, და რომელიც მოძალადისგან სოციალურმა მუშაკმა განაცალკევა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა”, “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახის წევრი – ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას”, ხოლო „თ” ქვეპუნქტის თანახმად, „მოძალადე – ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი პირი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არღვევს სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე მასთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები არასრულწლოვნის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით”.

 

ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.

 

კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ. კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი ოჯახის წევრია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი, რომელიც იმავე კოდექსის 2115 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ამოქმედდება გამოცემისთანავე. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2019 წლის 02 ნოემბერს გამოიცა N0----- შემაკავებელი ორდერი, რომლითაც დგინდება, რომ გ------------------–---–ი (პ/ნ: 0----------) ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას ნ------–----–-–---–ზე. მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება. გ------------------–---–ს აეკრძალა ნ------–----–-–---–თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღით.

 

დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ------------------–---–ის და ე----------–-------–---–ის სარჩელი 2019 წლის 02 ნოემბრის N0----- და N0----- შემაკავებელი ორდერების გაუქმების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გ---------- რაიონული სამმართველოს 2019 წლის 28 ნოემბრის №MIA 4------------ მიმართვაზე, რომლითაც დგინდება, რომ ნ------–----–-–---–ის მამამთილის გ------------------–---–ის მიერ შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სიხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ძალადობა ეს არის კონტროლისა და დათრგუნვის საშუალება, რომელიც მოიცავს ფსიქოლოგიურ, სოციალურ, ეკონომიურ, ფიზიკურ, სექსუალურ იძულებას, დათრგუნვას და ზიანს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა მიეკუთვნება ძალადობის ისეთ ფორმას, რომელიც მიმართულია იმ მიზნისაკენ, რომ მსხვერპლმა დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დაეჭვდეს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, დაკარგოს ან ეჭვი შეიტანოს რეალობის ადექვატურად აღქმის შესაძლებლობაში. ფსიქოლოგიური ძალადობის ძირითადი ნიშნები ვლინდება დაცინვაში, ცინიკურ ან დამამცირებელ შენიშვნებში, მუქარაში, იზოლირებაში, დაშინებაში, მსხვერპლის საჯარო შეურაცხყოფაში ანუ იმ ქმედებებში, რომელიც ამცირებს ადამიანის თვითშეფასებას და აკარგვინებს საკუთარი თავის მიმართ რწმენას.

 

ფსიქოლოგიური ძალადობა ეს არის ქცევები, რომლის მიზანია აკონტროლოს, მართოს მსხვერპლის მოქმედებები და ემოციები მისი დამორჩილების მიზნით, ეს გამოიხატება დამამცირებელი მეტსახელების მიმართვაში, მუქარაში, ისეთი საქციელის დაბრალებაში, რომელიც მას არ ჩაუდენია და ა.შ. ფსიქოლოგიური ძალადობა შეიძლება ვლინდებოდეს ცალკე ან წარმოადგენდეს ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის შემადგენელ ნაწილს.

 

ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. ძალადობის ამ ფორმის განსაკუთრებული ბუნება იმაში გამოიხატება, რომ გარდა დამოუკიდებლად არსებობისა, ის ძალიან ხშირად (არ არის გამორიცხული, ყოველთვის) ახლავს ძალადობის სხვა ფორმებსაც. შესაძლებელია ძალადობა უშუალოდ მსხვერპლზე არ ხორციელდებოდეს, მაგრამ ოჯახის სხვა წევრებს შორის არსებული ძალადობრივი ურთიერთობები ამ პიროვნებაზეც, მისი ხანდაზმულობის, მცირეწლოვნობის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო დამრთგუნველად მოქმედებდეს. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ შესაძლოა ფსიქოლოგიური ძალადობა ყველაზე მეტად გავრცელებული ძალადობის ფორმაა, თუმცა, ერთი შეხედვით, თვალში საცემ სამხილებს ნაკლებად ტოვებს ძალადობის მსხვერპლზე, რაც თავისთვად ართულებს მის იდენტიფიკაციას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე მეტი ზიანის მომტანი ძალადობის ფორმაა და მას თითქმის ყოველთვის თან ახლავს ძალადობის სხვა ფორმები. ის საკუთარ თავში მოიცავს განუწყვეტლივ კრიტიკას, მსხვერპლისთვის რაღაცის დაბრალებას, დამცირებას, დაშინებას, დაცინვასა და იზოლირებას. ის მნიშვნელოვან ზიანს აყენებს პირის მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, აფერხებს მის პიროვნულ განვითარებას. ძალადობის დროს ითრგუნება ადამიანის ნება, შელახულია მისი ხელშეუხებლობა, ღირსება და თავისუფლება, რომელიც წარმოადგენს ადამიანის ძირითად და განუყოფელ უფლებებს.

 

ფსიქოლოგიური ძალადობა ეს არის ძალადობის სახე, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მსხვერპლს ურღვევს ფსიქიკურ ხელშეუხებლობის და მშვიდი ცხოვრების უფლებას, რათა გამოიწვიოს მასში შიში გარკვეული მოქმედებების შესრულების სანაცვლოდ. ამასთანავე მსხვერპლს ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელებისას უჩნდება დაუცველობის შეგრძნება.

 

ოჯახში ძალადობა ხშირ შემთხვევაში იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას რაც შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა გამომდინარეობს საოჯახო დავიდან, ეყრდნობა პიროვნულ ურთიერთ ბრალდებებს, რაც მხარეთა შორის ცალსახად ქმნის კონფლიქტურ სიტუაციას, ამასთანავე მოძალადე გ------------------–---–ის მხრიდან განხორციელებული სიტყვიერი განაცხადებები რეალურ საშიშროებას უქმნის განმცხადებელ ნ------–----–-–---–ს, აღნიშნული კი მოქმედებს მის ფსიქიკაზე და ფსიქოლოგიურ განწყობაზე.

 

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ქმედება (დაშინება, შეურაცხყოფა და სხვა), რომელიც ხორციელდება გ------------------–---–ის მხრიდან ნ------–----–-–---–ის მიმართ წარმოადგენს ფსიქოლოგიურ ძალადობას. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ კვლავ არსებობს ძალადობის განხორციელების საშიშროება.

 

წარმოდგენილი მასალების ანალიზით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის გათვალისწინებული ძალადობა მოძალადე გ------------------–---–ის მხრიდან მსხვერპლის - ნ------–----–-–---–ის მიმართ, რაც წარმოადგენს დამცავი ორდერის გამოცემის საკმარის საფუძველს.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 2113, 2115, 22-34-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-19 მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ნ------–----–-–---–ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. აეკრძალოს გ------------------–---–ს ნ------–----–-–---–თან მიახლოება.

1.2. აეკრძალოს გ------------------–---–ს ნ------–----–-–---–ის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება (მდებარე: გ---------- მუნიციპალიტეტის სოფელი ნ-------),1.3. აეკრძალოს გ------------------–---–ს ნ------–----–-–---–ის სამუშაო ადგილთან მიახლოება, სატელეფონო კონტაქტი და მიმოწერა.

 

2. დამცავი ორდერი გამოიცეს 3 (სამი) თვის ვადით.

 

3. დამცავი ორდერი ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

4. მოძალადის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით.

 

5. გადაწყვეტილება საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქუჩა №6) მეშვეობით მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. გასაჩივრება არ აჩერებს გამოცემული დამცავი ორდერის მოქმედებას.

 

მოსამართლე ნინო ონიანი