მუხლი 117. მტკიცებულებათა განმეორებითი ან დამატებითი უზრუნველყოფა
თავი XIV — მტკიცებულებათა უზრუნველყოფა
1. მხარეებს, იმისგან დამოუკიდებლად, მონაწილეობდნენ თუ არა ისინი მტკიცებულებათა უზრუნველყოფაში, უფლება აქვთ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და მიუთითონ იმ ხარვეზებზე, რომლებსაც, მათი აზრით, ადგილი ჰქონდა უზრუნველყოფის დროს.
2. საქმის განხილვის დროს სასამართლოს შეუძლია დაადგინოს მტკიცებულებათა დამატებითი ან განმეორებითი უზრუნველყოფ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
…საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 395-ე მუხლით, 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად; 2. ვ. კ-ის…
საქმე №ას-258-516-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.04.2008
…მქონე მტკიცებულებების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას მტკიცებულებათა დამატებით ან განმეორებით უზრუნველყოფის თაობაზე, პალატა განმარტავს რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 117-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებათა დამატებითი და განმეორებითი უზრუნველყოფა სასამართლოს შეუძლია დაადგინოს საქმის განხილვის დროს და არა…
საქმე №3გ-ად-131-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.10.2002
…თანხის გადახდევინებისათვის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადებას, 1997წ. დეკემბრისათვის არ მოქმედებდა. ამასთანავე, საგადასახადო ინსპექციის ოპერატიულ სამმართველოს ასეთი უფლებამოსილება, როგორც მოკვლევის ორგანოს, მინიჭებული ჰქონდა სსსკ 117 მუხლით, რომლის თანახმად, გამომძიებელს ეჭვმიტანილის ქონების დაყადაღება შეეძლო მოსამართლის დადგენილების საფუძველზე, რასაც ადგილი არ ჰქონია. საოლქო სასამართლოს…