1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი. რესპუბლიკის საბჭო შედგება პროპორციული წესით არჩეული წევრებისაგან. სენატი შედგება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 წევრისაგან. პალატების შემადგენლობას, უფლებამოსილებასა და არჩევის წესს განსაზღვრავს ორგანული კანონი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობის შექმნამდე პარლამენტი შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისაგან.
3. პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს. პარლამენტის დათხოვნის შემთხვევაში არჩევნები ტარდება პარლამენტის დათხოვნიდან არაუადრეს 45-ე და არაუგვიანეს მე-60 დღისა. თუ არჩევნების თარიღი ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არაუადრეს 45-ე და არაუგვიანეს მე-60 დღისა.
4. პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 10 წელს მაინც. პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც სასამართლოს განაჩენით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა.
5. პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც ჰყავს მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი არჩევნების დანიშვნის დროისათვის ან რომლის მხარდაჭერა ორგანული კანონით დადგენილი წესით დადასტურებულია არანაკლებ 25000 ამომრჩევლის ხელმოწერით.
6. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები.
7. პარლამენტის არჩევის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.
საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.03.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 23.03.2018 კონსტიტუციური კანონი №2071
- 13.10.2017 კონსტიტუციური კანონი №1324
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(47)
- საქმე №2კ-1310აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.05.2023
…ვარ?“ თ. ბ–მა უპასუხა -,,ეგ იმათ მოკითხე ვინც გაგიჩალიჩა“. ამოღებულ ფულად თანხასთან დაკავშირებით კი სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მოწმე ნ. ნ–ს ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ ეს თანხა იყო ავტომანქანის გაყიდვით მიღებული. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ…
- საქმე №ბს-1164(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2022
…ორი გარემოებით: ა) მიწის ნაკვეთები ამოწურვადი რესურსია და ბ) კერძო პირის საკუთრების უფლებას უპირისპირდება მესამე პირების ძირითადი უფლება ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრებაზე და ბუნებრივი გარემოთი სარგებლობაზე ( საქართველოს კონსტიტუციის 37.3 მუხლის პირველი წინადადება (ძალადაკარგული რედაქცია), ასევე 29.1 მუხლი (ამჟამად მოქმედი რედაქცია)). ამასთან, ახლანდელი და მომავალი თაობების…
- საქმე №ბს-969(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.12.2020
…მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ფაქტების ობიექტურ შეფასებას, ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები და ოპტიმალური იყო არსებული შესაძლებლობებიდან. კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ ბუნებათსარგებლობა უზრუნველყოფილი უნდა იყო ისე, რომ ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად ქვეყნის მდგრადი…
- საქმე №ბს-65(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.03.2020
…შემთხვევაში, სახეზეა საზოგადოებრივი და სხვა პირის ინტერესების დარღვევა, კერძოდ, წარდგენილი პროექტის მიხედვით, აშენებული შენობა-ნაგებობა არ აკმაყოფილებდა უსაფრთხოების ნორმებს, ლახავდა საზოგადოებრივ ინტერესებს და საფრთხეს უქმნიდა კონსტიტუციის 37-ე მუხლით გარანტირებულ ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას. გარდა ამისა, პროექტი არღვევდა სამეზობლო მიჯნის ზონას და ხელყოფდა სხვათა კანონიერ…
- საქმე №ბს-942(3კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.11.2018
…ეფუძნება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორი - ააიპ „...ა“ და აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა - საქართველოს კონსტიტუციის 37.5 მუხლი, რომელიც ყველასათვის განსაზღვრავს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლებას და იმავდროულად ყველას ავალდებულებს…
- საქმე №ბს-348-348(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.06.2018
- საქმე №ას-324-324-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.06.2018
- საქმე №ას-1046-1007-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.02.2017
- საქმე №ას-859-910-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2011
- საქმე №ას-796-745-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.11.2010
- საქმე №ბს-1278-1240(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.07.2010
- საქმე №ბს-758-730(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.12.2008
- საქმე №ბს-1116-1067(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.04.2008
- საქმე №ბს-819-785(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.06.2007
- საქმე №ბს-1342-917(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2007
- საქმე №ბს-1456-1031(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.03.2006
- საქმე №ბს-434-25(3კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.07.2005
- საქმე №ბს-205-159-კ-05 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2005
- საქმე №ბს-718-619-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.11.2004
- საქმე №3გ/ად-202-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2001
- საქმე №090210016001652289 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 01.06.2018
- საქმე №330210018002518597 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.12.2019
- საქმე №190310118002486106 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.10.2019
- საქმე №330210018002404232 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.09.2019
- საქმე №330310016001571100 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.07.2019
- საქმე №030210019002508397 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 26.06.2019
- საქმე №080310017002009704 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 03.06.2019
- საქმე №040310418002363445 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 22.05.2019
- საქმე №330310116001341203 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.04.2019
- საქმე №120310118002470613 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.01.2019
- საქმე №820310018002512581 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 12.12.2018
- საქმე №330310017001956947 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.11.2018
- საქმე №330310017002111994 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.07.2018
- საქმე №330310014432816 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.06.2018
- საქმე №330310015001128417 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.03.2018
- საქმე №190310019003153238 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 24.12.2019
- საქმე №010100118002438439 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 21.04.2019
- საქმე №010100117002235795 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 19.02.2019
- საქმე №190310118002486106 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 28.01.2019
- საქმე №080310017002009704 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.12.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 47-დან.