განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 0-0-00-18002-38439
საქმე N1- 416/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
[შესავალი ნაწილი]
25 დეკემბერი, 20-8 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლევან გელოვანი
სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე
სახელმწიფო ბრალმდებელი - თ--------------–---–-
ადვოკატები: ს---–-------------–---------------------------–-----
1. ბრალდებული: ი-------------
მამის სახელი: მ------
პირადი ნომერი: 6----------
დაბადების თარიღი: 0--0-.1-----–--–-
მოქალაქეობა: ს----------–-----------–---
განათლება: ს-–----–----------–-----------
ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–-
რეგისტრაციის მისამართი: ქ--------------------------------
მცხოვრები: ქ---------------–---–---–---------
ნასამართლობა: ნ----------–---------------
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239--ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილი.
2. ბრალდებული: გ----------–-
მამის სახელი: გ------
პირადი ნომერი: 6----------
დაბადების თარიღი: 2-.0-.1-----–--–-
მოქალაქეობა: ს----------–-----------–---
მცხოვრები: ქ--------------------–---–-----------------
ნასამართლობა: ნ----------–---------------
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239--ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილი.
3. ბრალდებული: ი-----–---------–---
მამის სახელი: თემური
პირადი ნომერი: 61---------
დაბადების თარიღი: 14.02.1--- წელი
მოქალაქეობა: ს----------–-----------–---
მცხოვრები: ქ.---------------------–-------------------
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239--ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილი.
4. ბრალდებული: დ----------------
მამის სახელი: ჯ--------
პირადი ნომერი: 6----------
დაბადების თარიღი: 25.07.1-----–--–-
მოქალაქეობა: ს----------–-----------–---
ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-
მცხოვრები: ხ--–------------------------–--------
ნასამართლობა: ნ----------–---------------
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239--ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილი.
[აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი]
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1 ი-----–---------–---- ბრალად ედება ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით.
1.2 გ----------–- ბრალად ედება ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით.
1.3 დ----------------- ბრალად ედება ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით.
1.4. ი-------------ს ბრალად ედება ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით.
1.5 ი-----–---------–----- გ----------–-ს, დ------------------------------------- ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2----–-–-------------, დაახლოებით 18 საათზე, ქ. ბ------–---------------–---–---–----------- საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ---------–---- სანთებელა მოსთხოვა ი-----–---------–---მ, ხოლო უარის მიღების შემდგომ ეს უკანასკნელი განაწყენდა და დატოვა იქაურობა. მცირე ხნის შემდგომ აღნიშნულ მისამართზე, ი-----–---------–--- დაბრუნდა დ-----------------თან, ი-------------სთან და გ------ ჯ-–---- ერთად. ი-----–---------–---- გ----------–-, დ---------------- და ი------------- წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ხულიგნობის მიზნით შეიარაღდნენ იქვე ქვაფენილზე არსებული ქვის სამშენებლო ფილებით და აღნიშნული იარაღად მომარჯვებული საგნების, ასევე ხელებისა და ფეხების გამოყენებით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს დ---------–---- და მის დასახმარებლად მისულ ამ უკანასკნელის შვილს - შ--–------–----- თავდამსხმელები დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, ძალადობისა და ძალადობის მუქარით გამოხატავდნენ საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, რითაც მყუდროება დაერღვა იქ მყოფ საზოგადოებასა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, შემთხვევის ადგილზე შეგროვდა ოცდაათამდე მოქალაქე, ხოლო ი-----–---------–---- გ----------–-, დ---------------- და ი------------- შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
2. სასამართლო სხდომებზე ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად იქნა გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებები:
2.1 მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის, დ---------–---- ჩვენების თანახმად, 2----–-–------------- იმყოფებოდა სახლში. მოხელე ყავდა და აკეთებდა ბეტონის ღობეს. სილა გარედან შემოჰქონდა. დაახლოებით 5 საათზე გასული იყო სილის შემოსატანად. გვერდზე ორსართულიანი სახლებია. შუაში ორი პირი იდგა. ერთმა მათგანმა უთხრა - ,,სიგარეტზე მომიკიდეო", რაზეც უპასუხა, რომ სიგარეტი არ ქონდა. ,,საჟიგალკა ხომ არ გაქვსო, მომიკიდეო'', პასუხად უარი მიიღო, რის შემდეგ იმ პირმა უხეშად მიმართა ,,რატომ არ გაქვსო". ,,თავისუფალი ხარ ჩემგან თქო" უპასუხა და ერთმანეთს დაშორდნენ. ვინც სანთებელა მოსთხოვა, იმ დროს არ იცნობდა, მაგრამ შემდგომში ამოიცნო ა------–---- მეორედ რომ გამოვიდა, გარეთ ორი მოხუცი ქალი იჯდა. ურიკის დატვირთვა დაიწყო. ამ დროს უკნიდან მოხვდა ბლაგვი საგნი და წაიქცა. წაქცევის მერე დაინახა ოთხი პირი, რომლებიც მას ურტყამდნენ. საშველად დაუძახა შვილს, რომელიც გამოვიდა და მათკენ წავიდა. მეუღლეც გამოვიდა. თავს იცავდა ძირს დაგდებული. შვილი მიეხმარა წამოდგომაში და ჩაერთო ჩხუბში, რომელიც დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა. ქუჩა ხალხით გაივსო. დაზიანებების მიხედვით მიხვდა, რომ ქვები გამოიყენეს. შვილს თავიდან სისხლი მოსდიოდა. ქვები ყველას ეჭირა ხელში. ქუჩაში აგებდნენ ქვაფენილს, დარჩენილი ქვები ეყარა ძირს და ეს ქვები ეჭირათ ხელში. იყო გინება. დარწმუნებულია, რომ ოთხივე პირმა სცემა ქვებით. იმგვარი დაზიანება მიიღო, რომ დიდხანს სტკიოდა. ქვების აღების მომენტი არ დაუნახავს. ი----- ზ------ ახლობლებმა ბოდიში მოიხადეს და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. როგორც ჩანს ინანიებენ ჩადენილს.
2.2 მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის, შ--–-------–---- ჩვენების თანახმად, 2----–-–------------- იმყოფებოდა საკუთარ სახლში ქ---------–---------------–---–---------ში, სადაც ბაღისათვის აკეთებდნენ ღობეს. მამას ურიკით მეზობლის სახლთან დაყრილი ქვიშა შემოჰქონდა. მამა მეორედ გავიდა ქვიშის შემოსატანად. ცოტა ხანში რაღაც ხმა შემოესმა. იცნო მამის ხმა და გავიდა ქუჩაში. თავიდან ვერ მიხვდა რა ხდებოდა. მერე დაინახა ძირს დაგდებული მამა, რომელსაც ოთხი პირი ურტყამდა ფეხებით. იყო ყვირილი და გინება. გაეშურა დასახმარებლად. დაიწყო ხელჩართული ჩხუბი. მამაც დაეხმარა. დედაც გამოვიდა და მეზობლებმაც მოიყარეს თავი. თავდამსხმელებმა ჩხუბში გამოიყენეს იქ დაყრილი ფილები, მაგრამ არ დაუნახავს ვინ დაარტყა. ჩხუბის შემდეგ ნახა, რომ სისხლი მოსდიოდა თავიდან. იმ ოთხი პირიდან არცერთს მანამდე არ იცნობდა. ჩხუბის დროს დაინახა პირველად მათი სახეები და შემდეგ ამოიცნო ფოტოსურათებით. პიროვნულად ამოიცნო ზ-----. როგორც მამამ უთხრა, ჩხუბის მიზეზი სანთებელას თხოვნა იყო.
2.3 მოწმე ქ-----------–---- ჩვენების თანახმად, 2----–-–-------------, საღამოს დაახლოებით 5 საათზე დაბრუნდა სახლში. ეზოში იყვნენ მშობლები და ძმა. ავიდა მე-2 სართულზე დაიწყო ფილმის ყურება. რამდენიმე წუთში გაიგონა მამის ხმა, რომელიც მის ძმას მოუხმობდა საშველად. გარეთ გაიხედა და დაინახა მამა, რომელიც წაქცეული იყო და ოთხი ადამიანი ურტყამდა ხელებს და ფეხებს. ამ დროს ძმა გავიდა, აიღო იქვე დაგდებული ბარი და დაიწყო თავდამსხმელების მოგერიება. დედაც გავიდა და დაიწყო მათი გაშველება. ყვირილზე სამეზობლო გამოვიდა გარეთ. მამა ცდილობდა რომელიმე დაეჭირა, მაგრამ ერთმანეთს დაეხმარნენ და გაიქცნენ. ჩხუბის დროს ოთხივეს ეჭირა ხელში ქვები. დაინახა როგორ ჩაარტყეს მის ძმას ქვა, მაგრამ რომელმა ჩაარტყა არ შეუნიშნავს. პერიოდულად ხედავდა ქვებს სხვადასხვა პირის ხელში. მამამისათვის ქვის ჩარტყმა არ დაუნახავს. ჩხუბის მიზეზი, სანთებელას თხოვნა გახდა.
2.4 მოწმე გ---–------------------ ჩვენების თანახმად, 2----–-–------------- იმყოფებოდა სახლში. მეუღლემ გარედან ურიკით სახლის ეზოში სილის შემოტანა დაიწყო. მეორე გასვლაზე, რომ გავიდა, ამ დროს ყავას ადუღებდა და მეუღლის ყვირილის ხმა შემოესმა ,-–--–-- დამეხმარეო“. შემდეგ ქალიშვილის კივილი შემოესმა. გარეთ გავიდა. ქმარი ზურგით იწვა მომხდურებს იგერიებდა. ორი პირი მას სცემდა. შვილთან მივიდა, რომელიც სისხლიანი იყო და ნიჩბით იგერიებდა მომხდურებს. შუაში ჩადგა, ეკითხებოდა ვინ იყვნენ და რა უნდოდათ, თან ეხვეწებოდა, რომ წასულიყვნენ. ადგილზე ხალხი იყო მოგროვებული. ახლო მეზობლები ყველანი იყვნენ შეკრებილი. მისი მისვლის მიუხედავად არაფერი შეცვლილა, ქმარს ისევ სცემდნენ, მაგრამ მთელი ყურადღება შვილზე ჰქონდა გადატანილი. ჩხუბი 5-7 წუთი გაგრძელდა. ქვა ორი პირის ხელში დაინახა.
2.5 მოწმე ო-–----------- ჩვენების თანახმად, 2----–-–------------- სახლში იყო. ეზოდან ხმაური გაიგო და გავიდა გარეთ. დაინახა ჩხუბი მიდიოდა. დ---------–---- ურტყამდნენ. მეზობლები იყვნენ მოგროვებული. მისი ცოლიც იყო. ყვირილის და გინების ხმა იყო. დ---------–---- 3-4 კაცი ურტყამდა. მათ ხელში რაღაც ეჭირათ, მაგრამ რა ეჭირათ არ იცის ზუსტად. მეზობელების ნაწილი ადგილზე დახვდა, ნაწილი შემდეგ მივიდა. მეზობლები შეწუხებულები იყვნენ. მეუღლე ტიროდა და ყვიროდა. შ--–--- სისხლი მოსდიოდა. არ გასულა 2 წუთი და გაიქცნენ სუ-–--------ს მიმართულებით. თავდამსხმელები ვინ იყვნენ არ იცის. არც ჩხუბის მიზეზი იცის.
2.6 მოწმე შ---------–------- ჩვენების თანახმად, 2----–-–------------- იმყოფებოდა ოჯახში. შვილიშვილებს მეთვალყურეობდა. ეზოდან მოესმა გინების ხმა. გაიხედა გარეთ. გაიგო, რომ ჩხუბი იყო. ბავშვი აიყვანა და ეზოში გავიდა. ადგილზე ნახა მეზობლები, მათ შორის ა------ დ---------------–---–---–--–--- და სხვები. გაიგო, რომ ვიღაცეებს დ---------–----თან და მის შვილთან ჰქონიათ კონფლიქტი და გაქცეულან.
2.7 20-8 წლის 2- მარტის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა პირმა დ---------–---- ფოტოსურათით ამოიცნო დ-------------------------------- რომელმაც 20-8 წლის 1--------------------–---------------–---–-ს ქუჩაზე სხვა პირებთან ერთად მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
2.8 20-8 წლის 2- მარტის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა პირმა დ---------–---- ფოტოსურათით ამოიცნო გ------ გ------ს ძ-----–-, რომელმაც 20-8 წლის 1--------------------–---------------–---–-ს ქუჩაზე სხვა პირებთან ერთად მას და მის შვილს, შ--–------–---ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
2.9 20-8 წლის 2- მარტის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა პირმა დ---------–---- ფოტოსურათით ამოიცნო ი-----–-----------------------–---- რომელმაც 20-8 წლის 1--------------------–---------------–---–-ს ქუჩაზე სხვა პირებთან ერთად მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
2.10 20-8 წლის 27 მარტის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა პირმა დ----------–---მ ამოიცნო ი-------------, რომელმაც 2----–-–------------- ქ---------–----------------–---–-ს ქუჩაზე სხვა პირებთან ერთად მას და მის შვილს შ--–------–---ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
2.11 20-8 წლის 2- მარტის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა პირმა შ--–------–---მ ფოტოსურათით ამოიცნო დ-------------------------------- რომელმაც 20-8 წლის 1--------------------–---------------–---–-ს ქუჩაზე სხვა პირებთან მას და მის მამას, დ---------–---- მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
2.12 20-8 წლის 2- მარტის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა პირმა შ--–------–---მ ფოტოსურათით ამოიცნო გ------ გ------ს ძ-----–-, რომელმაც 20-8 წლის 1--------------------–---------------–---–-ს ქუჩაზე სხვა პირებთან ერთად მას და მის მამას, დ---------–---- მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
2.13 20-8 წლის 2- მარტის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა პირმა შ--–------–---მ ფოტოსურათით ამოიცნო ი-----–-----------------------–---- რომელმაც 20-8 წლის 1--------------------–---------------–---–-ს ქუჩაზე სხვა პირებთან ერთად მას და მის მამას, დ---------–---- მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
2.14 20-8 წლის 27 მარტის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა პირმა შალვა აბაშიძემ ამოიცნო ი----- მ------ს ძ---------- რომელმაც 2----–-–------------- ქ---------–----------------–---–-ს ქუჩაზე სხვა პირებთან ერთად მას და დ---------–---- მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
2.15 სამედიცინო ექსპერტიზის 20-8 წლის 0-------------------- დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით, დ---------–---- აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთის და ნაჭდევების სახით სხეულის სხვადასხვა მიდამოში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
2.16 სამედიცინო ექსპერტიზის 20-8 წლის 0-------------------- დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმებისა და სამედიცინო საბუთების მონაცემებით, შ--–------–---ს აღენიშნებოდა დაჟეჟილი ჭრილობა თხემის არეში ოდნავ მარცხნივ. დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
დასკვნების სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-----------------–---
2.17 ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის 20-8 წლის 2-----–---------------- დასკვნის თანახმად, ქვაფენილის ფილაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო მბზინავი ზედაპირის მქონე ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის შ--–------–-----
დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-------------------–-----
3. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება
3.1 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ი-----–---------–---მ ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
3.2 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გ------ ჯ-–-ა ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
3.3 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ დ----------------მ ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
3.4. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ი-------------მ ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
3.5 ი-----–---------–----- გ----------–-ს, დ------------------------------------- ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2----–-–-------------, დაახლოებით 17 საათზე, ქ. ბ------–---------------–---–---–----------- მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ---------–---- სანთებელა მოსთხოვა ი-----–---------–---მ, ხოლო უარის მიღების შემდგომ ეს უკანასკნელი განაწყენდა და დატოვა იქაურობა. მცირე ხნის შემდგომ აღნიშნულ მისამართზე, ი-----–---------–--- დაბრუნდა დ-----------------თან, ი-------------სთან და გ------ ჯ-–---- ერთად. მათ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ხელებისა და ფეხების გამოყენებით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს დ---------–---- და მის დასახმარებლად მისულ ამ უკანასკნელის შვილს - შ--–------–----- თავდამსხმელები დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, ძალადობით და გინებით გამოხატავდნენ საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, რითაც მყუდროება დაერღვა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს. შემთხვევის ადგილზე შეგროვდნენ მოქალაქეები, რა დროსაც ი-----–---------–---- გ----------–-, დ---------------- და ი------------- განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს. ი-----–---------–---- გ----------–-, დ---------------- და ი------------- შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
3.6 სასამართლო განმარტავს, რომ ხულიგნობა ჩადენა ძირითადად ყოველგვარი საბაბის გარეშე ან სრულიად უმნიშვნელო საბაბით ხდება. ხულიგნობის დროს აგრესიული ქმედების ჩადენას ადგილი აქვს მაშინ, როცა დაზარალებულს თავისი ქცევით, მის მიმართ აგრესიული ქმედების განხორციელებისათვის არავითარი საბაბი არ მიუცია, ანდა ეს საბაბი იმდენად უმნიშვნელოა (მაგალითად, ცუდი თვალით შეხედვა, ასანთის არქონა), რომ ადამიანში არ იწვევს საპასუხოდ აგრესიული და ძალადობრივი ქმედების განხორციელებას.
ხულიგნობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, ხულიგნობისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი. მისი დამატებითი ობიექტია ადამიანის ხელშეუხებლობა, მისი ჯანმრთელობა და საკუთრების უფლება. ობიექტური მხრივ ხულიგნობა არის ქმედება, რომელსაც ახასიათებს შემდეგი ნიშნები:
ა) პირმა უხეშად უნდა დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი, რაც გამოიხატება იმაში, რომ ხულიგნობის ჩადენას ადგილი აქვს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას (მაგალითად, ქუჩაში, სტადიონზე, კინოში, თეატრში).
ბ) ქმედება უნდა გამოხატავდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, რაც გამოხატულებას პოვებს იმაში, რომ ხულიგნობის ჩამდენ პირს სურს დაუპირისპირდეს საზოგადოებას და დაანახოს მას, რომ იგი არაფრად არ აგდებს საზოგადოებაში გაბატონებულ ზნეობრივ ნორმებს და რომ იგი ყოველთვის ისე იქცევა როგორც მას სურს. თავისი ამ განწყობის დემონსტრირებისათვის პირი სჩადის ისეთ ქმედებას, რითაც გარშემო მყოფთათვის აშკარა, რომ პირი იგნორირებას უკეთებს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს.
გ) ქმედება ჩადენილი უნდა იყოს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ძალადობაში იგულისხმება ისეთი აგრესიული ქმედება, როგორიცაა ცემა (დამნაშავე დაზარალებულს ურტყამს რამდენჯერმე ხელების და ფეხების გამოყენებით) და ფიზიკური ძალადობის ისეთი აქტები, როგორიცაა - ხელის გარტყმა, ხელის კვრა, შებოჭვა, ხელის, კისრის ან სხვა ორგანოს გადაგრეხა, რაც ფიზიკურ ტკივილს აყენებს დაზარალებულს ან რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მსუბუქი დაიზანება.
გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ 20-1 წლის 1--------------------–---------------–---–-ს შესახვევის N9-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულების - ი-----–---------–----- გ----------–-ს, დ------------------------------------- ერთობლივი მოქმედებით უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი, რაც გამოიხატა საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე დ----------–--–------–------- ცემასა და გინებაში.
ბრალდებულების ქმედება გამოხატავდა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ვინაიდან ხულიგნობის ჩადენის ადგილას არის საცხოვრებელი სახლები, ხოლო ჩხუბმა და გინებამ შეაწუხა იქ მაცხოვრებლები, დაურღვია მყუდროება. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულების ქცევა გამოირჩეოდა განსაკუთრებული ცინიზმით და თავხედობით. ისინი იმდენად აგრესიულები იყვნენ, რომ მიუხედავად ჩხუბის ადგილზე დაზარალებულ დ---------–---- მეუღლის მისვლისა და მისი თხოვნისა შეეწყვიტათ ძალადობა, კვლავ განაგრძობდნენ დ----------–--–------–------- ფიზიკურ შეურაცხყოფას.
დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად დასტურდება, რომ ჩხუბში მონაწილე პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობას, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ბრალდებულები ხელებით და ფეხებით ურტყამდნენ დავით და შ--–------–---ებს.
3.7 სასამართლო განმარტავს, რომ ,,წინასწარ შეკავშირებაში“ არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა. მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია, საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულება, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში გამოიხატოს.
მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ დ---------–---- ჩვენებით ირკვევა, რომ ი-----–---------–---მ სანთებელა მოსთხოვა დ---------–----. უარის მიღების შემდეგ განაწყენებული წავიდა და უკან დაბრუნდა გ------ ჯ-–----, დ-----------------თან და ი-------------სთან ერთად ანუ ბრალდებულები ერთად მიდიან შემთხვევის ადგილას და ერთობლივად იწყებენ დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელებას, რაც ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ი-----–---------–---- გ----------–-, დ---------------- და ი------------- მოქმედებდნენ წინასწარი შეთანხმებით.
სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე განახორციელეს ხულიგნობის ობიექტური შემადგენლობა.
4. კვალიფიკაციის შეცვლა
4.1 მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ ბრალდებულებმა - ი-----–---------–---მ, გ------ ჯ-–--- დ----------------მ და ი-------------მ ჩაიდინეს ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მაგრამ არ დგინდება, რომ ბრალდებულების მიერ ხულიგნობა ჩადენილია იარაღად სხვა საგნის გამოყენებით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ამავე მუხლის 1-ლი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით. ამ შემთხვევაში ხულიგნობის ჩამდენი ძალადობას ან ძალადობის მუქარას სჩადის ცეცხლსასროლი იარაღის ან სხვა საგნის გამოყენებით. იარაღად შეიძლება იქნეს გამოყენებული ნებისმიერ საგანი, რითაც შეიძლება ადამიანი ან ქონება დაზიანდეს, მაგალითად: ცივი იარაღი, რკინის ჯოხი, ქვა და სხვ.
დაზარალებულ დ---------–---- ჩვენების თანახმად, ,,დარწმუნებულია, რომ ოთხივე პიროვნებამ სცემა ქვებით. დაზიანებების მიხედვით მიხვდა, რომ ქვები გამოიყენეს'', დაზარალებულ შალვა აბაშიძის ჩვენების თანახმად, ,,ჩხუბში გამოიყენეს იქ დაყრილი ფილები, მაგრამ არ დამინახავს ვინ დამარტყა'', მოწმე გ---–------------------ ჩვენების თანახმად ,,ორს ეჭირა აგური“ მოწმე ქ-----------–---- ჩვენების თანახმად, ,,ჩხუბის დროს ოთხივეს ეჭირა ხელში ქვები. ისიც დავინახე როგორ ჩაარტყეს ჩემს ძმას. რომელმა ჩაარტყა არ შემინიშნავს. პერიოდულად ვხედავდი ქვებს სხვადასხვა პირის ხელში“. მამაჩემისათვის ქვის ჩარტყმა არ დამინახავს.'' მოწმე ო-–----------- ჩვენების თანახმად, ,,დ---------–---- 3-4 კაცი ურტყამდა. ხელში რაღაც ეჭირათ, მაგრამ რა ეჭირათ არ ვიცი ზუსტად.’’
აღსანიშნავია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა 2 ფილა და 1 რიყის ქვა, რომლებზეც ბრალდებულების დნმ-ის ან სხვა რაიმე კვალი არ იქნა აღმოჩენილი.
ამდენად, ვერ დგინდება იმ ბრალდებულის (ბრალდებულების) ვინაობა, ვინც ძალადობის განხორციელებისას იარაღად გამოიყენა რაიმე საგანი (მოწმეთა ჩვენებებში საუბარია ზოგადად ქვის გამოყენებაზე).
4.2 საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც გულისხმობს მტკიცებულებათა საკმარისად ცხად, ძლიერ და ურთიერთშეთავსებად ხასიათს ან ერთმანეთის მსგავს გაუქარწყლებელ ფაქტთა თანაარსებობას. შესაბამისად, „In dubio pro reo” პრინციპის საფუძველზე, დ------------------ ი----- ზ------- გ----------–-ს და ი-----–---------–---- მიერ ბრალად შერაცხული ქმედების იარაღად სხვა საგნის გამოყენებით ჩადენის ეჭვი ბრალდებულების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
ამდენად, დ------------------ ი----- ზ------- გ----------–-ს და ი-----–---------–---- ქმედებები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილიდან, უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
5.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.
5.2 ი-----–---------–---- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. გამონაკლის შემთხვევაში პირობითი მსჯავრი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მოადგილესთან.
ვინაიდან სახეზეა დანაშაულის რეციდივი, ასევე დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში, ხოლო ბრალდებული ძებნილია და თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას, სასამართლო თვლის, რომ ი-----–---------–---- სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით.
ამასთანავე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ი-----–---------–---- მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 20-6 წლის 25 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ი-----–---------–---- სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
სასამართლო თვლის, რომ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 20-6 წლის 25 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 0- (ექვსი) თვის ვადით და ი-----–---------–---- სასჯელი განესაზღვროს განაჩენთა ერთობლიობის წესით.
5.3 გ----------–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ქმედების ხასიათს და იმ გარემოებას, რომ ბრალდებული ძებნილია და თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას და თვლის, რომ გ----------–- უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 03 წლის ვადით.
5.4 დ----------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ქმედების ხასიათს და იმ გარემოებას, რომ ბრალდებული ძებნილია და თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას და თვლის, რომ დ----------------- უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 03 წლის ვადით.
5.5 ი----- ზ------ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ქმედების ხასიათს და ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებელს (არ არის ნასამართლევი) და თვლის, რომ ი----- ზ-----ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელის მინიმუმი - თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით.
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი-----–---------–---- ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილიდან, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.
2. ი-----–---------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ი-----–---------–---- მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 20-6 წლის 25 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 20-6 წლის 25 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 0- (ექვსი) თვის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით ი-----–---------–---- საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 0- (ექვსი) თვის ვადით.
5. მსჯავრდებულ ი-----–---------–---- სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან და დაკავებისთანავე მოთავსებულ იქნეს სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
6. ი-----–---------–---- მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 31 მარტის განჩინებით, შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
7. გ----------–-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილიდან, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.
8. გ----------–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
9. მსჯავრდებულ გ----------–- სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან და დაკავებისთანავე მოთავსებულ იქნეს სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
10. გ----------–-ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 31 მარტის განჩინებით, შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
11. დ----------------- ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილიდან, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.
12. დ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
13. მსჯავრდებულ დ----------------- სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან და დაკავებისთანავე მოთავსებულ იქნეს სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
14. დ----------------- მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 31 მარტის განჩინებით, შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
15. ი----- ზ------ ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილიდან, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.
16. ი------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
17. ი-------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 20-8 წლის 27 მარტიდან.
18. ი----- ზ------ მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 28 მარტის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
19. ნივთმტკიცებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა ერთ ცალ TDK დისკზე, სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ ცალ CDR დისკზე - შენახულ იქნეს საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული - „ღია ცისფერი პირსახოცი“ - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული - „ორი ცალი ოთხკუთხა ქვაფენილის ქვა“ და „რიყის ქვა“ - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
20. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
21. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
22. მსჯავრდებულების გ------ ჯ-–-ს, დ-----------------ა და ი-----–---------–---- მიერ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით მისი სათანადო ორგანოებში გამოცხადების ან დაპატიმრების მომენტიდან ერთი თვის ვადაში, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე ლევან გელოვანი