განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050310017002210895 (3/ბ-220-2018წ.)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 ოქტომბერი 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი)
გოჩა აბუსერიძე, მურთაზ მეშველიანი
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური
მესამე პირები - კ------- ქ------ე, ლ----- ი-----–---ი, ლ------------ე (ლ------------ის მხარდამჭერი - გ-- კ--------ე);
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2017 წლის 12 დეკემბერს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოპასუხე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ და მოითხოვა მ------ ი-----–---ის მიმართ მამობის დადგენისა და მისთვის სახელისა და გვარის ცვლილების შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2017 წლის 0-------------ს გაცემული სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობა და მ------ ი-----–---ის მიმართ მამობის დადგენამდე არსებული მონაცემების აღდგენა, კერძოდ მამობის დადგენის აქტის ჩანაწერიდან მამის, კ------- ქ------ის ამორიცხვა, მ------ ი-----–---ისათვის მინიჭებული სახელისა და გვარის თ---–- ქ------ის გაუქმება, ბავშვისათვის პირვანდელი სახელისა და გვარის, მ------ ი-----–---ის, დაბრუნება.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს წარმოებაში აქვს მინდობით აღზრდაში მყოფი მცირეწლოვან მ------ ი-----–---ის (პ/ნ 3---------- დაბ. 1--------- წ. ) საქმე. ბავშვის დაბადების მოწმობით ირკვევა, რომ მ------ ი-----–---ის პირადი ნომერია 3---------- ხოლო დაბადების თარიღი - 1--------- წ. დედად მითითებულია - ლ------------ე (პ/ნ 3----------), რომელიც სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდაჭერის მიმღებ პირად და მას დანიშნული ჰყავს მხარდამჭერი სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის, არასრულწლოვანი მშვილების უფლებების დაცვასთან და მათი გაშვილების პროცედურებთან დაკავშირებით. ბავშვის დაბადების მოწმობაში მამად ფიქსირდებოდა ლ---- ი-----–---ი (პ/ნ 4----------).
2017 წლის 1-------------ს სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს, როგორც მეურვეობის და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს, განცხადებით მიმართა მოქალაქე კ------- ქ------ემ (პ/ნ 3---------- მცხ. ოზურგეთის რაიონი სოფ. დ-------) რომელიც განცხადებაში აღნიშნავდა, რომ მას და ლ------------ეს შეეძინათ შვილი, რადგან ლ------------ე იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში ლ---- ი-----–---თან, ბავშვის მამად დაბადების მოწმობაში დაფიქსირდა ლ------------ის კანონიერი მეუღლე, ხოლო შემდეგ, კ------- ქ------ემ დაიდგინა მამობა მ------ ი-----–---ის მიმართ და შეუცვალა სახელი და გვარი. აღნიშნულზე წარმოადგინა მამობის დადგენის დამადასტურებელი მოწმობა და დაბადების მოწმობა, რომლებიდანაც ირკვეოდა, რომ მ------ ი-----–---ის და თ---–- ქ------ის პირადი ნომერი და დაბადების თარიღი იყო ერთი და იგივე, ხოლო სახელი და გვარი შეცვლილი იყო, კერძოდ, დაბადების მოწმობაში მითითებული იყო თ---–- ქ------ე, მამის გრაფაში ფიქსირდებოდა კ------- ქ------ე, დედის გრაფაში - ისევ ლ------------ე.
იმის გათვალისწინებით, რომ მ------ ი-----–---ი, იგივე თ---–- ქ------ე არის სახელმწიფო მზრუნველობაში და ბავშვს კანონიერ წარმომადგენლობას უწევს სახელმწიფო, სამოქალაქო რეესტრს წერილობით მიმართეს ეცნობებიათ თუ რის საფუძველზე მოხდა ბავშვის მამობის დადგენა და მისთის სახელისა და გვარის შეცვლა, ადმინისტრაციულ წარმოებას ესწრებოდა თუ არა ლ-------------ე თავის მხარდამჭერთან ერთად, რომელსაც მინიჭებული ჰქონდა უფლება ლ------------ის არასრულწლოვანი შვილების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. სახელმწიფო სერვისების განვითარების საგენტოს ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან 2017 წლის 1--------------ს მიიღეს N1-------- წერილი საიდანა გაირკვა, რომ მამობის დადგენის რეგისტრაციის თაობაზე ერთობლივად მიმართეს ლ------------ემ და კ------- ქ------ემ, რომლებმაც ითხოვეს მათი არასრულწლოვანი შვილისთვის, თ---–- ქ------ისათვის განსაკუთრებული წესით მამობის დადგენა, რადგან განცხადებას ერთვოდა მშობლებად მითითებული პირებისა და ბიოლოგიური მამის ერთობლივი განცხადება, ასევე ბავშვის მშობლების განცხადება, რომ მამობის დადგენის შემდეგ ბავშვის სახელი და გვარი დაფიქსირებულიყო - თ---–- ქ------ე, ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, კანონის შესაბამისად, დარეგისტრირდა მამობის დადგენის ფაქტი. მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ ეცნობა ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, რომ ლ------------ე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის N2/15-17 გადაწყვეტილებით ცნობილი იყო მხარდაჭერის მიმღებ პირად და დანიშნული ჰყავდა მხარდამჭერი.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება კ------- ქ------ე.
მოპასუხე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის და მესამე პირის კ------- ქ------ის წარმომადგენლებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცვნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო კანონიერი და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 მარტის გადაწყვეტილებით გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ მოსარჩელე მხარის განმარტების საფუძველზე დაადგინა, რომ ბავშვის დედა ლ------------ე ცნობილი იყო მხარდამჭერის მიმღებ პირად, ამდენად ბავშვის მონაცემებში ცვლილებების შეტანა არ უნდა მომხდარიყო ლ------------ის განცხადების საფუძველზე და უნდა მომხდარიყო სასამართლო წესით.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. მე-6 ნაწილის თანახმად კი თუ აღმჭურველი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, რომელიც არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს, ბათილად იქნა ცნობილი, ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას დაინტერესებულ მხარეს, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე უნდა აუნაზღაურდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანი.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ეე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
რაიონული სასამართლოს აღნიშვნით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც გამოტანილია ლ------------ეზე მხარდამჭერის დანიშვნასთან დაკავშირებით არ არის მითითებული შვილთან მიმართებაში წარმომადგენელობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე. ამდენად რაიონულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ ადმინისტრაციული ორგანო, ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური მოქმედებდა კანონის მოთხოვნათა დაცვით. იმ შემთხვევაშიც კი თუ მოსარჩელე თვლის, რომ დარღვეული კანონის მოთხოვნები, მან უნდა იხელმძღვანელოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით, ვინაიდან ჩანაწერის გაუქმებამ შესაძლოა დააზიანოს მცირეწლოვნის კანონიერი ინტერესები, საფრთხე შეუქმნას ბავშვის განვითარებას. აღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენელმა, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტის განმარტებით რაიონულმა სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ ბავშვის ბიოლოგიური დედა - ლ------------ე იყო მხარდაჭერის მიმღები პირი, რაც დასტურდებოდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სასამართლო გადაწყვეტილებით პირის მხარდამჭერად ცნობის და მისთვის მხარდამჭერის დანიშვნის შესახებ. ბავშვის ბიოლოგიური დედის ამ დგომარეობით ნებისმიერ პირს შეეძლო ესარგებლა და დადგებოდა იგივე შედეგი და მამად შეიძლებოდა დადგენილიყო სხვა პირი. სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმომადგენელმა ფაქტიურად სცნო სარჩელი. მან განაცხადა, რომ მათ არ აქვთ ბაზა, საიდანაც შეძლებენ დადგენას მხარდაჭერის მიმღები პირებისა. მათთვის ცნობილი რომ ყოფილიყო ბავშვის ბიოლოგიური დედის მდგომარეობის შესახებ, რომ ის იყო მხარდაჭერის მიმღები პირი, - არ მიიღებდნენ ამგვარ გადაწყვეტილებას. მოპასუხემ ფაქტიურად არ დაადგინა პირის ფსიქო-სოციალური მდგომარეობა, მით უფრო, რომ განცხადების შევსებისას განაცხადეს ლ------------ის მხარდაჭერის მიმღებად ყოფნის თაობაზე (აღნიშნული განაცხადა კ------- ქ------ემ - ბავშვის მამა). აქტის გამოცემისას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური დაეყრდნო სიტყვიერ განმარტებას იმ პირისას, რომელიც სასამართლოს მიერ მხრდაჭერის მიმღებად იყო ცნობილი, ხოლო შემდგომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ეს გარემოება და დაეყრდნო ლ------------ის მიერ სამოქალაქო რეესტრში გაკეთებულ განცხადებას, რომელიც მტკიცებულებად არ უნდა მიეღო, მისი ფსიქო-სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო გამოცხადებულ მხარეთა და მესამე პირთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.1 მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. 377.2 მუხლის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სსკ-ის 385.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. სსკ 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული. სსკ-ის 385.2 მუხლით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
2-----2016 წელს გაცემული N4---------- დაბადების მოწმობით 1--------- წელს დაბადებული მ------ ი-----–---ის მშობლებად, მამად მითითებულია - ლ----- ი-----–---ი (პ/ნ. 4----------), ხოლო დედად - ლ------------ე (პ/ნ. 3----------). დაბადების რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 2-----2016 წელი. აქტის ჩანაწერის N4---------- (ს.ფ. 20).
0-----2017 წელს სსგს ოზურგეთის სამსახურს განცხადებით მიმართა ლ------------ემ (პ/ნ. 3----------) და აღნიშნა, რომ 2016 წლის 1-------ს კ------- ქ------ისგან შეეძინა შვილი_ მ------ი. ბავშვის მამად დაბადების მოწმობაში მითითებულია მისი (ლ.კ--------ის) ყოფილი ქმარი ლ---- ი-----–---ი, რადგან იმ დროისთვის რეგისტრიორებულ ქონწინებაში იმყოფებოდნენ, ამჟამად ითხოვს მისი შვილის დაბადების აქტიდან მამის ლ---- ი-----–---ის ამორიცხვას და მამად კ------- ქ------ის მითითებას (ს.ფ.23).
0-----2017 წელს სსგს ოზურგეთის სამსახურს ასევე განცხადებით მიმართა კ------- ქ------ემ (პ/ნ. 3----------) და მოითხოვა ბავშვის დაბადების აქტში მამად მისი - კ------- ქ------ის მითითება, და ბავშვისთვის მისი გვარის- ქ------ის მინიჭება (ს.ფ. 24).
2-----2017 წ. სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს განცხადებით მიმართა ლ---- ი-----–---მა, რომელშიც მიუთითებდა, რომ ის ლ------------ესთან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. ამჟამად ისინი განქორწინებული არიან. 2016 წლის ივნისში მათ შეეძინა ქალიშვილი, რომლის მამა ის (ლ.ი-----–---ი) არ არის და უარი განაცხადა მის შვილობაზე (ს/ფ. 57).
0-----2017 წ. კ------- ქ------ემ და ლ------------ემ განცხადებით (N0-----------) მიმართეს სსგს ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს მამობის დადგენის რეგისტრაციის თაობაზე. განცხადებაში მიუთითეს, რომ არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და რომ 2016 წლის 1-------ს შეეძინათ შვილი მ------ ი-----–---ი. ამდენად მოითხოვეს ,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად მათი შვილის მამობის დადგენის ფაქტის რეგისტრაციას და მამობის დადგენის რეგისტრაციის შემდეგ ბავშვისთვის სახელად- თ---–-ს, ხოლო გვარის - ქ------ის მინიჭებას (ს.ფ. 22).
0-----2017 წლის N4--------- მამობის დადგენის აქტის ჩანაწერით ბავშვის სახელად მამობის დადგენამდე მითითებულია - მ------ი, ხოლო გვარი, მამობის დადგენამდე - ი-----–---ი. დაბადების თარიღად - 1--------- წ., პ/ნ. 3----------, დაბადების აქტის ჩანაწერი 4---------- - 2-----2016წ; ამავე მოწმობაში ბავშვის სახელი და გვარი მამობის დადგენის შემდეგ მითითებულია - თ---–- ქ------ე, დედად მითითებულია 3--------- წ. დაბადებული ლ------------ე (პ/ნ. 3----------), ხოლო მამად - 1--------- წ. დაბადებული კ------- ქ------ე (პ/ნ. 3----------). მამობის დადგენის რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია მშობელთა ერთობლივი განცხადება (ს/ფ. 21).
სსგს ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 0------------ის N4---------- მამობის დადგენის მოწმობით ბავშის - მ------ი ი-----–---ის (პ/ნ. 3----------) მამად მითითებულია კ------- ქ------ე (პ/ნ. 3----------), ხოლო დედად - ლ------------ე (პ/ნ. 3----------). ამავე მოწმობით ირკვევა, რომ მამობის დადგენის შემდეგ, 2017 წლის 0-------------ს N4---------- აქტის ჩანაწერის საფუძველზე, ბავშვს მიენიჭა სახელი - თ---–-, ხოლო გვარი - ქ------ე (ს.ფ. 18).
0-----2017 წელს გაცემული N4---------- დაბადების მომობით, 1--------- წელს დაბადებული თ---–- ქ------ის მშობლებად, მამად მითითებულია - კ------- ქ------ე (პ/ნ. 3----------), ხოლო დედად - ლ------------ე (პ/ნ. 3----------). დაბადების რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 2-----2016 წელი. აქტის ჩანაწერის N4---------- (ს.ფ. 19).
1-----2017 წ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალურ მომსახურების სამხარეო ცენტრს განცხადებით მიმართა კ------- ქ------ემ და მოითხოვა სახელმწიფო მზუნველობაში მყოფი ბავშვის აღსაზრდელად დაბრუნება (ს/ფ. 17).
ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის ნ------------–---–ის 1-----2017 წლის N1-------- წერილით ირკვევა, რომ 2016 წლის 21 ივნისს სამედიცინო ცნობის საფუძველზე დარეგისტრირდა მ------ ი-----–---ის დაბადების აქტის ჩანაწერი N4----------, ბავშვის მამის შესახებ მონაცემების მითითების საფუძველი იყო ქორწინება. აღნიშნული ქორწინება 02.08.2017წ. სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ შეწყდა ლ------------ესა და ლ---- ი-----–---ის ერთობლივი განცხადებების საფუძველზე. ვინაიდან მამობის დადგენის რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას N 0----------- ერთვოდა მშობლებად მითითებული პირებისა და ბიოლოგიური მამის ერთობლივი განცხადება, ასევე ბავშვის მშობლების განცხადება, რომ მამობის დადგენის შემდეგ ბავშვის სახელი ,,მ------ი’’ და გვარი ,,ი-----–---ი“ შეცვლილიყო სახელით ,,თ---–-’’ და გვარით ,,ქ------ე“, სააგენტოს ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ კანონის შესაბამისად დარეგისტრირდა მამობის დადგენის აქტის ჩანაწერი N4---------- და გაიცა დაბადების მოწმობა შეცვლილი მონაცემებით (ს.ფ. 25).
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2-----2017 წლის N1-------- წერილით ირკვევა, რომ 2017 წლის 0-------------ს სააგენტოს ოზურგეთის სრ სამსახური მიერ მ------ ი-----–---ის მიმართ განსაკუთრებული წესით დარეგისტრირდა მამობის დადგენის აქტის ჩანაწერი N4----------, ბავშვის სახელი შეიცვალა და მიეთითა ,,თ---–-“, გვარი ,,ი-----–---ი“ შეიცვალა გვარით ,,ქ------ე’’, განმცხადებელები იყვნენ დედა - ლ------------ე და მამად მითითებული პირი - კ------- ქ------ე. ამავე წერილით ირკვევა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზა არ მოიცავს მხარდამჭერის მიმღები პირების შესახებ მონაცემებს, შესაბამისად ვერ ხერხდება პროგრამულად აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება ბაზაში, ხოლო მოქალაქეთა მხრიდან მხარდაჭერის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება არ იყო წარმოდგენილი (ს.ფ. 26).
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 0-----2017 წლის N1-------- წერილით ირკვევა, რომ 0-----2017 წელს სააგენტოს ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ მ------ ი-----–---ის მიმართ მამობის დადგენის აქტის ჩანაწერი დარეგისტრირდა საქართველოს ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმად, თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მამად მითითებულია პირი, რომელიც მისი ბიოლოგიური მამა არ არის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია მამობის დადგენის რეგისტრაცია განახორციელოს დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მშობლებად მითითებული პირებისა და ბიოლოგიური მამის ერთობლივი მოთხოვნით ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 39-ე მუხლის შესაბამისად კი მამობის დადგენის სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ბათილად ჩაითვლება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მამობის დადგენის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მამად მითითებული პირი მისი მამა არ არის. 86-ე მუხლის თანახმად კი სამოქალაქო აქტის ჩანაწერს (დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების გარდა) ბათილად ცნობს სასამართლო (ს.ფ. 27).
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 28.06.2017 წლის გადაწყვეტილებით გ-- კ--------ე (პ/ნ 3----------) ცნობილ იქნა მისი დის - ლ------------ის (დაბ. 3---------წ. პ/ნ 3----------) მხარდამჭერ პირად, შემდეგ უფლება/მოვალეობათა განხორციელების ფარგლებში: მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების, სოციალური პაკეტის/ფულადი დახმარების, სახელმწიფო პენსიის დანიშვნის, მიღების და განკარგვის, ბანკებიდან პენსიის აღების და განკარგვის, ნებისმიერ სახელმწიფო, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, კერძო პირებთან ურთიერთობებში, ელექტრონული პირადობის მოწმობის დამზადების სფეროში, არასრულწლოვანი შვილების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით და მათი გაშვილების პროცედურასთან დაკავშირებით, მხარდამჭერს დამოუკიდებლად აქვს უფლება განახორციელოს მხარდაჭერის მიმღების წარმოადგენლობა, ასევე შეუძლია მხარდაჭერის მიმღებისაგან დამოუკიდებლად იმოქმედოს განჩინებში ჩამოთვლილ სფეროებში... ამავე გადაწყვეტილებით ლ------------ის მხარდაჭერის ვადა და მისი გადასინჯვის პერიოდულობა განისაზღვრა 5 წლით (ს/ფ. 28-29).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ქმედუნარიანად ითვლება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი, ანუ პირი, რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში, თუ ეს პირი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილის პირობებს, ამასთანავე, აღნიშნული დაბრკოლებები სათანადო რჩევისა და დახმარების გარეშე მნიშვნელოვნად ართულებს პირის მიერ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვას და ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროში. შესაბამისად, ლ------------ის ქმედუნარიანობა სახელმწიფო, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, ასევე არასრულწოვანი შვილების უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებში წარმომადგენლობის განხორციელების სფეროში შეზღუდულია ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 28.06.2017წ გადაწყვეტილებით (საქმე N2/15-17). დასახელებული გადაწყვეტილების მიხედვით ლ------------ე (დაბადებული 3---------წ პ/ნ 3----------) ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მისი მხარდამჭერია გ-- კ--------ე (პ/ნ 3----------). საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ განსაკუთრებული წესით მამობის დადგენისა და ბავშვის სახელისა და გვარის შეცვლის შესახებ განცხადება შეტანილ იქნა მცირეწლოვანი ბავშვის, დედის - ლ------------ის მიერ.
,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის III ???? ????? ??????? ???????? ??????????? ს. აღნიშნული თავში შემავალი 31-ე მუხლი მიუთითებს, რომ მამობის დადგენა არის პირის ბავშვის მამად აღიარების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომლის რეგისტრაციას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს უფლებამოსილი პირის განცხადების ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. მაშასადამე, როგორც წესი, მამობის დადგენის ორი გზა არსებობს, - 1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მეშვეობით თუ მას მიმართავს უფლებამოსილი პირი, შესაბამისი განცხადებით და 2. სასამართლო წესით გადაწყვეტილების მიღების გზით.
,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე და 33-ე მუხლები აკონკრეტებს თუ როგორ ხდება მამობის დადგენა პირველ შემთხვევაში _ მამობის დადგენის რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვისას (32-ე მუხლი) და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე (33-ე მუხლი).
გარდა ხსენებული ზოგადი წესისა, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის 34-ე მუხლი ადგენს გამონაკლისის სახით -მამობის დადგენის განსაკუთრებულ წესს. 34.1 მუხლით, თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მამად მითითებულია პირი, რომელიც მისი ბიოლოგიური მამა არ არის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია მამობის დადგენის რეგისტრაცია განახორციელოს დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მშობლებად მითითებული პირებისა და ბიოლოგიური მამის ერთობლივი მოთხოვნით ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 34.3 მუხლის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით მამობის დადგენის რეგისტრაციის შემთხვევაში ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას შედგენილი მამობის დადგენის სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ბათილად ჩაითვლება.
სწორედ ,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით დადგენილი მამობის დადგენის განსაკუთრებული წესით მოხდა განსახილველ შემთხვევაში მ------ ი-----–---ის მამად კ------- ქ------ის დადგენა და შესაბამისი სააქტო ჩანაწერის განხორციელება, რის კანონიერებასაც ამოწმებს სასამართლო წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
სასამართლო განმარტავს, რომ მამობის დადგენის განსაკუთრებულ წესი გულისხმობს საერთო წესიდან გამონაკლისს, რაც სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს აღჭურვას უფლებამოსილებით მამობის დადგენის რეგისტრაცია განახორციელოს _ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მშობლებად მითითებული პირებისა და ბიოლოგიური მამის ერთობლივი მოთხოვნით მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მამად მითითებულია პირი, რომელიც მისი ბიოლოგიური მამა არ არის.
აღნიშნული საგამონაკლისო, განსაკუთრებული წესით მამობის დადგენისას უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო სათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე უნდა დარწმუნდეს, რომ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მამად მითითებულია პირი არ არის მისი ბიოლოგიური მამა და ამავდროულად დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მშობლებად მითითებულ პირებთან ერთად მამობის დადგენას ითხოვს ბავშვის ბიოლოგიური მამა. საკითხი იმის თაობაზე რომ კონკრეტული პირი (დაბადების სააქტო ჩანაწერში მამად მითითებული პირი) ბავშვის ბიოლოგიური მამა არ არის, ასევე ის, რომ მამობის დადგენის მომთხოვნი პირი არის ბავშვის ბიოლოგიური მამა, - უნდა დასტურდებოდეს სარწმუნი მტკიცებულებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 და 60.2 მუხლებით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. 53.5 მუხლით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. 97.1 მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. 97.2 მუხლით, მოწმე ან ექსპერტი ვალდებულია მისცეს ახსნა-განმარტება ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ახსნა-განმარტების ჩამორთმევა ხდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 92-ე მუხლს, რომელიც მიუთითებს მტკიცებულებებზე იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებულ წარმოებაში. როგორც ხსენებული კანონის 31-ე მუხლი განმარტავს, მამობის დადგენა არის პირის ბავშვის მამად აღიარების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი. შესაბამისად, როცა საკითხი ეხება ასეთი ფაქტის განსაკუთრებული წესით აღიარებას (მამობის დადგენას) ადმინისტრაციული ორგანო უნდა იყენებდეს კანონით მინიჭებული ყველა შესაძლებლობას. 92.1 მუხლით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას, გარდა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებისა, ასევე გამოიყენოს და დაეყრდნოს მხარეთა ახსნა-განმარტებებს, მოწმეთა ჩვენებებს და სხვა მტკიცებულებებს. 92.2 მუხლით, თუ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას მტკიცებულებების მოპოვების, გამოკვლევისა და შეფასების მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე კარის დებულებები, გარდა იმავე კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილისა, 103-ე მუხლისა, 104-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, 106-ე მუხლისა, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, 110-ე მუხლისა, 116-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, 118-ე, 119-ე, 126-ე და 131-ე–133-ე მუხლებისა, 134-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილებისა, 136-ე მუხლისა, 145-ე მუხლის პირველი ნაწილისა, 146-ე და 155-ე–157-ე მუხლებისა და 169-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებისა. 92.3 მუხლით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებს იყენებს ამ კანონითა და სააგენტოს საქმიანობის მომწესრიგებელი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება კანონს, არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც ქმნის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლით, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. შესაბამისად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386ე, 389-ე, მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი დაკმაყოფილდეს - ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 0------------ის N4---------- სააქტო ჩანაწერი და აღდგენილ იქნეს სააქტო ჩანაწერი 4----------; დაბადების მოწმობა გაცემის თარიღი 2-----2016 N4----------;
4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).
მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი
გოჩა აბუსერიძე
მურთაზ მეშველიანი