მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით განცხადებულ შუამდგომლობაში უნდა აისახოს:

ა) მტკიცებულებანი, რომელთა უზრუნველყოფაც აუცილებელია;

ბ) გარემოებანი, რომელთა დასადასტურებლადაც საჭიროა ეს მტკიცებულებანი;

გ) მიზეზები, რომლებმაც აიძულა განმცხადებელი მიემართა შუამდგომლობით მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ;

დ) მოწინააღმდეგე მხარის გვარი, სახელი და მისამართი, თუ განცხადება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ შეტანილია სასამართლოში საქმის აღძვრამდე და განმცხადებელმა იცის, თუ ვინ შეიძლება იყოს მოწინააღმდეგე მხარ