მუხლი 109. შუამდგომლობა მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ
თავი XIV — მტკიცებულებათა უზრუნველყოფა
1. იმ პირს, რომელსაც საფუძველი აქვს იფიქროს, რომ მისთვის საჭირო მტკიცებულებათა წარდგენა შემდგომში შეუძლებელი ან ძნელი გახდება, შეუძლია სთხოვოს სასამართლოს ამ მტკიცებულებათა უზრუნველყოფა.
2. მტკიცებულებათა უზრუნველყოფა დასაშვებია სასამართლოში საქმის აღძვრამდე
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(9)
საქმე №ას-1143-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.11.2025
…დასაბუთებას. 15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინებით რამდენად მართლზომიერად ეთქვა უარი მხარეს მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. 16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირს, რომელსაც საფუძველი აქვს იფიქროს, რომ მისთვის საჭირო მტკიცებულებათა წარდგენა…
…ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 21.05.2013 წლის საოქმო განჩინების უსწორობასთან დაკავშირებით და აღნიშნულთან მიმართებით, იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე, 109-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან ექსპერტიზის დანიშვნის აუცილებლობა, რადგან საქმეში…
…162-ე მუხლის საფუძველზე ექსპერტიზის დანიშვნა, ამავე კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად მოსამართლე ი.პ-ძის საქმის განხილვისაგან ჩამოშორება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოსამართლე ი.პ-ძის მიერ ი.ა-შვილისა და ენერგოკომპანიის საქმეზე მიღებული განჩინების გამოთხოვა, კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით…
საქმე №ას-258-516-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.04.2008
…სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ა. გ-შვილის და ვ. გ-ის, უფლებამონაცვლე ნ.გ-ის სარჩელი. აღნიშნულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირს, რომელსაც საფუძველი აქვს იფიქროს, რომ მისთვის საჭირო მტკიცებულებათა წარდგენა…
…გაჭიანურებისაკენ, ხოლო მისი ავტორის მოთხოვნა, თავისი შინაარსით, არსებითად წარმოადგენდა არა მტკიცებულებათა უზრუნველყოფის, არამედ მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობას, რის გამოც ხსენებული შუამდგომლობა არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს _ სამართლებრივად დაუსაბუთებელი იყო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ…