განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 0-0-00-17002235795
N1-1137/17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
[შესავალი ნაწილი]
29 ნოემბერი, 2-18 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლევან გელოვანი
სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე
სახელმწიფო ბრალმდებელი - ა----–----–---------
ადვოკატი - ი-----–---------–---–----------–-----
ბრალდებული: ს----------–----
მამის სახელი: ე-----
პირადი ნომერი: 6----------
დაბადებული: 2-.0-.1-----–--–-
მოქალაქეობა: ს----------–----------–---
განათლება: ს-–----–----------–-----------
ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-
რეგისტრაციის მისამართი: ქ------–-------------------------–------------
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი.
[აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი]
1. წარდგენილი ბრალდების არსი: 2----–-–-------------------, დაახლოებით 0-:00 საათზე, ქ------–-----------–----–----------------–----–-–- მდებარე ბ-----------–--–---- საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს ს----------–----- განზრახ მოკვლის მიზნით ა------------–--–---- მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანებები. მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მიღებული დაზიანებების შედეგად, 2----–-–----------------, ა------------–--–--- გარდაიცვალა ქ----------------------–---- საავადმყოფოში.
2. სასამართლო სხდომაზე ს----------–----- წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
3. სასამართლო სხდომებზე ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად იქნა გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებები:
3.1 მოწმე ი---------–------- ჩვენების თანახმად, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. სოფელ ხ--–-–ი აქვს ორსართულიანი სახლი. პირველ სართულზე კომერციული ფართია, მეორეზე - საცხოვრებელი. 2----–-–-------------------, გვიან ღამით, ზუსტი დრო არ ახსოვს, დაკეტა მაღაზია და ავიდა სახლში. მისაღებში იმყოფებოდა, როდესაც შემოესმა გინების ხმა. გააღო ფანჯარა და ლამპიონების შუქზე დაინახა მისთვის ნაცნობი ს---–--------–---- ეჩხუბებოდა მისთვის უცნობ ტანდაბალ ბიჭს. კამათი წუთი, წუთ-ნახევარი გრძელდებოდა. ამ დროს მანქანით მოვიდნენ გ-------–--–--- და ა------------–--–---. გიამ უთხრათ ,,ბიჭებო რაიმეში დაგეხმარებითო.“ ამ დროს ა-------იც მიუახლოვდათ და უთხრა ,,ბიჭებო შვილები, დედები, ცოლები ცხოვრობენ აქ და ნუ იგინებით სხვაგან გაარჩიეთ საქმეო“. ამ დროს მისთვის უცნობმა პიროვნებამ გ-------–--–---ს დაარტყა თავის არეში. გია ძირს დაეცა. ამის დანახვაზე მიხურა ფანჯარა და კიბეებით ჩაირბინა ძირს. მოვარდნენ ასევე ბ-------------------------–--–------- ა-------ი და სიმონი ერთმანეთს აგინებდნენ. როგორც ჩანს დარტყმაც იყო. ა-------ს პირი სისხლიანი ჰქონდა და სახლის გვერდით ხელსაბანთან იდგა, როდესაც ს---–--------–---- მხრებში შეწვდა ხელებით და თავი სახის არეში ორჯერ დაარტყა და ძირს დავარდნილ ა------------–--–---- უმოწყალოდ სცემა ფეხებით. გაკავებას ცდილობდნენ, მაგრამ ვერ აკავებდნენ. საბოლოოდ ძლივს გააშველეს. შემდეგ ა-------ი ფეხზე ადგა, ჩაჯდა მანქანაში, საბურავების მუხრუჭით წავიდა და დაეჯახა ზოიძეს, შემდეგ დაეჯახა მანქანას და მერე მსუბუქი დაჯახებით დაეჯახა კედელს, რის შემდეგ თავისი ფეხით წავიდა სახლში.
3.2 მოწმე ზ------------–--–---- ჩვენების თანახმად, საავადმყოფოში ნახა ა------------–--–---, თავისი ბიძაშვილი. მას ჰქონდა საშუალება სულ რაღაც 5 წუთით ენახა ა------------–--–--- და გასაუბრებოდა მას, რა დროსაც ა------------–--–---მ უთხრა ,,ზ------- ეს რა მიქნა ს----------–-----, რა უმოწყალოდ მცემა ფეხებით და ხელებით და ჩამიმტვრია და დამიხეთქა მუცელში და გულმკერდში ყველაფერი’’ (უდავო მტკიცებულება).
3.3 სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2-17 წლის 2-------------- გაცემული N--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად (-----------------------------–-- ა------------–--–---- გვამზე აღინიშნებოდა სხეულის ბლაგვი ტრავმა, 12 გოჯა ნაწლავის გახეთქვა და პანკრეასის ტრავმული დაზიანება, გავრცელებული ნაღვლოვანი პერიტონიტი, შინაგანი სისხლდენა, რეტროპერიტონეალური სივრცის მასიური სისხლჩაქცევა, ენდოტოქსიური შოკი, ტრავმული შოკი, ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედების შედეგად, სიცოცხლისდროინდელია, ცოცხალი პირების ექსპერტიზის დროს ერთობლიობაში მიეკუთვნებიან დაზიანებათა მძიმე ხარისხს და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ა------------–--–---- სიკვდილის მიზეზია პოლიორგანული (გულსისხლძარღვთა, სუნთქვის, თირკმლის მწვავე უკმარისობა), გამოწვეული სხეულის ბლაგვი ტრამვის შედეგად 12 გოჯა ნაწლავის დაზიანებით, მასიური რეტროპერიტონეალური სისხლჩაქცევით, განვითარებული პერიტონიტით და ენდოტოქსიური შოკით. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო საბუთის მონაცემებით ა------------–--–---- სიკვდილი კონსტანტირებულია 04.11.2----–------ საათზე, რაც არ ეწინააღმდეგება გვამის გამოკვლევისას ნანახ ნაადრევ გვამურ ცვლილებებს.
3.4 საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ 2----–-–---------------------–-----–------------ სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად (--------------------–---–--- წარმოდგენილი ავტომობილი ,,-----–--“ საჭით მართვის მექანიზმის გამოსულია მწყობრიდან მასზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს, ხოლო სამუხრუჭე სისტემა გამართულ მდგომარეობაშია. წარმოდგენილი ავტომობილი ,,ჰ------ს“ საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემები გამართულ მდგომარეობაშია. წარმოდგენილ ავტომობილებზე არსებული დაზიანებების ფორმა და განვითარების ხასიათი დამახასიათებელია ავტომობილების რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის.
3.5 სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2----–-–---------–------–-----–------------ სამედიცინო და სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად (ექსპერტები - გ--–--–-----------------–-–---–------------–-), შპს ,,უ-------------------------------------–---------------------- სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათის N----------- და ექსპერტიზის დასკვნა N 0---------ის მონაცემების თანახმად, მოქალაქე ა------------–--–---- სხეულზე აღენიშნებოდა: სხეულის ბლაგვი ტრამვა, 12 გოჯა ნაწლავის გახეთქვა და პანკრეასის ტრავმული დაზიანება (გავრცელებული ნაღვლოვანი პერიტონიტი, შინაგანი სისხლდენა, რეტროპერიტონეალური სივრცის მასიური სისხლჩაქცევა, ენდოტოქსიური შოკი, ტრავმული შოკი), ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოში. დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედების შედეგად.
ექსპერტის დასკვნა N----------- მონაცემების თანახამად, - წარმოდგენილ ავტომობილებზე არსებული დაზიანებები (ფორმა და განვითარების ხასიათი) დამახასიათებელია ავტომობილების რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის.
თუ რა ვითარებაში მიიღო ა------------–--–---მ მის სხეულზე არსებული დაზიანებები, აღნიშნულის დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია.
ა------------–--–---- სხეულზე არსებული დაზიანებები შესაძლებელია განვითარებულიყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) უშუალო ზემოქმედებით (ადამიანის სხეულის ნაწილები ასევე მიეკუთვნებიან მკვრივ-ბლაგვ საგანთა ჯგუფს) ან/და საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დროს, თუმცა ამის მტკიცება ექსპერტიზას არ შეუძლია.
3.6 სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2----–-–----------------------–-----–------------ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად (ე---------------------–--–-–---–----------------–------------------–-----------------–-–---–--, სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით ა------------–--–---- ბიოლოგიური სიკვდილი დადგა 2-17 წლის 04.1-------- საათზე, ა------------–--–---- სწორად, დროულად და სრულად ჩაუტარდა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები, სწორედ დაესვა დიაგნოზი, ოპერაციული მკურნალობა დაყოვნდა 0--------–------- წთ-მდე, მუცლის ტრამვის და ტრამვის შედეგად მიღებული დაზიანებები რეტროპერიტონეალურად განლაგების და სამედიცინო დახმარებისთვის გვიან მიმართვის შედეგად, რამაც გამოიწვია დაყოვნებული დიაგნოსტირება.
3.7 შპს ,,-----–------------------------–-–------------------ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექპსერტიზის დასკვნის თანხმად (------------------------–--–---–--- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას არ შეუძლია მოახდინოს დიფერენცირება, თუ როდის მოხდა ა------------–--–---- მუცლის ღრუს ბლაგვი ტრამვის გამო თორმეტგოჯა ნაწლავის გახეთქვა: ავტომობილის საჭესთან მჯდომი ა------------–--–---- ავტომობილის წინაღობებთან (ავტომობილთან და შემდეგ ბეტონის კედელთან) მნიშვნელოვანი ძალით ორჯერადი შეჯახების შედეგად, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, თუ მიდამოზე ძალიან დიდი ძალით შემოსაზღვრული საგნის ზემოქმედების შედეგად (ფეხსაცმლიანი ფეხის მყარი ქუსლი ან ცხვირი), ვინაიდან არ არსებობს ასეთი მეცნიერულად დადგენილი კრიტერიუმები, თუმცა, თორმეტგოჯა ნაწლავის გახეთქვა პანკრეასის თავში და რეტროპერიტონეალური სივრცეში ვრცელი სისხლჩაქცევებით, განვითარებულია ა------------–--–---- მუცლის მიდამოზე მნიშვნელოვანი ძალის ზემოქმედებით და ავტოავარიების დროს ასეთი დაზიანებები ხშირად გვხვდება ავტომობილის სალონში საჭესთან მჯდომი მძღოლების სხეულზე, მკვეთრი დამუხრუჭებისას და მკვრივ, ბლაგვ საგნებთან მნიშვნელოვანი ძალით შეჯახების შედეგად. მიუხედავად ამისა, სიმაღლიდან ვარდნის (2-3 მეტრი) და საკუთარი სიმაღლიდან ვარდნის (აბაზანაში) დროს მუცლის ღრუს დახურული ბლაგვი ტრამვის მიღების შესაძლებლობასაც ექსპერტიზა ვერ გამორიცხავს იმ პირობით, თუ შემთხვევის ადგილის დათვალიერებით აღმოჩნდებოდა წინაღობები მკვრივი, ბლაგვი საგნის სახით სხეულის სიმაღლიდან ვარდნის გზაზე.
მუცლის მიდამოში ადამიანის ფეხსაცმლიანი ფეხის მნიშვნელოვანი ძალით დარტყმის შესაძლებლობას ექსპერტიზა ვერ განიხილავს, ვინაიდან ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში არცერთი ექიმის მიერ, მათ შორის ოპერატორი ქირურგების მიერაც ა------------–--–---- მუცლის მიდამოში შემოსაზღვრული ზედაპირის მქონე მკვრივი, ბლაგვის საგნის როგორიცაა ადამიანის ფეხსაცმლის ქუსლი, ლანჩი ან ცხვირი, კვალი ასახული არ არის, ასეთი დანაშრევების კვალი, წარმოდგენილი საქმის მასალებით არც ა------------–--–---- ტანსაცმელზე არის დაფიქსირებული.
მუცლის ღრუს ბლაგვის ტრამვის დროს, როდესაც დაზიანებული (გახეთქილი) იყო თორმეტგოჯა ნაწლავი, სტაციონარში მიყვანამდე აბაზანის მიღება და მუცლის მიდამოზე ე.წ. ,,არყის საფენებით“ ,,მკურნალობა“ დაამძიმებდა და გაართულებდა ა------------–--–---- ჯამრთელობის მდგომარეობას და ხელს შეუწყობდა ნაღვლოვანი პერიტონიტის უფრო მეტად გავრცელებას და პროცესის დაჩქარებას.
სტაციონარში მიყვანის შემდეგ ა------------–--–----ათვის ოპერაციამდე მორფინის ხსნარის მრავალჯერადი ინფექციების გაკეთება დაუშვებელი იყო, რადგანაც ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები ახდენენ მწვავე მუცლის სურათის გადაფარვას და ხელს უშლიან დიაგნოზის დროულ დასმას, რასაც მოყვა სასიცოცხლოდ აუცილებელი, გადაუდებელი ოპერაციის -ლაპარატომიის დაგვიანებით ჩატარება.
3.8 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა - ზ----------------------- ბ---------------------------------------–--–---------------------------------- უარყვეს გამოძიებაში მიცემული ჩვენებები და ს----------–----ს მიერ ა------------–--–---- ცემა.
სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გამოაქვეყნა მოწმე ზ------------- ჩვენება, ხოლო დაცვის მხარემ წარმოადგინა მისი განცხადება, რომლითაც ზ------------- მიმართა ადვოკატ მ-----–---------- სადაც იგი აღნიშნავს, რომ გამოძიების ეტაპზე ჩვენება მიაცემინეს ზეწოლით და ხელი მოაწერა იმ დოკუმენტს, რომელიც მას არ წაუკითხავს.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის თანახმად, ადამიანის სიცოცხლე და ფიზიკური ხელშეუხებლობა დაცულია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის თანახმად, განზრახ მკვლელობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო განმარტავს, რომ განზრახ მკვლელობა არის სხვა ადამიანის სიცოცხლის მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად მოსპობა და მატერიალური (შედეგიანი) დანაშაულის კატეგორიას განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირის მიერ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი, როგორც ს----------–----ს ქმედებასა და ა------------–--–---- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას შორის, ისე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და სასიკვდილო შედეგს შორის. პირველივე ნაწილში ასეთი კავშირის დაუდგენლობა თავისთავად გამორიცხავს ს----------–----ს ბრალეულობას სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში.
სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული და სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2----–-–-------------------, დაახლოებით 0-:00 საათზე, ქ------–-----------–----–----------------–----–-–- მდებარე ბ-----------–--–---- საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს----------–----- ცემა ა------------–--–---, რა დროსაც ა------------–--–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შემდეგ, ა------------–--–--- ჩაჯდა ავტომანქანა ,,ო---–--------–-“ და ხელის მუხრუჭზე მყოფი ავტომანქანით დაიწყო მოძრაობა. სწორ ასფალტირებულ გზაზე გაიარა 26 მეტრი და 50 სმ. აღნიშნული მანძილის გავლის შემდეგ, ხელის მუხრუჭიდან მოხსნა ავტომანქანა და გააგრძელა მოძრაობა. გაიარა 34 მეტრი და შეეჯახა ქვეითს ზ---------------. ამის შემდეგ გააგრძელა მოძრაობა და 4, 4 მეტრში შეეჯახა ,,ჰ-------ც-----ს“ მარკის ავტომანქანას, რის შემდეგ კვლავ გააგრძელა მოძრაობა და 8 მეტრში შეეჯახა ბეტონის კედელს. ა------- კ---–--–-ე გადმოვიდა ავტომანქანიდან და დაბრუნდა საკუთარ სახლში. 2----–-–----------------, ა------------–--–--- გარდაიცვალა ქ----------------------–---- საავადმყოფოში. მას სხეულზე აღენიშნებოდა მძიმე დაზიანებები, ხოლო ა------------–--–---- სიკვდილის მიზეზია პოლიორგანული (გულსისხლძარღვთა, სუნთქვის, თირკმლის მწვავე უკმარისობა), გამოწვეული სხეულის ბლაგვი ტრამვის შედეგად 12 გოჯა ნაწლავის დაზიანებით, მასიური რეტროპერიტონეალური სისხლჩაქცევით, განვითარებული პერიტონიტით და ენდოტოქსიური შოკით.
მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად, ეჭვგარეშე არ დგინდება, რომ ა------------–--–---- სხეულზე არსებული მძიმე დაზიანებები, რასაც შედეგად მისი გარდაცვალება მოჰყვა, სწორედ ს----------–----ს ქმედებამ (ცემა) გამოიწვია და არა სხვა ფაქტორებმა, კერძოდ, ,,ო---–---------“ მარკის ავტომანქანის (მართავდა ა------------–--–---) ,ჰ-------ც-----ს“ მარკის ავტომანქანასთან შეჯახებამ ან ბეტონის კედელთან შეჯახებამ.
4.2 საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადგინდა მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც გამორიცხავს ს----------–----სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი შედეგის ბრალად შერაცხვის სამართლებრივ შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ს----------–----ს მიერ განხორციელებულმა ქმედებამ გამოიწვია ა------------–--–---- ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.
5. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება
5.1 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სი----------–---------–----ა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12--ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2----–-–-------------------, დაახლოებით 0-:00 საათზე, ქ------–-----------–----–----------------–----–-–- მდებარე ბ-----------–--–---- საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ს----------–----- ცემა ა------------–--–---, რა დროსაც ა------------–--–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
5.2 ს----------–----ს ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა.
5.3 მოწმე ი---------–------- ჩვენების თანახმად, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. სოფელ ხ--–-–ი აქვს ორსართულიანი სახლი. პირველ სართულზე კომერციული ფართია, მეორეზე - საცხოვრებელი. 2----–-–-------------------, გვიან ღამით, ზუსტი დრო არ ახსოვს, დაკეტა მაღაზია და ავიდა სახლში. მისაღებში იმყოფებოდა, როდესაც შემოესმა გინების ხმა. გააღო ფანჯარა და ლამპიონების შუქზე დაინახა მისთვის ნაცნობი ს---–--------–---- ეჩხუბებოდა მისთვის უცნობ ტანდაბალ ბიჭს. კამათი წუთი, წუთ-ნახევარი გრძელდებოდა. ამ დროს მანქანით მოვიდნენ გ-------–--–--- და ა------------–--–---. გიამ უთხრათ ,,ბიჭებო რაიმეში დაგეხმარებითო.“ ამ დროს ა-------იც მიუახლოვდათ და უთხრა ,,ბიჭებო შვილები, დედები, ცოლები ცხოვრობენ აქ და ნუ იგინებით სხვაგან გაარჩიეთ საქმეო“. ამ დროს მისთვის უცნობმა პიროვნებამ გ-------–--–---ს დაარტყა თავის არეში. გია ძირს დაეცა. ამის დანახვაზე მიხურა ფანჯარა და კიბეებით ჩაირბინა ძირს. მოვარდნენ ასევე ბ-------------------------–--–------- ა-------ი და სიმონი ერთმანეთს აგინებდნენ. როგორც ჩანს დარტყმაც იყო. ა-------ს პირი სისხლიანი ჰქონდა და სახლის გვერდით ხელსაბანთან იდგა, როდესაც ს---–--------–---- მხრებში შეწვდა ხელებით და თავი სახის არეში ორჯერ დაარტყა და ძირს დავარდნილ ა------------–--–---- უმოწყალოდ სცემა ფეხებით. გაკავებას ცდილობდნენ, მაგრამ ვერ აკავებდნენ. საბოლოოდ ძლივს გააშველეს. შემდეგ ა-------ი ფეხზე ადგა, ჩაჯდა მანქანაში, საბურავების მუხრუჭით წავიდა და დაეჯახა ზოიძეს, შემდეგ დაეჯახა მანქანას და მერე მსუბუქი დაჯახებით დაეჯახა კედელს, რის შემდეგ თავისი ფეხით წავიდა სახლში.
5.4 სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის კონსტრუქცია იმგვარია, რომ სავალდებულოდ ითხოვს დაზარალებულის მხრიდან იმის გარკვევას, განიცადა თუ არა მან ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. აღნიშნული ძირითადად ემყარება ,,სუბიექტურ ტესტს’’ ანუ დაზარალებულის სუბიექტურ შეფასებას იმის თაობაზე, რომ მან განიცადა ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სუბიექტური ტესტით’’ შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მართებულად არ უნდა ჩაითვალოს და შეფასება უნდა მოხდეს ,,ობიექტური ტესტიც’’ ანუ იმის დადგენით, კონკრეტულ შემთხვევაში პირი ობიექტურად განიცდიდა თუ არა ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას. ძირითადად ორი შემთხვევა შეიძლება გამოიყოს.
პირველი შემთხვევა - დაზარალებული მცირეწლოვანია და ვერბალურად ვერ გამოთქვამს ემოციებს და გრძნობებს ან დაზარალებული შეურაცხადია და სწორად ვერ გადმოსცემს ფაქტებსა და მოვლენებს. მეორე შემთხვევა - დაზარალებული გარდაიცვალა. ამ დროს სასამართლომ თავად უნდა შეაფასოს, კონკრეტულ შემთხვევაში განხორციელებული ძალადობა თავისი ხასიათით და მასშტაბურობით ობიექტურად გამოიწვევდა თუ არა ფიზიკურ ტკივილს (გასათვალისწინებელია ფიზიკური ძალადობის კვალი, მოძალადის და დაზარალებულის ფიზიკური მონაცემები და სხვა გარემოებები).
ამასთანავე, ,,ობიექტური ტესტის’’ გამოყენება საჭირო არ არის იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული გარდაცვლილია, მაგრამ სახეზეა იმ მოწმის ჩვენება, რომელმაც უშუალოდ მოისმინა გარდაცვლილი დაზარალებულისაგან განცდილის თაობაზე და მისი ჩვენება ფიზიკური ტკივილის ფაქტს ადასტურებს. აღნიშნული მოწმის ჩვენება პირდაპირ მტკიცებულებას წარმოადგენს.
მოწმე ზ------------–--–---- ჩვენების თანახმად, საავადმყოფოში ნახა ა------------–--–---, თავისი ბიძაშვილი. მას ჰქონდა საშუალება სულ რაღაც 5 წუთით ენახა ა------------–--–--- და გასაუბრებოდა მას, რა დროსაც ა------------–--–---მ უთხრა ,,ზ------- ეს რა მიქნა ს----------–-----, რა უმოწყალოდ მცემა ფეხებით და ხელებით და ჩამიმტვრია და დამიხეთქა მუცელში და გულმკერდში ყველაფერი’’.
აღნიშნული მოწმის ჩვენება, რომელიც ფიზიკური ტკივილის შეგრძნებისა და განცდის ფაქტს ადასტურებს პირდაპირ მტკიცებულებას წარმოადგენს (ზ------------–--–--- ადასტურებს იმას, რაც უშუალოდ მოისმინა დაზარალებულისაგან ფიზიკურ ტკივილთან დაკავშირებით, ხოლო დაზარალებული გარდაცვლილია).
5.5 სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----------–---- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 12--ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე (2-18 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია).
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის (დაზარალებულის უფლებამონაცვლის) და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.
ს----------–----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. გამონაკლის შემთხვევაში პირობითი მსჯავრი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მოადგილესთან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია ითვალისწინებს ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადა 06 თვეა. ვინაიდან სახეზეა დანაშაულის რეციდივი, ს----------–---- სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციის მაქსიმუმი - თავისუფლების აღკვეთა 0- წლის ვადით.
ამასთანავე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ს----------–----ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2-17 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და ს----------–---- სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2-17 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის (თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით) - მოუხდელი ნაწილი შეადგენს - 3 წელს, 11 თვეს და 26 დღეს, რომელიც ნაწილობრივ (თავისუფლების აღკვეთა 03 წლის ვადით) უნდა დაემატოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელს.
7. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს----------–----ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2-18 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია).
2. ს----------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 0- (ერთი) წლის ვადით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ს----------–----ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2-17 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთა 0- (ერთი) წლის ვადით, ნაწილობრივ დაემატოს წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2-17 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით ს----------–---- საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
5. ს----------–---- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2-18 წლის 03 მარტიდან.
6. ს----------–----ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2-17 წლის 16 ნოემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
7. ნივთმტკიცებები: რ----------------- ამოღებული ავტომანქანა ,------------ სახელმწიფო ნომრით I------, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ზ------------------- ამოღებული ავტომანქანა ,------------- სახელმწიფო ნომრით B------ და ე. წ. აირბაკი, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნ------------–--–-------- ამოღებული ა------------–--–---- შარავალი, დაუბრუნდეს ა------------–--–---- ოჯახს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ა------------–--–---- სისხლის ნიმუში განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან გელოვანი