გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.10.2019
საქმის ნომერი
330310018002479633
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
03.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/3----18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

3 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნათია ტოგონიძე

სხდომის მდივანი თეა აფციაური

მოსარჩელე - ე---------- გ------–-–---–ი

წარმომადგენელი - ე-–------------ე, თ---------–---–ი

მოპასუხე- საქართველოს გენერალური პროკურატურა

წარმომადგენელი - ა----------ე

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - მ----–-–--–-–---–ი

მესამე პირი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

დავის საგანი: მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ანაზღაურება(იხ. დაზუსტებული მოთხოვნა);

 

1.2. საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით - 1800 (ათას რვაასი) ლარის ანაზღაურება;

 

2. მოპასუხეთა პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით, სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

2.2. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით, სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. მესამე პირის პოზიცია:

 

3.1. მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი არ გამოცხადდა სხდომაზე.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. მოსარჩელე ე---------- გ------–-–---–ი 1998 წლიდან 2--- წლამდე იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში ტ------– წ--------–თან. ქორწინების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი გ------- წ--------–ი და ა-–---------- წ--------–ი.

 

მეუღლეებს შორის თანაცხოვრების მანძილზე ჩამოყალიბდა კონფლიქტური სიტუაცია, შემდეგ კი წლების განმავლობაში ტ------– წ-------–-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას.

 

2--- წელს 1-------------ს, ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა ა-–---------- წ--------–ი, საგზაო შემთხვევის დროს კი ავტომანქანას მართავდა ტ------– წ--------–ი. ტ------– წ--------–ი სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი. იგი შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 2--- წლის 1-------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (28.03.2019წ. სხდომის ოქმი)

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 9------------ის განაჩენი საქმე N1------- (ტომი 1, ს/ფ 50-55)

- ქ------–----ს მუნიციპალიტეტში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს დადგენილება საქმე N4--------- (ტომი 1, ს/ფ 40-42)

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 1--------ს გადაწყვეტილება საქმეზე N3---------

- ოქმი გასაუბრების შესახებ(ტომი 2, ს/ფ 54-55)

4.2. სსიპ ,,112’’ მიერ გაცემული MIA 3------------ წერილის მიხედვით, 2--- წლის 2------------ს 16:20 საათზე შეტყობინება დაფიქსირდა ე---------- გ------–-–---–ის მიერ (მობილური ნომრიდან 5---------), იგი ითხოვდა ოჯახური კონფლიქტის გამო საპატრულო პოლიციის დახმარებას შემდეგ მისამართზე: ქ. ქ------–----, შ-----------------–-ს ქ. N3---ის მიმდებარედ, ფიჭვნარის სასაფლაოსთან.

 

2--- წლის 2------------ს, ქ------–----ს მუნიციპალიტეტში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დადგენილებით, ტ------– წ--------–ი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევისათვის და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ ,,112’’ MIA 3------------ წერილი (ტომი 1, ს/ფ 38)

- ქ------–----ს მუნიციპალიტეტში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს დადგენილება საქმე N4--------- (ტომი 1, ს/ფ 40-42)

- ადმინისტრაციული დაკავების ოქმი (ტომი 1, ს/ფ 149-151)

 

4.3. 2--- წლის 1-------ს, პოლიციისათვის შეტყობინების საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ ტ------– წ--------–ის მხრიდან ძალადობის ფაქტს ჰქონდა ადგილი ე---------- გ------–-–---–ის მიმართ.

 

აღიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ, 2--- წლის 1-------ს მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოძალადე - ტ------– წ--------–ის მიმართ შემაკავებელი ორდერის დამტკიცების თაობაზე, მსხვერპლი - ე---------- გ------–-–---–ი. დამტკიცდა 2--- წლის 1-------ს ქ------–----ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, გ------- ბ---–--ის მიერ გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი, მოქალაქე ტ------– წ-------–-ს (დაბადებული 0---------წ, მცხოვრები: ქ------–----, ა----–-----–-ს გამზ. №--- პ/ნ 6----------) მიმართ. მოძალადე ტ------– წ--------–ი მოშორებული იქნა იმ საცხოვრებელი სახლიდან (მისამართი: ქ------–----, ა----–-----–-ს გამ №---), სადაც მსხვერპლი, ე---------- გ------–-–---–ი (დაბ: 0---------წ. პ/ნ 6----------; მცხოვრები ქ------–----, ა----–-----–-ს გამზ №---) ცხოვრობდა; აეკრძალა მას თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა; მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ე---------- გ------–-–---–ი იქნებოდა; იარაღით სარგებლობა, შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის გაცემა; განრიდებული იქნა მსხვერპლისაგან და მასზე დამოკიდებული პირისაგან; შემაკავებელი ორდერის მოქმედება განისაზღვრა 1 თვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 1--------ს გადაწყვეტილება საქმეზე N3--------- (ტ.1, ს/ფ 46-49)

-

4.4. შპს ,,მ----------დან’’ ამონაწერის მიხედვით, მობილური ტელეფონის ნომრიდან 5--------, 2--- წლის 1-------ს 1:41 საათზე, 2:32 საათზე, 4:19 საათზე, 4:21 საათზე, 4:30 საათზე, 7:13 საათზე, 8:35 საათზე, 9:57 საათზე, 10:26 საათზე, 11:04 საათზე, 11:27 საათზე განხორციელებულია სატელეფონო ზარები ტელეფონის ნომერზე 5---------.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 1--------–------------- წერილითა და ელექტრონული ფოსტიდან ამონარიდით ირკვევა, რომ სააგენტოს ბალანსზე არსებული ტელეფონის ნომრის- 5--------- მფლობელია ე---------- გ------–-–---–ი, რომელსაც გადაეგზავნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შპს ,,მ----------დან’’ დეტალური ამონაწერი.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქ------–----ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ------- ბ---–--ის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში გ------- ბ---–--ის საკონტაქტო ტელეფონის ნომრად მითითებულია 5---------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,მ----------დან’’ ამონაწერი (ტომი 2, ს/ფ 159-164)

- ახსნა-განმარტება (ტომი 2, ს/ფ 69-70)

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 1--------–------------- წერილი და ელექტრონული ფოსტიდან ამონარიდები (ტომი 2, ს/ფ 188-190)

 

4.5. სს ,,ქ------–----ს ს------–-----–-------ს“ მიერ, 2--- წლის 1-------ს გაცემული ე---------- გ------–-–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მიხედვით, იგი 2--- წლის 1-------ს მოთავსდა სტაციონარში დიაგნოზით ქალა ტვინის დახურული ტრამვა, თავის ტვინის შერყევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს ,,ქ------–----ს ს------–-----–-------ს“ 2--- წლის 1-------ის ცნობა N---- (ტომი 1, ს/ფ 44)

 

4.6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 9------------ის განაჩენით, ტ------– წ--------–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2-----------–-ს განაჩენით, ტ------– წ--------–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 (ერთი) წლისა და 4 (ოთხი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან, სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა 3 (სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ტ------– წ--------–ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2--- წლის 3--------დან.

 

მსჯავრდებულ ტ------– წ-------–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა.

 

აღნიშნული განაჩენის თანახმად, ტ------– წ--------–ს ბრალი ედებოდა რომ 2--- წლის 1-------ს, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წინა დღეს გათავისუფლებულმა ტ------– წ--------–მა, საცხოვრებელ სახლში, მდებარე - ქ. ქ------–---ში. დ----- ა----–-----–-ს ქუჩა №----ში, არასრულწლოვანი შვილის გ------- წ-------–-ს თანდასწრებით, განახორციელა ე---------- გ------–-–---–ზე ძალადობა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავის არეში, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ტ------– წ--------–მა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 9------------ის განაჩენი საქმე N1------- (ტომი 1, ს/ფ 50-55)

 

4.7. 2--- წლის 1------------ს, ე---------- გ------–-–---–მა განცხადება-საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საქართველოს სახალხო დამცველს, სადაც იგი აღწერდა მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს და ითხოვდა შესაბამის რეაგირებას.

 

საქართველოს სახალხო დამცველის 2--- წლის 1------------------------- წერილით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას გადაეგზავნა ე---------- გ------–-–---–ი განცხადება პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან არასათანადო რეაგირებისა და გადაცდომის შესაძლო ჩადენის ფაქტზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (28.03.2019წ. სხდომის ოქმი)

- განცხადება-საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიმართ (ტომი 1, ს/ფ 56-61)

- განცხადება-საჩივარი საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ (ტომი 1, ს/ფ 63-68)

- საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წერილი (ტომი 1, ს/ფ 62)

- საქართველოს სახალხო დამცველის 2--- წლის 1------------------------- წერილი (ტომი 2, ს/ფ 79)

 

4.8. 2--- წლის 8------ს, ტ------– წ-------–-ს მიმართ გამოცემული იქნა N------ შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტზე, მსხვერპლი-ე---------- გ------–-–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2--- წლის 8------ს გამოცემული N------ შემაკავებელი ორდერი (ტომი 1, ს/ფ 70)

 

4.9. 2--- წლის 0-------ს, ქ------–----ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გაცემული ბარათის მიხედვით, ე---------- გ------–-–---–ს ჰქონდა თავის ზედაპირული ტრამვა. პაციენტის გადმოცემით ის სცემა მეუღლემ, მიიღო თავის ზედაპირული ტრამვა, უჩივის თავის ტკივილებს

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ------–----ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გაცემული ცნობა (ტომი, 1, ს/ფ 69)

 

4.10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 7----–---ს გადაწყვეტილებით, ე---------- გ------–-–---–ის განცხადება, დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ დაკმაყოფილდა. დამცავი ორდერი გამოიცა შემდეგი პირობებით: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2115-ე მუხლის მე-3 ნაწილის ვ) ქვეპუნქტის საფუძველზე, მოძალადე ტ------– წ--------–ს ((პ/ნN6----------, მისამართი: ქ. ქ------–----, რ---------–-ს ქუჩა N-------) აეკრძალა მსხვერპლის, ე---------- გ------–-–---–ის საცხოვრებელ ადგილთან (მისამართი: ქ. ბათუმი, რ---------–-ს ქუჩა N------------) მიახლოება 100 მეტრის რადიუსში; ტ------– წ--------–ს აეკრძალა ხელის შეშლა ე---------- გ------–-–---–ისათვის, მისი კუთვნილი ქონებით თავისუფალ სარგებლობაში; ტ------– წ--------–ს აეკრძალა, მსხვერპლთან, ე---------- გ------–-–---–თან მიახლოება, ქ. ქ------–---ში, დ----- ა----–-----–-ს გამზირი №----ში მდებარე სახლში ყოფნის დროს, 10 მეტრის რადიუსში; ტ------– წ--------–ს აეკრძალა ე---------- გ------–-–---–თან სატელეფონო კომუნიკაცია; დამცავი ორდერით აიკრძალა მოძალადისათვის, იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის გაცემა. დამცავი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 3 თვით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 7----–---ს გადაწყვეტილება საქმე N3------- (ტომი 1, ს/ფ 72-78)

 

4.11. ბათუმის რაიონული პროკურატურის მიერ, 2--- წლის 1-----–--ს, ტ------– წ--------–ის მიმართ მიღებული იქნა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, სისხლის სამართლის საქმეზე N1-----------. აღნიშნული დადგენილების მიხედვით, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ტ------– წ--------–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, კერძოდ არაერთგზის ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117 ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2--- წლის 0-------ს, დღის საათებში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით ნასამართლევმა ტ------– წ--------–მა, ქალაქ ქ------–---ში, დ----- ა----–-----–-ს გამზირ N----ში, არაერთგზის, თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ყოფილ მეუღლეს ე---------- გ------–-–---–ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 2-----–---ს განჩინებით, ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ბრალდებულ ტ------– წ-------–-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დადგენილება პირის ბრალდების შესახებ (ტომი 1, ს/ფ 172-174)

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 2-----–---ს განჩინება (ტომი 1, სფ 175-186)

 

4.12. სსიპ ,,112’’-ის მიერ, 2--- წლის 1--------------ს გაცემული M---------------- წერილის მიხედვით, 2--- წლიდან 2----–-–----------------ამდე, ე---------- გ------–-–---–ის მიერ განხორციელებული იქნა არაერთი ზარი, ასევე ფიქსირდება ე---------- გ------–-–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ შეტყობინებები, კერძოდ:

 

1. 2--- წლის 2------------ს, 16:20 საათზე მოქალაქე ე---------- გ------–-–---–ის მიერ (სატელეფონო ნომრით 5--------). ზარის ინიციატორის გადმოცემით, ოჯახურ კონფლიქტს ჰქონდა მეუღლესთან და ითხოვა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის დახმარება ქ. ქ------–---ში, დ----- ა----–-----–-ს ქუჩის N----ის გადაღმა, რ---------–-ს N3---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასაფლაოზე, ეკლესიის წინ;

2. 2--- წლის 1-------ს, 23:25 საათზე მისამართზე: ქ. ქ------–----, დ----- ა----–-----–-ს ქუჩა N---. ზარის ინიციატორის გადმოცემით, აღნიშნულ მისამართზე, რესტორანი "პ--–--ს" წინ ოჯახური კონფლიქტი იყო, რის გამოც პიროვნება თავს გრძნობდა შეუძლოდ;

3. 2--- წლის 1-------ს, 23:39 საათზე, მისამართზე: ქ. ქ------–----, დ----- ა----–-----–-ს ქუჩა N---. ზარის ინიციატორის გადმოცემით, ზემოაღნიშნულ მისამართზე, პიროვნებას, რომელსაც ამნისტია შეეხო და ციხიდან გამოვიდა, ოჯახში (მეუღლესთან) მოუვიდა კონფლიქტი, კონფლიქტის დროს ბავშვი ჩადგა დედ-მამის შუაში და თავს გრძნობდა შეუძლოდ;

4. 2--- წლის 1-------ს, 12:22 საათზე, მისამართზე: ქალაქი ქ------–----, დ----- ა----–-----–-ს ქუჩა N---. ინიციატორის განცხადებით ე-- გ------–-–---–ი (43 წლის) წინა დღეს გახდა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, მიღებული ჰქონდა ტრავმა და ესაჭიროებოდათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება;

5. 2--- წლის 2-------ს, 14:22 საათზე, მოქალაქე ე---------- გ------–-–---–ის მიერ (სატელეფონო ნომრით 5--------) მისამართზე: ქ. ქ------–----, დ----- ა----–-----–-ს ქუჩა N---. ზარის ინიციატორის გადმოცემით, მისი მეუღლე დედამისს ტელეფონით ესაუბრა და დაემუქრა სიცოცხლის ხელყოფით მითითებულ მისამართზე, თავად კი იმყოფებოდა ბათუმში, ექიმთან;

6. 2--- წლის 0--------ს, 19:13 საათზე, მოქალაქე ე---------- გ------–-–---–ის მიერ (სატელეფონო ნომრით 5--------) მისამართზე: ქ. ქ------–----, დ----- ა----–-----–-ს ქუჩა N---. ზარის ინიციატორის გადმოცემით, მის სახლთან მესამე დღეა იდგა ავტომანქანა, ოჯახში მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, რის გამოც მოცემული ფაქტი აშინებდა და განაცხადა, რომ შესაძლებელი იყო ვინმე ყოფილიყო ჩასაფრებული;

7. 2--- წლის 0--------------ს, 22:44 საათზე მისამართზე: ქ. ქ------–----, შ-----------------–-ს ქუჩა, გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია. ზარის ინიციატორის გადმოცემით, ოჯახური კონფლიქტის გამო ვერ შედიოდა საკუთარ სახლში და ეკლესიის ეზოში ათევდა ღამეს;

8. 2--- წლის 0--------------ს 22:05 საათზე მოქალაქე ე---------- გ------–-–---–ის მიერ (სატელეფონო ნომრით 5--------) მისამართზე: ქ. ქ------–----, დ----- ა----–-----–-ს ქუჩა N---. ზარის ინიციატორის გადმოცემით, საკუთარ სახლში, რომლის კარებიც ჩაკეტილი ჰქონდა უცხო პიროვნებას ხედავდა;

9. 2--- წლის 0--------------ს, 16:53 საათზე მოქალაქე ე---------- გ------–-–---–ის მიერ (სატელეფონო ნომრით 5--------) მისამართზე: ქ. ქ------–----, დ----- ა----–-----–-ს ქუჩა N---. ზარის ინიციატორის გადმოცემით, ყოფილი მეუღლე შეეჭრა სახლში და ესაჭიროებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის დახმარება, ამასთანავე აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტის გამო მის მეუღლეს წინა დღეს მისცეს გაფრთხილება. ასევე განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლე წინა წელსაც შეეჭრა სახლში, რა დროსაც სცადა მისი სიცოცხლის ხელყოფა;

10. 2--- წლის 0---------ს, 10:28 საათზე მოქალაქე ე---------- გ------–-–---–ის მიერ (სატელეფონო ნომრით 5--------) მისამართზე: ქ. ქ------–----, დ----- ა----–-----–-ს ქუჩა N---. ზარის ინიციატორის გადმოცემით, აღნიშნულ მისამართზე სახლის ქვეშ არსებული სურსათის მაღაზია იყო გატეხილი, წაღებული იყო, თუ არა რამე ვერ დააკონკრეტა. როგორც განმარტა, თავად ადგილზე არ იმყოფებოდა და ითხოვა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მისულიყო ზემოაღნიშნულ მისამართზე;

11. 2--- წლის 0------ს, 16:13 საათზე, მოქალაქე ე---------- გ------–-–---–ის მიერ (სატელეფონო ნომრით 5--------) მისამართზე: ქ. ქ------–----, დ----- ა----–-----–-ს ქუჩა N---. ზარის -ინიციატორის გადმოცემით, ზემოაღნიშნულ მისამართზე სახლი და ორი მაღაზია იყო დაზიანებული და სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ქურდობის ფაქტსაც;

12. 2--- წლის 0-------ს, 17:00 საათზე მოქალაქე ე---------- გ------–-–---–ის მიერ (სატელეფონო ნომრით 5--------) მისამართზე: ქ. ქ------–----, დ----- ა----–-----–-ს ქუჩა N---. ზარის ინიციატორის გადმოცემით, ტ------– წ--------–მა ჯერ სცემა, ხოლო შემდეგ მოკვლა დაუპირა, მაგრამ ვერ მოახერხა, შემდეგ კი, თავადაც მიიყენა ჭრილობა ცივი იარაღით;

13. 2--- წლის 0-------ს, 21:07 საათზე, მისამართზე: ქ. ქ------–----, დ----- ა----–-----–-ს ქუჩა N---. ზარის ინიციატორის გადმოცემით, ოჯახურ ძალადობას ჰქონდა ადგილი, მეუღლემ სცემა ქალბატონი ე---------- გ------–-–---–ი, პოლიცია ადგილზე იყო და ესაჭიროებოდათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება;

14. 2--- წლის 2-------ს, 17:57 საათზე, მოქალაქე ე---------- გ------–-–---–ის მიერ (სატელეფონო ნომრით 5--------) მისამართზე: ქ. ქ------–----, დ----- ა----–-----–-ს ქუჩა N---. ზარის ინიციატორის გადმოცემით, სავარაუდოდ მისმა ყოფილმა მეუღლემ, ტ------– წ--------–მა, რომლის მიმართაც გამოწერილი იყო შემაკავებელი ორდერი, სახლიდან გაიტანა საოჯახო ტექნიკა და სხვა ნივთები (გარდაცვლილი შვილის სურათი, ორი მაცივარი და ტელევიზორი), დაზიანებული დახვდა ჩარჩოები. ინიციატორის თქმით ბინის გასაღები მხოლოდ ყოფილ მეუღლეს ჰქონდა და ზემოაღნიშნული ნივთები სავარაუდოდ მისი წაღებული იყო. როგორც მან განმარტა, ტ------– წ--------–ი, მისთვის და მისი არასრულწლოვანი შვილისთვის ზიანის მიყენებას ცდილობდა;

15. 2--- წლის 1-----–--ს, 8:49 საათზე მოქალაქე ე---------- გ------–-–---–ის მიერ (სატელეფონო ნომრით 5--------) მისამართზე: ქ. ქ------–----, დ----- ა----–-----–-ს ქუჩა N---. ზარის ინიციატორის გადმოცემით, ყოფილი მეუღლე, ტ------– წ--------–ი, რომლის მიმართაც შემაკავებელი ორდერი იყო გამოწერილი, მისული იყო მასთან ეზოში და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას;

16. 2--- წლის 1-----–--ს 13:19 საათზე მოქალაქე ე---------- გ------–-–---–ის მიერ (სატელეფონო ნომრით 5--------) მისამართზე: ქ. ქ------–----, ა----–-----–-ს ქუჩა N---. ზარის ინიციატორის გადმოცემით, ყოფილი მეუღლე, რომლის მიმართაც სასამართლოს დადგენილებით იყო გამოცემული დამცავი ორდერი (ინიციატორის განმარტებით კომუნიკაციის აკრძალვა) უგზავნიდა შეურაცხმყოფელი შინაარსის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. ქალბატონმა აღნიშნა, რომ მის ყოფილ მეუღლეს დამცავი ორდერი 3-4 ჯერ ჰქონდა დარღვეული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ ,,112’’-ის მიერ 2--- წლის 1--------------ს გაცემული M---------------- წერილი (ტომი 1, ს/ფ 80-82)

 

4.13. წამების მსხვერპლთა ფსიქო სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის მიერ, 2--- წლის 2-----------ს გაცემული დასკვნის მიხედვით, ე---------- გ------–-–---–ს აქვს მრავლობითი ფსიქოლოგიური ტრავმის გამოცდილება: ოჯახში ძალადობა, შვილის დანაკარგი, არასათანადო მხარდაჭერა ადგილობრივი სოციუმისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ყოველივე აღნიშნულ განაპირობებს მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას. რეკომენდაციების მიხედვით: საჭიროებს ფსიქოთერაპიას, მედიკამენტურ მკურნალობას, ფსიქიატრის დაკვირვებას დინამიკაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წამების მსხვერპლთა ფსიქო სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის დასკვნა (ტომი 1, ს/ფ 97-101)

 

4.14. წამების მსხვერპლთა ფსიქო სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის 2--- წლის 1--------ის მიმართვის მიხედვით, მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილებით, ე---------- გ------–-–---–ისთვის მიზანშეწონილია სარეაბილიტაციო ვადა ექვსი თვე: 1. ფსიქოთერაპევტის კონსულტაცია - 1 კონსულტაცია 50ლ/20 ვიზიტი/; 2. ფსიქიატრის კონსულტაცია - 1 კონსულტაცია 50 ლ/4 კონსულტაცია/; 3. მედიკამენტური მომსახურება - 600 ლარი; სარეაბილიტაციო ხარჯები საერთო ჯამში მოიცავდა 1800 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წამების მსხვერპლთა ფსიქო სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის მიმართვა (ტომი 1, ს/ფ 113-114)

 

4.15. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქ------–----ს რაიონული სამმართველოს მიერ, 2--- წლის 0--------------ს გაცემული M----------------- წერილით ,,ს-------ს’’ ადვოკატ ე-–------------ეს, 2--- წლის 04 ოქტომბრის წერილის პასუხად ეცნობა, რომ ქ------–----ს რაიონულ სამმართველოში 2--- წლის 0-------ს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N1----------- საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსსკ-ის 120-ე მუხლით, რომელსაც შემდგომში შეეცვალა კვალიფიკაცია და ტ------– წ--------–ს, 2--- წლის 1-----–--ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის "ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით. 2--- წლის 08------ს, შსს ქ------–----ს რაიონული სამმართველოში ტ------– წ--------–ის მიმართ გამოწერილი იქნა შემაკავებელი ოქმი ერთი თვის ვადით, რომელიც ხსენებულ ვადაში დარღვეული არ იქნა. 2--- წლის 7----–--ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯ----------–----ის მიერ, ტ------– წ-------–-ს მიმართ გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება დამცავი ორდერი გამოცემის შესახებ სამი თვის ვადით. 2--- წლის 1-----–--ს, შსს ქ------–----ს რაიონული სამმართველოში ე---------- გ------–-–---–ისაგან შევიდა სატელეფონო შეტყობინება ტ------– წ--------–ის მიერ დამცავი ორდერი დარღვევაზე, ასევე 2--- წლის 1-----–--ს ქ------–----ს რაიონულ სამმართველოში ე---------- გ------–-–---–ისაგან შევიდა სატელეფონო შეტყობინება ტ------– წ--------–ის მხრიდან დამცავი ორდერის დარღვევის შესახებ, რაზედაც ქ------–----ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ, 2--- წლის 2-----–--ს შედგენილი იქნა ხსენებული ორდერის დარღვევაზე ტ------– წ--------–ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (Nბ----------) ასკ-ის 1752-ე მეორე ნაწილით. 2--- წლის 0-----------ს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება ხსენებულ საქმეზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წარმოების შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქ------–----ს რაიონული სამმართველოს 2--- წლის 0-------------ის M----------------- წერილი (ტომი 1, ს/ფ 85-86)

 

4.16. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, 2--- წლის 1-------ს გაცემული N--------- დასკვნის მიხედვით, პირადი შემოწმების მონაცემებით, ე---------- გ------–-–---–ს ტანსაცმლით დაუფარავ ნაწილებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2--- წლის 1-------ის N--------- დასკვნა (ტომი 1, ს/ფ 164-166)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1. საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ე---------- გ------–-–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი; ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონი.

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის 18-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად (2--- წელს მოქმედი რედაქციით 42-ე მუხლი), ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2--- წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაში კი საქმეზე №23/630 აღნიშნულია, რომ „კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.“

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება).

 

7.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მუხლით დაცული უფლებები აბსოლუტური ხასიათისაა და მათში ყოველგვარი ჩარევა უკანონოა. მითითებულ მუხლთან მიმართებით, სახელმწიფოს გააჩნია როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ვალდებულებები. სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება გულისხმობს, რომ იგი თავად არ ჩაერიოს თავისუფლებათა განხორციელებაში. რაც შეეხება პოზიტიურ ვალდებულებებს, აღნიშნული წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, დაიცვას იგი სხვა პირთა მხრიდან ჩარევისაგან და გაატაროს ღონისძიებები ამ თავისუფლებათა დაცულობის უზრუნველსაყოფად, უფლებების აღსადგენად და ზიანის გამოსასწორებლად.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე Opuz v. Turkey განმარტა, რომ: ,,პოზიტიური ვალდებულების მასშტაბი არ უნდა იქნას იმგვარად განმარტებული, რომ შეუძლებელი ან არაპროპორციული ტვირთი დაეკისროს ხელისუფლებას. სიცოცხლისადმი გაცხადებული ყოველი სავარაუდო საფრთხე, შესაბამისად, ვერ დააკისრებს ხელისუფლებას კონვენციისეულ ვალდებულებას მიიღოს დაუყოვნებელი ზომები საფრთხის მატერიალიზაციისაგან დასაცავად. იმისათვის, რომ დადგეს პოზიტიური ვალდებულება, უნდა დამტკიცდეს, რომ ხელისუფლებამ იცოდა ან უნდა სცოდნოდა პირის სიცოცხლისადმი მესამე პირის სისხლისსამართლებრივი ქმედებით გამოწვეული რეალური და დაუყოვნებელი საფრთხის არსებობა მოცემულ დროს და რომ მათ, აღნიშნულის გათვალისწინებით, არ მიიღეს ზომები საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც მათ გონივრულობის ფარგლებში მოეთხოვებოდათ საფრთხის თავიდან ასარიდებლად."

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან მიმართებაში სასამართლო მიუთითებს საქმეზე Balsan v. Romania, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ფიზიკური ძალადობა, რომელსაც მომჩივანი არაერთხელ დაექვემდებარა და მისი დაზიანებები, სამედიცინო დასკვნისა და პოლიციის ანგარიშის თანახმად, საკმარისად სერიოზული იყო, რათა მიეღწია კონვენციის მე-3 მუხლის მიზნებისათვის დადგენილი სისასტიკის მინიმალური ზღვრისთვის. სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლების მიერ ქ-ნი ბალსანის საჩივრების განხილვის მეთოდი არღვევდა კონვენციის მე-3 მუხლს, ვინაიდან ქმრის ძალადობის წინააღმდეგ ის არ უზრუნველყოფდა მომჩივანს ადეკვატური დაცვით. ადამიანს უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე Eremia and Others v. the Republic of Moldova, ასევე დაადგინა რომ ხელისუფლების უუნარობა გამკლავებოდა ძალადობას, წარმოადგენდა არაერთგზის განხორციელებული დანაშაულის პატიებას; ეს დამოკიდებულება ქალბატონი ერემიას, როგორც ქალის, მიმართ დისკრიმინაციული იყო. ამრიგად, სასამართლომ დაასკვნა, რომ ქალბატონ ერემიასთან მიმართებით დაირღვა კონვენციის მე-14 მუხლი მე-3 მუხლთან ერთობლიობაში.

 

7.3. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

განსახილველ შემთხვევაში, ე---------- გ------–-–---–ის ითხოვს მოპასუხეებს საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სოლიდარულად დაეკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით, ასევე მოპასუხეებს საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სოლიდარულად დაეკისროთ მატერიალური ზიანის სახით ე---------- გ------–-–---–ის მკურნალობისათვის მომავალში გასაღები ხარჯების ანაზღაურება- 1800 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო." საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2---წ) განმარტა, რომ ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი."

 

7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.

 

მითითებული მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2---).

 

კანონმდებლობით განსაზღვრულია მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლები, კერძოდ დადგენილია მორალური ზიანის ანაზღაურება პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობისა ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისას, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისას.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით გათვალისწინებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე (2012 წლის 20 იანვრის განჩინება საქმეზე №ას-1156-1176-2011). საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი იყო ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული მიზნის სწორად დადგენა. პალატის განმარტებით, კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება დაიშვება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ ადგენს, თუ კონკრეტულად რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს დაზარალებულმა არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნას სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი.“

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ზიანის ანაზღაურების საფუძვლად უთითებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობას, კერძოდ, მათთვის ცნობილი გახლდათ ოჯახური კონფლიქტის არსებობის ფაქტი, რომ ე---------- გ------–-–---–ზე სისტემატურად ახორციელებდა ტ------– წ--------–ი ძალადობას, შესაბამისად, ინფორმირებულები გახლდნენ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, მაგრამ, არ განახორციელეს კანონით დაკისრებულ ვალდებულებები ზიანის თავიდან აცილების მიზნით და არ უზრუნველყვეს მოძალადისაგან ე---------- გ------–-–---–ის სათანადო დაცვა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნა ა--------------ი, რომელმაც განმარტა, რომ მან ე---------- გ------–-–---–ისაგან იქირავა სახლი ქ------–---ში, დ----- ა----–-----–-ს ქუჩაზე N----ში. 2--- წლის 1-------ს, საღამოს, დაახლოებით 11 საათისთვის მივიდა სახლში ტ------– წ--------–ი, რომელიც შემდგომ გააცნო ე---------- გ------–-–---–მა, რომ იყო მისი მეუღლე. ზაფხულის საღამო იყო გარეთ იყო თავად გასული და მეზობელს ელაპარაკებოდა, როდესაც გაიგო ყვირილის ხმა, თავიდან არ შედიოდა, მაგრამ შემდგომ ე---------- გ------–-–---–ი გამოვიდა და დახმარებას ითხოვდა, მათი შვილი გ------- წ--------–ი გახდა ცუდადო. ბავშვი იწვა უგონოდ, სასწრაფოს მოსვლამდე უნდოდა მისთვის პირველადი დახმარება გაეწია, მაგრამ ტ------– წ--------–მა არ მისცა ამის საშუალება, უთხრა რომ არ იყო საჭირო. სასწრაფო დახმარებასთან ერთად მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და მხოლოდ ტ------– წ--------–ი წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, ე----------ს წაყვანაც უნდოდათ, მაგრამ ბავშვის ცუდად ყოფნის გამო იგი ვერ წავიდა. გარკვეული პერიოდის შემდგომ ტ------– წ--------–ი დააბრუნა პოლიციამ სახლში და პოლიციას როდესაც ჰკითხა რა ხდებოდა, ერთ-ერთმა პირმა, რომელიც პოლიციის ფორმაში არ იყო, განუმარტა, რომ ოჯახია, ყველაფერი მოწესრიგდებაო და ახსნა-განმარტებითი სამუშაოები ჩავატარეთო, შემდეგ ტელეფონის ნომერი დატოვეს, მსგავს შემთხვევაში რომ დაერე--თ, ტ------– წ--------–ი დატოვეს და წავიდნენ. შემდგომ ისევ მოხდა კონფლიქტი მათ შორის და ისევ ის პოლიციელი მოვიდა ვინც წინა შემთხვევაზე იყო მისული პოლიციის ფორმის გარეშე. ე---------- გ------–-–---–მა დაურე-- და პოლიციას სთხოვა, რომ სახლში არ მიეყვანათ. ე---------- გ------–-–---–ი წინააღმდეგი იყო ტ------– წ-------–-ს სახლში დარჩენაზე, მაგრამ პოლიციამ მაინც დატოვა და უთხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ასევე ი-----–---------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ ე---------- გ------–-–---–თან ერთად აპირებდა ახლობლის დაკრძალვაზე წასვლას ბათუმში და ამის გამო დაურე-- ე----------ს თუ როდის წავიდოდნენ ერთად დაკრძალვაზე. ე---------- გ------–-–---–მა უთხრა, რომ ვერ წავიდოდა მასთან ერთად დაკრძალვაზე, რადგან მისი მეუღლე ტ------– წ--------–ი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლდა, იჩხუბეს და მათი შვილი გ------- წ--------–ი იყო ცუდად. მოიკითხა ტ----- სად იყო და ე----------მ უთხრა პოლიციას ჰყავს წაყვანილიო. იგი ჩავიდა ქ------–---ში, მოინახულა ბავშვი და ე---------- გ------–-–---–მა მოუყვა მათი ჩხუბის შესახებ. მისი იქ ყოფნის პერიოდში საღამოს გვიან მივიდა პიროვნება მუქი ფერის თმებით, სამოქალაქო ფორმაში მყოფი, რომელიც შემდგომ გაიგო რომ იყო პოლიციელი, ე--ს დაუწყო საუბარი და უთხრა ტ------– წ--------–ი მე გავაფრთხილეო, ვესაუბრეო, მსგავს არაფერს აღარ ჩაიდენსო და მოიყვანენ სახლშიო. ე---------- გ------–-–---–ი წინააღმდეგი იყო. ი-----–---------–---–ის განმარტებით, მან უთხრა ე----------ს, რომ დარჩებოდა ,,ტ-----’’ (ტ------– წ--------–ი) რადგან არ ჰყავდა ნანახი, თან იქ იქნებოდა, რომ უფრო უსაფრთხოდ ყოფილიყო. იქ ყოფნის პერიოდში, ტ------– წ--------–ი პოლიციელებმა მოიყვანეს და ვიდრე იგი მოვიდოდა, ე---------- გ------–-–---–მა მას მოუმზადა საძინებელი ოთახი მოშორებით, ბოლოში. როდესაც მოვიდა ტ------– წ--------–ი, ე---------- გ------–-–---–მა ვახშამი გაამზადა,ტ------– წ--------–ი დივანზე დაჯდა, ე---------- ჩაის უსხამდა, როდესაც ტ------– წ--------–მა დაუწყო უმიზეზო გინება. არაერთხელ სცადა ტ------–ის გაჩერება, მაგრამ არ ესმოდა, უფრო ღიზიანდებოდა და ე----------სკენ იწევდა, აშველებდა, ჩაუდგა შუაში, ე----------ს უთხრა ოთახიდან გასულიყო. ე----------ს ტელეფონი ეჭირა ხელში და სად რე--ვო უთხრა. ე---------- ურე--ვდა იმ გამომძიებელს, რომელმაც მოიყვანა ტ------– წ--------–ი და ნომერიც დატოვა, რომ 112-ში აღარ დარეკო, მე დამირეკე, რადგან მე უფრო მალე მოვალო. შემდგომ მოვიდა პოლიცია, გარეთ სიგარეტის მოსაწევად იყო გასული, რომ ნახა იმ პოლიციელთან ერთად სხვა პოლიციელიც იყო. იყო საუბარი რომ პოლიციას ტ------– წ--------–ი წაეყვანა, მაგრამ საბოლოოდ ტ------– წ--------–ი სახლში დატოვეს. ტ----- არ ჩერდებოდა, დადიოდა სახლში, იგინებოდა და ე---------- გ------–-–---–ს სთხოვა ი-----–---------–---–მა, რომ აღარ გამოსულიყო ოთახიდან. მისაღებ ოთახში დივანი იყო, ტ------–ი წამოწვა, ეგონა რომ ჩაეძინა ტ------–ს და ამიტომ მისთვის გამზადებულ ოთახში შევიდა ი-----–---------–---–ი და ახალი ჩაძინებული იქნებოდა რომ ძილში ჩაესმა რუსულად ყვირილის ხმა. როდესაც გავიდა ოთახში, ა--------------ი შუაში იდგა და აშველებდა ტ------– წ--------–სა და ე---------- გ------–-–---–ს, დაინახა რომ ე---------- გ------–-–---–ს ცალი ყურიდან სისხლი მოსდიოდა, ახსოვს დაზიანება ჰქონდა კისერზეც. მისი იქ ყოფნის პერიოდში, ტ------– წ--------–ის ასეთი ქცევისათვის სამჯერ მოუწია პოლიციის თანამშრომლებს აღნიშნულ მისამართზე მისვლა, ხოლო ირაკლის ჯავახიშვილის თანდასწრებით ორ ფაქტს ჰქონდა ადგილი. პოლიციელები როდესაც მივიდნენ ადგილზე, ე---------- გ------–-–---–ი ისევ სისხლიანი იყო, ე---------- გ------–-–---–მა უთხრა ი-----–---------–---–ს, რომ ექსპერტიზაზე მიდიოდა და შვილი მას დაუტოვა.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ასევე გ------- ბ---–--ე, რომელმაც ნაწილობრივ აღიდგინა 2--- წლის 12-1-------ს მომხდარი ფაქტი. დაადასტურა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა გამოძახების საფუძველზე ე---------- გ------–-–---–ის საცხოვრებელ სახლში.

 

7.5. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

ამავე კანონოს მე-6 მუხლი კი განსაზღვრავს ძალადობის პრევენციის მექანიზმებს, ხოლო მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ სახელმწიფო თავისი უფლებამოსილი ორგანოების მეშვეობით ხელს უწყობს და უზრუნველყოფს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმების დანერგვასა და განხორციელებას. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს პროკურატურის ორგანოები და სასამართლო ორგანოები.

მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები.

 

ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გამოცემულ იქნეს შემაკავებელი ან დამცავი ორდერი.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი განსაზღვრავს პოლიციის ვალდებულებებს ძალადობის ფაქტზე შეტყობინების მიღების შემთხვევაში სათანადო რეაგირებისა და ძალადობის აღკვეთის კუთხით.

 

აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პოლიცია ვალდებულია ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამ ნორმის მე-2 პუნქტის მიხედვით, ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე, მიუხედავად იმისა, პოლიციის ორგანოებს მიმართა დაზარალებულმა, ძალადობის მოწმემ თუ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულმა პირმა. მე-3 პუნქტის თანახმად ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია: ა) მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად; ბ) განცალკევებულად გამოკითხოს ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი, მოწმე, მოძალადე, მათ შორის, არასრულწლოვანი, რაც წერილობით უნდა დაფიქსირდეს; გ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ; დ) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში; ე) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი ან/და არასრულწლოვნის გადაყვანა თავშესაფარში; ვ) მსხვერპლის სხვა ადგილზე გადაყვანის შემთხვევაში უზრუნველყოს მისი საცხოვრებელი ადგილიდან პირველადი საჭიროების ნივთებისა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების წამოღება; ვ1) საჭიროების შემთხვევაში, ამ კანონის საფუძველზე მოძალადე გაარიდოს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან და უზრუნველყოს მსხვერპლის უსაფრთხოება; ზ) უზრუნველყოს იმ პირის უსაფრთხოება, რომელმაც განაცხადა ძალადობის ფაქტის შესახებ; თ) ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით გასცეს შემაკავებელი ორდერი. მე-4 პუნქტის თანახმად პოლიცია ოჯახში ძალადობის ფაქტისა და მიღებული ზომების შესახებ ადგენს ოქმს, რომელსაც წარუდგენს ზედამხედველ პროკურორს. მე-5 პუნქტის თანახმად პოლიცია ვალდებულია თავის ანგარიშში ცალკე გამოყოს მონაცემები ოჯახში ძალადობის ფაქტების, მიღებული ზომების, მსხვერპლთა რაოდენობის, მოძალადის მიმართ განხორციელებული ქმედებების, აგრეთვე მოძალადის სხვა მონაცემების შესახებ. მე-6 პუნქტის პოლიცია ზედამხედველობს გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებას. იგი ვალდებულია მოახდინოს კანონით გათვალისწინებული რეაგირება დამცავი და შემაკავებელი ორდერების დარღვევაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2--- წლის 1-------ს გამოცემულია შემაკავებელი ორდერი, რომელიც სასამართლოს მიერ დამტკიცებულია ასევე 2--- წლის 1--------ს გადაწყვეტილებით. დადგენილია, რომ ე---------- გ------–-–---–ის მიერ, სსიპ ,,112“-ში, 2--- წლის შემდგომ განხორციელებულია არაერთი ზარი, ასევე ზარები განხორციელებულია პოლიციის თანამშრომლის ნომერზე. ასევე 2--- წლის 8------ს, ტ------– წ-------–-ს მიმართ გამოცემული იქნა N------ შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტზე, მსხვერპლი-ე---------- გ------–-–---–ი.

 

7.6. პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით, პოლიციის ძირითადი ფუნქციაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილება. ამავე მუხლის მეორე პუნქტის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების მიხედვით პოლიციის ფუნქციებია: გ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; დ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილებების საფუძველზე;

 

ამავე კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს და მეთვალყურეობს დამცავი და შემაკავებელი ორდერების აღსრულებას.

 

მითითებულ სამართლებრივ ნორმათა მიხედვით, პოლიციის უფლებამოსილ პირს გააჩნია კანონისმიერ ვალდებულება ოჯახში ძალადობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოახდინოს ოპერატიული რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

 

წინამდებარე დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა შეაფასოს ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ე---------- გ------–-–---–ის თითოეულ შეტყობინებებზე პოლიციის მიერ გამოყენებული ღონისძიებები რამდენად შესაბამისობაში იყო კანონმდებლობით მათზე დაკისრებულ მოვალეობებთან და მათ მიერ გატარებული საპოლიციო ღონისძიებები რამდენად უზრუნველყოფდა ძალადობის აღკვეთასა და მსხვერპლის დაცვას.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ პოლიციის უფლებამოსილი პირების მიერ არაერთხელ იქნა გამოვლენილი ტ------– წ--------–ის მხრიდან ე---------- გ------–-–---–ის მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტები, არაერთი ზარი განხორციელდა 112-ში, ჩატარებული იქნა საპოლიციო ღონისძიებები, თუმცა გატარებული ღონისძიებები იყო არაეფექტური და დაგვიანებული, რასაც საბოლოოდ მოჰყვა ე---------- გ------–-–---–ის ჯანმრთელობის დაზიანება. საქმის მასალების მიხედვით, პოლიციის უფლებამოსილი პირების მხრიდან, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, სათანადოდ არ იქნა გატარებული დროებითი ღონისძიებები მსხვერპლის ე---------- გ------–-–---–ის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტის აღკვეთის მიზნით, კანონით გათვალისწინებული ყველა ზომის გამოყენება, არ გულისხმობს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას. საქმის მასალებით, კერძოდ, ე---------- გ------–-–---–ის გასაუბრების ოქმებით დასტურდება ტ------– წ--------–ის მხრიდან ე---------- გ------–-–---–ის მიმართ, ძალადობის განხორციელების არაერთი ფაქტი, რასაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მოწმეთა ჩვენებებით. შესაძლოა იმ დროს ტ------– წ--------–ის მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც პოლიციის უფლებამოსილი პირების მიერ ვერ იქნებოდა გამოყენებული ძალადობის აღკვეთის სისხლისსამართლებრივი მექანიზმები, თუმცა ოჯახში ძალადობის გამოვლენის ფაქტზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, პოლიციის უფლებამოსილ პირებს გააჩნიათ კანონისმიერი ვალდებულება, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, გაატარონ ეფექტური დროებითი ღონისძიებები, რომელიც უზრუნველყოფს მსხვერპლის დაცვას.

 

ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ე---------- გ------–-–---–ის მოძალადისგან დაცვისა და ძალადობის აღკვეთის მიზნით, პოლიციის უფლებამოსილი პირების მიერ დროულად არ იქნა გატარებული ისეთი საპოლიციო ღონისძიება, რომელიც დაიცავდა მსხვერპლს მოძალადისგან. შესაბამისად, შერჩეული საპოლიციო ღონისძიება არ იყო ეფექტური, გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული. ოჯახური ძალადობის ფაქტები იძლეოდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგებოდა პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს - ე---------- გ------–-–---–ის ჯანმრთელობას.

 

7.7. პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად (2--- წლის 30 ოქტომბრამდე არსებული რედაქცია)პროკურატურა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას გამოძიების სტადიაზე.

 

ამავე კანონის მე-15 მუხლის მიხედვით, პროკურატურა დანაშაულისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა საქმეებზე, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას და შეუძლია განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა. ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად პროკურატურა ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. პროკურატურა ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ატარებს დანაშაულის გამოძიებას, სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას.

 

ამავე კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება. გამომძიებლის მიერ გამოძიების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს.

 

საქმის მასალების მიხედვით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე ე---------- გ------–-–---–ს საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის, ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით წერილობითი ან ზეპირი განცხადებით არ მიუმართავს.

 

დადგენილია, რომ ფიზიკური ძალადობის განხორციელების შემდგომ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 9------------ის განაჩენით, ტ------– წ--------–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2-----------–-ს განაჩენით ტ------– წ--------–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 (ერთი) წლისა და 4 (ოთხი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან, სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა 3 (სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ტ------– წ--------–ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2--- წლის 3--------დან.

 

დადგენილია, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის მიერ, 2--- წლის 1-----–--ს, ტ------– წ--------–ის მიმართ მიღებული იქნა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, სისხლის სამართლის საქმეზე N1-----------. აღნიშნული დადგენილების მიხედვით, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ტ------– წ--------–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, კერძოდ არაერთგზის ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117 ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო იზიარებს მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მოსაზრებას და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, არ იქნა წარმოდგენილი რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ 2--- წლის 1-------ის ან 2--- წლის 2-------ს ფაქტთან დაკავშირებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მხრიდან რაიმე სახის უმოქმედობას ჰქონდა ადგილი.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს, რომ პროკურატურის მიერ, 47 დღის დაგვიანებით მოხდა ბრალის წარდგენა, რომ არასწორი კვალიფიკაცია მისცა ჩადენილ ქმედებას და ამით მას მიადგა ზიანი. სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს ასევე მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ ტ------– წ-------–-ს თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში მისი დაკითხვის გამო მას მიადგა ზიანი. ქ------–----ს რაიონული სამმართველოს 2--- წლის 1-----–--ის წერილით მას ეცნობა, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გამოძიება, რაც დაადასტურა საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა და განმარტა, რომ გამოძიება მიმდინარეობას ფაქტზე და არა რომელიმე კონკრეტული პირის მიმართ. სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი. შესაბამისად, სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას აღნიშნულზე და მიაჩნია, რომ სარჩელი აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო.

 

ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მხრიდან მათზე დაკისრებული კანონისმიერი ვალდებულებების უგულებელყოფასა (უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (ე---------- გ------–-–---–ის სხეულის დაზიანება) შორის პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი. ამრიგად, დასტურდება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების (დაეცვა იგი არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისაგან) შეუსრულებლობითა და უმოქმედობით, მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების გონივრულ ოდენობას განსაზღვრა სასამართლო.

 

მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის ცხოვრების პირობებს (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სოციალური სტატუსი, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხს და სხვა გარემოებებს.

 

სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ თანხის ოდენობა არ უზრუნველყოფს ხელყოფილი უფლების აღდგენას/რესტიტუციას, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია, თუმცა კომპენსაციის მიზნიდან გამომდინარე, შესაძლებელია უზრუნველყოს მოსარჩელის ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რაც დაეხმარება მას სულიერი გაწონასწორების მიღწევაში.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის - 5000 ლარის მოპასუხეთათვის დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მისი ანაზღაურება უნდა დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

 

7.8. მოსარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნაა მოპასუხეებს დაეკისროთ მატერიალური ზიანის სახით 1800 ლარის ანაზღაურება.

 

ე---------- გ------–-–---–ი განმარტავს, რომ მისი მკურნალობისათვის მომავალში გასაღები ხარჯების ოდენობა შეადგენს- 1800 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი, რომლის არსებობა და მიზეზშედეგობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და ზიანის წარმოქმნას შორის დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით, ექვემდებარება სრულად ანაზღაურებას.

 

ამასთან, სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლოა, ვინაიდან არ დასტურდება მოპასუხის მხრიდან მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი, რადგან ე---------- გ------–-–---–ი ითხოვს ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გამო არა უკვე გაღებული ხარჯების ანაზღაურებას, არამედ მიუთითებს იმ თანხაზე, რომელიც ესაჭიროება მკურნალობის ჩასატარებლად.

 

7.10. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შე--ვების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შე--ვება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

ამავე კოდექსის 331-ე მუხლით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ე---------- გ------–-–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დაეკისროს მოსარჩელე ე---------- გ------–-–---–ის სასარგებლოდ მორალური ზიანის - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ანაზღაურება, ხოლო სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები - დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სარჩელებზე. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

ამდენად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2; მე-12; მე-13, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 46-ე;55-ე, 243-ე; 244-ე; 248, 249-ე, 257-ე, 364-ე; 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ე---------- გ------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. დაეკისროს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე ე---------- გ------–-–---–ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ანაზღაურება.

 

3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

4. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, ქ. თბილისი გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე, ქ. თბილისი, დ----- ა----–-----–-ს ხეივანი №64) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან;

 

მოსამართლე ნათია ტოგონიძე