სასამართლოს, მხარეთა მოთხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია დაადგინოს იმ ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებების ადგილზე დათვალიერება და გამოკვლევა, რომელთა წარდგენაც სასამართლოში ამა თუ იმ მიზეზის გამო შეუძლებელი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი · რედაქცია 09.12.2025
მუხლი 120. ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებების ადგილზე დათვალიერება
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლი · სსსკ 120
თავი XV — ადგილზე დათვალიერება
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-120-2021
ნივთიერი მტკიცებულებების ადგილზე დათვალიერება ჩაეტარებინა ( სსსკ-ის 120-ე მუხლი), თავისი ინიციატივით დაედგინა ადგილზე დათვალიერება ( სსსკ-ის 159-ე მუხლი), რისთვისაც იხელმძღვანელებდა სსსკ-ის XV თავით დადგენილი წესით;
- საქმე №ბს-578(კ-20)
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, სსსკ-ის 120-ე მუხლის თანახმად, სახეზეა გარემოება, რომელიც მოსარჩელეს თავისი ნების საწინააღმდეგოდ არ აძლევს ვალდებულების შესრულების შესაძლებლობას.
- საქმე №ას-331-2019
ამასთან, საკასაციო პალატა სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენისთვის საკმარისად არ თვლის მხოლოდ საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებათა გამოკვლევა-შეფასებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნულის პარალელურად სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 120-ე მუხლის საფუძველზე [სასამართლოს, მხარეთა მოთხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია დაადგინოს იმ ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებების ადგილზე დათვალიერება…
- საქმე №ას-889-829-2017
…ეს ფაქტი ვერ აქარწყლებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ მას სხვა მისასვლელი არ გააჩნია, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი ნახაზებით, ასევე, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებითა და ადგილზე დათვალიერების ოქმით (სსსკ-ის 120-ე და 122-ე მუხლების თანახმად, სასამართლოს, მხარეთა მოთხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია, დაადგინოს იმ ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებების ადგილზე დათვალიერება და გამოკვლევა, რომელთა წარდგენაც სასამართლოში ამა თუ იმ მიზეზის გამო შეუძლებელია.
- საქმე №ას-840-791-2015
აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხემ 2015 წლის 22 იანვრის სხდომაზე წარადგინა შუამდგომლობა, რომელიც ადგილზე თათბირით არ დააკმაყოფილა სასამართლომ და მოტივაცია დააფუძნა სსსკ-ის 372-ე, 120-ე მუხლებს, ამასთან, სასამართლომ არც ის გამორიცხა, რომ არსებითი განხილვის შედეგად, თუკი საჭირო გახდებოდა, საკუთარი ინიციატივით დანიშნავდა ადგილზე დათვალიერებას,…
- საქმე №ას-24-24-2016
- საქმე №ას-873-835-2014
- საქმე №ას-631-597-2015
- საქმე №ას-25-22-2015
- საქმე №ას-1217-1158-2014
- საქმე №ას-836-794-2013
- საქმე №ას-965-906-2012
- საქმე №ას-328-313-2012
- საქმე №ას-948-1151-08
- საქმე №3გ/ად-7-კ
- საქმე №080210016001452847
- საქმე №010210016001518406
- საქმე №330210019003041072
- საქმე №330310018002479633
მეზობელი მუხლები
- მუხლი 114. სპეციალისტის მონაწილეობა მტკიცებულებათა უზრუნველყოფის დროს
- მუხლი 115. მხარეთა მონაწილეობა მტკიცებულებათა უზრუნველყოფაში
- მუხლი 116. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის წესით შეკრებილი მასალების სასამართლოში გადაგზავნა
- მუხლი 117. მტკიცებულებათა განმეორებითი ან დამატებითი უზრუნველყოფა
- მუხლი 118. მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესი
- მუხლი 119. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ გამოტანილი განჩინების გასაჩივრება
- მუხლი 121. სასამართლოს განჩინება ადგილზე დათვალიერების შესახებ
- მუხლი 122. ადგილზე დათვალიერების ჩატარება
- მუხლი 123. სპეციალისტის მონაწილეობა ადგილზე დათვალიერებაში
- მუხლი 124. დათვალიერებაში მონაწილე პირთა უფლება- მოვალეობები
- მუხლი 125. დათვალიერების ოქმის შინაარსი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 120, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-120/