1. მოწმედ დაბარებული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში და მისცეს სწორი ჩვენება. მოწმის სასამართლოში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში იგი დაჯარიმდება 50 ლარით. სასამართლომ შეიძლება დაადგინოს მოწმის იძულებითი მოყვანა.
2. ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და განზრახ არასწორი ჩვენების მიცემისათვის მოწმეს შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
მთავარი მონაცემები
თანხა50 ლარით
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 145. მოწმის მოვალეობა 1. მოწმედ დაბარებული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში და მისცეს სწორი ჩვენება. თუ მოწმე არ გამოცხადდება ის სასამართლოში იარასეთაპატიო მიზეზით, რო გამოუცხადებლობისაც სასა შემართლო ხვევარასაპატში ოდ მიგიჩნევს, დაჯარიმდება 1050 ლარით. სასამართლომ შეიძლება დაადგინოს მოწმის იძულებითი მოყვანა. 2. ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და განზრახ არასწორი ჩვენების მიცემისათვის მოწმეს შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(16)
საქმე №ას-417-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.11.2024
…საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რამდენადაც ეს პირი კანონით დადგენილი წესით არ დაკითხულა სასამართლოს მიერ და არ გაუფრთხილებიათ განზრახ არასწორი ჩვენების მიცემის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ ( სსსკ-ის 145-ე მუხლი), მისი ახსნა-განმარტება სანდოობის მკაცრ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს (იხ. სუსგ საქმეზე №ას-1052-2021; 28/09/2022 წ.). 43. ამდენად, კუთვნილი მტკიცების…
საქმე №ას-912-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2023
…არამედ მხოლოდ იმას, რომ ხელწერილზე ხელმოწერა ეკუთვნის ნ.ა–ის. აღსანიშნავია, რომ ხელწერილის ავტორი არავის გაუფრთხილებია განზრახ არასწორი ჩვენების მიცემის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ ( სსსკ-ის 145-ე მუხლი), შესაბამისად, მისი ახსნა-განმარტება, თუნდაც სანოტარო წესით დადასტურებული, სანდოობის მკაცრ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს (იხ. სუსგ საქმეზე…
საქმე №ას-132-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.10.2022
…ღირებულებაზე და აღნიშნავს, რომ შ.მ–ვი კანონით დადგენილი წესით არ დაკითხულა სასამართლოს მიერ და იგი არ გაუფრთხილებიათ განზრახ არასწორი ჩვენების მიცემის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ ( სსსკ-ის 145-ე მუხლი), რის გამოც, მისი განმარტება სანდოობის მკაცრ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს. 29. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატის შეფასებით, წარმოდგენილი…
საქმე №ას-1052-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.09.2022
…პალატა აღნიშნავს, რომ რამდენადაც ეს პირები კანონით დადგენილი წესით არ დაკითხულან სასამართლოს მიერ და არ გაუფრთხილებიათ განზრახ არასწორი ჩვენების მიცემის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ ( სსსკ-ის 145-ე მუხლი), მათი ახსნა-განმარტება სანდოობის მკაცრ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს. 48. აქვე, საკასაციო პალატა კასატორის ვერც იმ არგუმენტს გაიზიარებს, რომ ხანძრის…
საქმე №ას-207-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2020
…მოწმეთა წარმოდგენაში. სასამართლომ მოწმე შეიძლება დაიბაროს მხარის შუამდგომლობის საფუძველზე (სსსკ-ის 178-ე და 140.3-ე მუხლები). როგორც ზემოთ ითქვა, კასატორს ასეთი შუამდგომლობა არ დაუყენებია. მას არც მოწმის იძულებით მოყვანაზე ( სსსკ-ის 145.1 მუხლი) და არც მოწმის ადგილზე ( სსსკ-ის 147-ე მუხლი) ან დისტანციურად დაკითხვაზე ( სსსკ-ის 148.6 მუხლი) არ უშუამდგომლია პირველი ინსტანციის სასამართლოში. 20.…