მუხლი 371. მოწმის ან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა
სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლი · სსკ 371
თავი XLII — დანაშაული მტკიცებულების მოპოვების საპროცესო წესის წინააღმდეგ
მოწმის ან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, −
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.
შენიშვნა: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე თავის ან ახლო ნათესავის საწინააღმდეგოდ, და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი – მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2006 წლის 20 ივნისის კანონი №3309 - სსმ I, №25, 13.07.2006 წ., მუხ.196
საქართველოს 2018 წლის 4
ივლისის კანონი №2904 – ვებგვერდი, 19.07.2018წ.
მთავარი მონაცემები
სასჯელიჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(16)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №2კ-358აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.09.2025
ცრუ ჩვენების მიცემა და ჩვენების მიცემაზე უარის თქმა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე და 371-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის. ნ. მ–მა მოსამართლისგან შესაბამისი განმარტების მიღების შემდეგ, ხელი მოაწერა მოწმის გაფრთხილების ხელწერილს, რითაც დაადასტურა მიღებული განმარტებების გაცნობიერების ფაქტი.
საქმე №2კ-1076აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.04.2023
გ–სის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: არცერთ სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის - არც გამოყოფილ საქმეზე, ლ.
საქმე №ბს-1127(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.05.2022
ფ-ას განმარტებით, მას 2017 წლის 27 სექტემბერს სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლით (ჩვენების მიცემაზე უარის თქმა) წარედგინა ბრალი. როგორც პირველმა, ასევე სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებმა წარდგენილ ბრალდებაში იგი ცნეს უდანაშაულოდ.
საქმე №2კ-335აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.01.2021
ფ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 371-ე მუხლით. 2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ფ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რაც გამოიხატა შემდეგში: ქ.
საქმე №2კ-694აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.05.2017
(მონაწილეობის გარეშე), – დაბადებული -ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 371-ე მუხლით იმაში, რომ ჩაიდინა მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ბ.
საქმე №768აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.03.2014
საქმე №2კ-1039-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.04.2013
საქმე №2კ-930აპ.-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.11.2010
საქმე №2კ-770აპ.-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.10.2010
საქმე №2კ-465აპ.-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.06.2010
საქმე №2კ-8აპ.-08 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.07.2008
მუხლი 10²— საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 371, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-371/