მუხლი 42. პარლამენტის საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი
1. რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ინიციატივით პარლამენტში იქმნება საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიები.
2. დროებითი კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი რეგლამენტით დადგენილი წესით. გადაწყვეტილება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით. დროებით კომისიაში საპარლამენტო ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც. დროებით კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები.
3. საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით მის სხდომაზე გამოცხადება, აგრეთვე საკითხის გამოკვლევისათვის აუცილებელი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენა სავალდებულოა.
საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.03.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(195)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 195-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №2კ-915აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.04.2026
დანაშაული უმოქმედობით (მოცემულ შემთხვევაში, გამოუცხადებლობა) ხორციელდება და დამთავრებულია დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის მომენტიდან. დანაშაულის მოტივს ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. 14.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის (2025 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), 2003-2012…
საქმე №2კ-801აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.02.2026
ხ-ის ცნობილი იყო საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დებულების მე-2 მუხლის თანახმად დადგენილი საქართველოს…
საქმე №2კ-813აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.02.2026
ჯ-მ ჩაიდინა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში: · 2025 წლის 5 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, გამოსცა დადგენილება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.
საქმე №2კ-910აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.02.2026
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დებულების მე-2 მუხლის თანახმად დადგენილი საქართველოს…
საქმე №ას-702-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.09.2025
აქვე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 7 დეკემბრის №2/8/765 გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით, არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო…
დავის საგანი: ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-8 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი „საქართველოს კონსტიტუცია“, მუხლი 42, №786, 24.08.1995, სარეგისტრაციო კოდი 010.010.000.01.001.000.116 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/30346/muxli-42/