განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2018
საქმის ნომერი
330100117002020682
ინსტანცია
თარიღი
23.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002020682

საქმე №1ბ/265-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10 მაისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ნინო სანდოძე

სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები: ბ---------------ა, გ--–----------–---–ი.

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: კ----------–-----ა, დაბადების თარიღი: 1----–-–-----------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული: ქ----–----–----------------. ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, გ-–---------------------------------------.

 

ადვოკატი - მ-------------.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილი (2016 წლის 20 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია).

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ----------–-----ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ-------------მ. რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. პირველი ინსტანციის სასმართლოს გადაწყვეტილება ემყარება ვარაუდს და დაუსაბუთებელ ეჭვს, ზოგ შემთხვევაში ირიბ ჩვენებასაც კი. აპელანტი მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ეწინააღმდეგება, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებას, რომლის სამოტივაციო ნაწილში აღწერილია, რომ ერთი მტკიცებულებით არ შეიძლება პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. აპელანტის აზრით, სასამართლომ არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება გამოკვლეულ მტკიცებულებებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა კ----------–-----ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იქნა შესაგებელი, რითაც საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორმა ბ---------------ამ მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ მოტივით რომ ადვოკატ მ-------------ს სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემეოებები და არგუმენტაცია არ გამომდინარეობს კ----------–-----ას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან, გამოძიების ეტაპზე ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ნათლად დადასტურდა კ----------–-----ას მიერ ბ------------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტი. პროკურორის განმარტებით, დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში არასწორად უთითებს საქართველოს საკონსტიტიციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებაზე ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღდმეგ, რომელსაც მოცემულ საქმესთან კავშირი არ აქვს, ვინაიდან ბრალდების მხარეს საქმეში წარმოდგენილი ჰქონდა არაერთი უტყუარი ერთმანეთთან შეთანხმებული აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება კ----------–-----ას ბრალეულობა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა კ----------–-----ამ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ-------------მ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

კ----------–-----ამ ჩაიდინა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემა, რასაც ერთვის ბრალდება მძიმე დანაშაულში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2016 წლის 20 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2011 წლის 06 ივლისს, 18:15 საათზე, თბილისში, ა-----–-------–-----------ზე მდებარე N---- საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს დ---------------------------------–-------------–-------- განყოფილების თანამშრომლების მიერ, სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დაკავებული იქნა ბ------------–---–ი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, იმავე დღეს, თბილისის მთავარი სამმართველოს დი--------------------------------–--------------–-------- განყოფილებაში დაწყებული იქნა გამოძიება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე. 2011 წლის 06 ივლისს, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე მიმდინარე გამოძიებისას, შსს თბილისის მთავარი სამმართველოს დი--------------------------------–--------------–-------- განყოფილებაში მოწმის სახით დაიკითხა კ----------–-----ა, რომელმაც დაკითხვისას, გამოძიებას მისცა ცრუ ჩვენება, რომლის თანახმად, თითქოს იგი ბ------------–---–ის მხრიდან დანაშაულის ჩადენის თვითმხილველი გახდა მაშინ, როდესაც იგი არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, არ შესწრებია 2011 წელს მიმდინარე გამოძიებით დადგენილ ხულიგნობისა და ბ------------–---–ის დაკავების ფაქტებს. კ----------–-----ას მიერ მიცემული ცრუ ჩვენების თანახმად, 2011 წლის 06 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათზე, პირად საქმესთან დაკავშირებით, თბილისში, ა-----–-------–-----------ზე ყოფნისას, შეესწრო ფიზიკურ დაპირისპირებას, რომელშიც მისი გადმოცემით, მონაწილეობდა ახალგაზრდა მამაკაცი (ბ------------–---–ი), რომელიც ჩხუბის დროს იქნევდა ჯოხს, იგინებოდა ხმამაღლა, იქ შეკრებილი ხალხის მხრიდან კონფლიქტის განმუხტვის მცდელობის მიუხედავად, არ წყვეტდა ჩხუბს, წინააღმდეგობას უწევდა ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს, რომელთაგან ერთ-ერთს ჩამოახია სამსახურებრივი ფორმის პერანგი. აღნიშნული ცრუ ჩვენებით კ----------–-----ამ ბ------------–---–ი ამხილა მძიმე დანაშაულში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

კ----------–-----ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 20---–-–------–--–- კონტროლიორის თანამდებობაზე მუშაობდა ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“. 2011 წლის 06 ივლისს, იგი იმყოფებოდა დამატებით ცვლაში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. კერძოდ, მას მეტრო ,,სარაჯიშვილიდან“ კინო ,,საქართველომდე“ და უკან უნდა ემუშავა დილის 07:00 საათიდან 11:00 საათამდე პერიოდში და 16:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში. მსჯავრდებულის განამრტებით, ელექტრონული კონტროლის ამოქმედებამდე, კონტროლის არანაირი მექანიზმი არ არსებობდა, ამიტომ მათ თავისუფლად შეეძლოთ სამსახურის მიტოვება და პირად საქმეზე გასვლა. კ----------–-----ამ განმარტა, რომ მათ ჰყავდათ სტაჟიორები, რომლებსაც ჰქონდათ მხოლოდ ბილეთის აღების მოთხოვნის უფლება და არ შეეძლოთ უბილეთო მგზავრის დაჯარიმება. მსჯავრდებულის განმარტებით, 2011 წლის 06 ივლისს 16:00 საათის შემდეგ, იგი პირად საქმესთან დაკავშირებით, ა-----–-------–-----------ის გავლით წავიდა ელიავას ბაზრობაზე, ხოლო სამსახურებრივი ფორმა და მობილური ტელეფონი დაუტოვა ახალ სტაჟიორს, რომლის ვინაობა არ ახსოვს. იგი ავტობუსიდან ჩამოვიდა აკაკი წერეთელის გამზირზე მდებარე საცხობ „იფქლთან“ და ფეხით გააგრძელა გზა, რა დროსაც შეესწრო ორი პირის ჩხუბს, რაც დაახლოებით 3-4 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. მოჩხუბრები აგინებდნენ ერთმანეთს, რა დროსაც ერთი პირი ცემდა მეორეს. მათთან მალევე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ერთ-ერთი წაიყვანეს პოლიციაში. მსჯავრდებულმა განამრტა, რომ ვინაიდან იგი შეესწრო მომხდარ ფაქტს, პოლიციელებმა დასაკითხად მიიყვანეს თბილისის დი--------------------------–-–-------- განყოფილებაში, სადაც გამომძიებელმა ჩვენება დაწერა მისი კარნახით. დაკითხვის დამთავრების შემდეგ იგი დაეთანხმა ოქმის შინაარსს და მოაწერა ხელი. მისი განმარტებით, ვინაიდან დიდი დროა გასული, არ ახსოვს ზუსტი ადგილი, სადაც ჩხუბი მოხდა, ვიზუალურად არ ახსოვს ჩხუბში მონაწილე პირები, ასევე ვერ იხსენებს, რა მასალის, ფორმის და ზომის ჯოხი ეკავა პირს, რამდენი პოლიციელი მივიდა ადგილზე, რამდენი პირი შეესწრო ჩხუბის ფაქტს, დღის რა პერიოდში მოხდა მისი დაკითხვა, ადგილზე ჩაუტარდა თუ არა დაკავებულს ჩხრეკა და ა.შ. კ----------–-----ამ განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რამე მოხდებოდა, ვალდებული იყო დღის ბოლოს სამსახურში მისულიყო და ცვლის უფროსისთვის (ი------------ისთვის) ანგარიში ჩაებარებინა, მაგრამ ვინაიდან იმ დღეს არაფერი გაუკეთებია, დღის ბოლოს არც სამსახურში მისულა და არც უფროსისთვის უცნობებია რაიმე. ასევე განმარტა, რომ 20---–-–------–--–- სარგებლობდა ,,ჯეოსელის“ ქსელში ჩართული ნომრით 5-----------, ხოლო 06 ივლისს, მის ტელეფონზე შემავალი და გამავალი ზარები ი-------------სთან, შ-------------სთან და კ-------------ესთან რას უკავშირდებოდა არ ახსოვს, ასევე არ ახსოვს, ხსენებულმა პირებმა მასთან განახორციელეს საუბარი თუ მის სტაჟიორთან. გარდა ამისა აღნიშნა, რომ მართალია კ-------------ე არის მისი ცოლის ძმა, თუმცა იმ პერიოდში მასთან ჰქონდა ცუდი ურთიერთობა და არ იცოდა სად მუშაობდა იგი, შესაბამისად არც დაკითხვის დღეს შეხვედრია დი--------------------------–-–-------- განყოფილებაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

დაზარალებულ ბ------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი 2011 წლიდან აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში და წარმოადგენდა „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ა---–-----------–-------------–-------–---------–ს. იგი ასევე აქტიურად იყო ჩართული 2011 წლის მაისში გამართულ საპროტესტო აქციებსა და გამოსვლებში. 2011 წლის 06 ივლისს, დილიდან იმყოფებოდა მუხიანში საცოლესთან - ა-------------–---–თან. დაახლოებით 16:00 საათზე დაურეკა დედამ, რომელმაც უთხრა რომ თავს გრძნობდა შეუძლოდ და სახლში მისულიყო. იგი ტაქსით წავიდა წ-------–-----------ზე, ჩამოვიდა საცხოვრებელი კორპუსიდან დაახლოებით 20 მეტრის მოშორებით, რა დროსაც მის წინ გაჩერდა ავტომანქანა, რომელსაც ჰქონდა ტაქსის ნიშანი. ხსენებული ავტომანქანიდან გადმოვიდნენ პოლიციის ფორმაში ჩაცმული პირები, რომლებიც გაიქცნენ ,,იფქლის“ საცხობის მიმართულებით. დაზარალებულმა განმარტა, რომ იგი წავიდა თავისი საცხოვრებელი კორპუსისკენ, რა დროსაც შენიშნა ქალბატონი, რომელიც საეჭვოდ აკვირდებოდა. მან სადარბაზოსთან მისვლამდე გაიარა სამი ავტოფარეხი და მესამე ავტოფარეხის კუთხესთან მას დაეჯახა მისი ასაკის ბიჭი, რომელმაც შენიშვნის სახით უთხრა ,,ნელა იარე ბიჭო“. დაზარალებულის განმარტებით, მან პასუხი არ გასცა ახალგაზრდას და განაგრძო გზა, რა დროსაც იმავე პირმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და კვლავ მისცა შენიშვნა. სწორედ ამ დროს მათთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც იგი იძულების წესით ჩასვეს ავტომანქანაში და გადაიყვანეს დი--------------------------–-–-------- განყოფილებაში, სადაც განუმარტეს, რომ დაკავებული იყო წვრილმანი ხულიგნობისთვის და წარუდგინეს ჩხრეკის ოქმი. ჩხრეკის ოქმში მითითებული იყო, რომ ბ------------–---–ის ჯიბიდან ამოღებული იქნა დასაკეცი დანა, ხოლო ხელიდან - ხის ჯოხი. ვინაიდან ოქმში მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, მან უარი განაცხადა ოქმის ხელმოწერაზე. მოგვაინებით მას უთხრეს, რომ მის საქმეზე დაზარალებულად იქნა ცნობილი პოლიციელი, რომელსაც ვითომდა მან ხელი ჰკრა და ჩამოახია პერანგი. ვინაიდან წარდგენილ ბრალდებებზე სასჯელთა შეკრებისას მიიღებდა მძიმე სასჯელს, იგი დათანხმდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ მას განაჩენით საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 (ოთხი) წელი. საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ მან ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ.გვერდის საშუალებით გადაამოწმა მის საქმეზე მოწმედ მითითებულ პირთა ვინაობა და აღმოაჩინა, რომ ნ-----------–---–ი იყო ქალბატონი, რომელიც მას შემთხვევის დღეს საცხოვრებელ კორპუსთან საეჭვოდ აკვირდებოდა, ხოლო კ----------–-----ა და ე----------------ე მას არასდროს უნახავს, მათ შორის არც დაკავების ადგილზე.

 

მოწმე ბ--------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ ბ------------–---–ი არის მისი შვილი. 2011 წლის 06 ივლისს დილიდან, დაახლოებით 15:00 საათამდე იყო საავადმყოფოში მეგობრის შვილის სანახავად. სახლში დაბრუნებულმა თავი იგრძნო შეუძლოდ, ამიტომ დაურეკა შვილს - ბ------------–---–ს, რომელიც იმყოფებოდა მუხიანში შეყვარებულთან და თხოვა სახლში მალე დაბრუნება. მოწმემ განმარტა, რომ ჯანმრთელობის მდგომაროების გასარკვევად მას არაერთხელ დაურეკა შვილმა გზიდან. ბოლოს იგი შვილს ესაუბრა 16:00 საათის შემდეგ, რა დროსაც ბ------------–---–მა უთხრა, რომ იმყოფებოდა აკ.წ-------–-----------ზე მდებარე გამოფენასთან. ამ საუბრიდან რამდენიმე წუთში მას ქუჩიდან მოესმა ხმაური „დაიჭირეთ არ გაუშვათო“, გადაიხედა და დაინახა, რომ პოლიციელები მანქანაში სვამდნენ პირს, რომლის დანახვა ვერ მოასწრო, თუმცა დაინახა მხოლოდ მკლავი თეთრი ფერის პერანგით. მოწმემ განმარტა, რომ იგი პარალელურად ურეკავდა ბ------------–---–ს, რომელთანაც ბოლო ზარი განხორციელდა პოლიციის მანქანების ეზოდან გასვლის შემდეგ. ვინაიდან ბ--- არ პასუხობდა ტელეფონს, ახლობლებმა მისი ძებნა დაიწყეს უბანში და საავადმყოფოებში, თუმცა უშედეგოდ. ღამით, დაახლოებით 24:00 საათზე მას დაურეკეს დი--------------------------–-–-------- განყოფილებიდან და შეატყობინეს, რომ მისი შვილი დაკავებული იყო წვრილმანი ხულიგნობისთვის. მოწმემ განმარტა, რომ მისი შვილის მიმართ ინტერესი პოლიციის მხრიდან განპირობებული იყო ბ------------–---–ის პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე.

 

მოწმე ნ------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2011 წლის 06 ივლისს დილით, დაურეკა მისმა ძმამ - ბ------------–---–მა, რომელსაც აინტერესებდა სად იყო მისი თეთრი ფერის პერანგი. ცოტა ხანში, მას კვლავ დაურეკა ძმამ და უთხრა, რომ სტუმრად მიდიოდა მუხიანში საცოლესთან. მოწმემ განმარტა, რომ იგი სახლში მივიდა დაახლოებით 14:30 საათზე და სახლიდან გავიდა 15:00 საათის შემდეგ, ვინაიდან დედამ - ბ--------------ემ, თხოვა სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ წასვლა, მეგობრის შვილის მკურნალობის ხარჯებთან დაკავშირებით დეტალების გასარკვევად. იგი მივიდა თბილისში, ალ.ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“, რა დროსაც დაურეკა დედამ და უთხრა, რომ თავს გრძნობდა ძალიან ცუდად და დაბრუნებულიყო სახლში. მოწმემ განმარტა, რომ ვინაიდან იგი კომპანიაში იყო ახალი მისული და არ ჰქონდა გარკვეული მისთვის საჭირო ინფორმაცია, დაურეკა ძმას - ბ------------–---–ს, რომელსაც შეატყობინა დედის მდგომარეობა და თხოვა სახლში მისვლა. აღნიშნულზე ბ---მ უპასუხა, რომ მაშინვე წავიდოდა სახლში. მოწმის ჩვენებით, იგი დაახლოებით 17:30 საათამდე პერიოდში დაბრუნდა სახლში, თუმცა მისი ძმა სახლში არ დახვდა. ამასთან, დედამ უამბო ეზოში მომხდარი ფაქტის შესახებ. ვინაიდან მისმა ძმამ დაიგვიანა, ამასთან ვერც ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდნენ, დაიწყეს მისი ძებნა. მათ ბ------------–---–ის ამბავი ასევე იკითხეს დ-------------–-–-------- განყოფილებაში, სადაც უთხრეს, რომ ხსენებული პირის შესახებ არ ფლობდნენ ინფორმაციას. ღამით, დაახლოებით 12 საათს რომ აკლდა რამდენიმე წუთი მათ დაურეკეს დ-------------–-–-------- განყოფილებიდან და შეატყობინეს, რომ წვრილმანი ხულიგნობისთვის დაკავებული ჰყავდათ ბ------------–---–ი. მოწმემ განმარტა, რომ 18:15 საათი, რომელიც მისი ძმის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში მითითებულია დაკავების დროდ, არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან ამ დროს თავად იმყოფებოდა სახლში და ეზოში ჩხუბი არ მომხდარა.

 

მოწმე ა-------------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ ცხოვრობდა მუხიანის დასახლებაში. 2011 წლის 06 ივლისს, დაახლოებით 12:00 საათზე, მასთან სახლში მივიდა ბ------------–---–ი, რომელსაც ეცვა თეთრი ფერის ზოლიანი პერანგი და მუქი ფერის ჯინსის შარვალი. დაახლოებით 15-დან 16 საათამდე პერიოდში, სატელეფონო ზარის შემდეგ, ბ------------–---–ი ტაქსით წავიდა სახლში, თავად კი სახლში დარჩა მეგობართან ერთად. დაახლოებით 10 წუთში მან ბ------------–---–ს დაურეკა მობილურზე, რომელმაც უთხრა რომ ჯერ ისევ გზაში იყო და სახლში მისვლისას დაურეკავდა. დაახლოებით ნახევარ საათში მან კვლავ დაურეკა ბ------------–---–ს, რომლის ტელეფონიც იყო გამორთული. მოწმემ განმარტა, რომ იმავე დღეს, დაახლოებით 18:00 საათზე, მას დაურეკეს ბ------------–---–ის მეგობრებმა და ჰკითხეს მასთან ერთად იყო თუ არა ბ---. იგი შეშინდა, რადგან ამ დროს მისი შეყვარებული სახლში უნდა ყოფილიყო და მისი ძებნა დაიწყო დიღმის მასივში მდებარე საავადმყოფოებში, თუმცა უშედეგოდ. დაახლოებით ღამის 12 საათზე, მას დაურეკა ნ------------–---–მა და უთხრა, რომ ბ------------–---–ი იყო დაკავებული.

 

მოწმე კ-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2011 წლის ივლისის თვეში მუშაობდა დი--------------------------–-–-------- განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გ----------–ის თანამდებობაზე. დაახლოებით 22 წელია კ----------–-----ა არის მისი სიძე, რომელთანაც აქვს ახლო ნათესაური ურთიერთობა. 2011 წელს სარგებლობდა ტელეფონის ნომრით 5-----------, ხოლო კ----------–-----ა სარგებლობდა ტელეფონის ნომრით 5-----------. მან ბ------------–---–ის დაკავების და ამ საკითხთან დაკავშირებით კ----------–-----ას დაკითხვის შესახებ, შეიტყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი სიძე დაკითხვაზე დაიბარეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში. მოწმემ განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბ------------–---–ის დაკავების დღეს რამდენჯერმე ესაუბრა ტელეფონის საშუალებით კ----------–-----ას, მათ შორის საუბარი შეეხებოდა მხოლოდ პირად ნათესაურ ურთიერთობებს, რომელიც არ იყო დაკავშირებული ბ------------–---–ის საქმესთან.

 

მოწმე შ-------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობდა შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მგზავრთა მონიტორინგის სამსახურში, სადაც გაიცნო კ----------–-----ა. იგი კ----------–-----ასთან ერთად მუშაობდა ერთ სამუშაო ჯგუფში, რომელიც შედგებოდა 28-30 კაცისგან. ჯგუფის ხელმძღვანელი ე.წ. უფროსი კონტროლიორი იყო ი-------------. მოწმემ განმარტა, რომ კონტროლიორების დისლოკაციის ადგილებზე განაწილება ხდებოდა უფროსი კონტროლიორის მიერ, რაც ფორმდებოდა წერილობით. მათი სამუშაო განრიგი იყო შემდეგნაირი: ხუთი სამუშაო დღიდან კვირაში ორი დღე მუშაობდნენ დღის ცვლაში - 07:00 საათიდან 15:00 საათამდე პერიოდში, მე-3 დღეს იყო დამატებითი ცვლა, რა დროსაც მუშაობდნენ 07:00 საათიდან 11:30 საათამდე პერიოდში, შემდეგ იყო შუალედი და მუშაობას ანახლებდნენ 16:00 საათზე და ასრულებდნენ 20:00 საათზე, ბოლო ორი დღე უწევდათ საღამოს ცვლაში ყოფნა, რა დროსაც მუშაობდნენ 14:00 საათიდან 22:00 საათამდე პერიოდში. 2011 წლის ივლისის პერიოდში სარგებლობდა ტელეფონის ნომრით - 5------------, ხოლო კ----------–-----ა სარგებლობდა ნომრით 5-----------. 2011 წლის 06 ივლისს, კ----------–-----ას და მას შორის შემდგარი საუბრები უკავშირდებოდა სამსახურებრივ საკითხებს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ არ ყოფლა შემთხვევა, როდესაც კ----------–-----ას ტელეფონის ნომერზე დარეკვისას სხვა პირს გასაუბრებოდა.

 

მოწმე ი------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 20---–-–------–--–- მუშაობდა შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მგზავრთა მონიტორინგის სამსახურში ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე. ჯგუფი შედგებოდა 26-28 წევრისგან, რომელშიც ასევე ირიცხებოდა კ----------–-----ა. მოწმემ განმარტა, რომ ამ პერიოდში იგი სარგებლობდა ტელეფონის ნომრით 5-----------, ხოლო კ----------–-----ა 5----------- ნომრით. კონტროლიორის სამუშაო გრაფიკი იყო შემდეგნაირი: ხუთი სამუშაო დღიდან კვირაში ორი დღე უნდა ემუშავათ დღის ცვლაში - 07:00 საათიდან 15:00 საათამდე პერიოდში, მე-3 დღეს მუშაობდნენ დამატებით ცვლაში 07:00 საათიდან 11:30 საათამდე და 16:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში, ბოლო ორი დღე კი იყო საღამოს ცვლა, რა დროსაც მუშაობდნენ 14:00 საათიდან 22:00 საათამდე პერიოდში. 2011 წლის 06 ივლისს, კ----------–-----ას მიერ მის ნომერზე განხორციელებული ზარები და საუბრები უკავშირდება სამსახურებრივ საკითხებს, რადგან კონტროლიორი ვალდებული იყო ჯგუფის ხელმძღვანელი ჩაეყენებინა საქმის კურსში, მათ შორის უნდა ეცნობებინა საპირფარეშოში გასვლაც. მოწმემ განმარტა, რომ ხსენებულ დღეს განხორციელებული ზარების დროს, ესაუბრა უშუალოდ კ----------–-----ას და არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც კ----------–-----ას მობილური ტელეფონის ნომრიდან სხვა პირი დაკავშირებოდა. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ ჯგუფის წევრების დისლოკაციის ადგილის განსაზღვრის შესახებ დგებოდა წერილობითი დოკუმენტი და ყველა კონტროლიორს წინასწარ ეცნობებოდა ვინ სად უნდა ყოფილიყო. წერილობითი დოკუმენტი დგებოდა ასევე დისლოკაციის ადგილის შეცვლის შემთხვევაშიც. მოწმის განმარტებით, კონტროლიორს არ შეეძლო თვითნებურად შეეცვალა დისლოკაციის ადგილი. 2011 წლის 06 ივლისს კ----------–-----ას უნდა ემოძრავა მეტრო სარაჯიშვილიდან ,,კინო საქართველოს“ მიმართულებით და უკან. მოწმის განმარტებით, კ----------–-----ას დისლოკაციის ადგილის ცვლილება არ მომხდარა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული აისახებოდა წერილობით. 2011 წლის პერიოდში არსებობდა კონტროლიორთა კონტროლის მექანიზმი, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ არსებობდა გენერალური ინსპექცია, რომლებსაც გადაცემული ჰქონდათ ინფორმაცია, რა მიმართულებით უნდა ემოძრავათ კონტროლიორებს, იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდებოდა, რომ კონტროლიორი იმყოფებოდა სხვა დისლოკაციის ადგილზე, ხდებოდა მათი დაჯარიმება. გარდა ამისა, ყველა კონტროლიორი ვალდებული იყო, ჯგუფის ხელმძღვანელისთვის ეცნობებინა სამსახურებრივ ვალდებულებებთან დაკავშირებული ყველა დეტალი.

 

მოწმე ლ-–----------ას ჩვენებით დასტურდება, რომ 20---–-–------–--–- მუშაობდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის მ--------------–---ში დ-----------------–--–--გ----------–ის თანამდებობაზე. 2011 წელს განვითარებული მოვლენები ბ------------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დიდი დროის გასვლის გამო არ ახსოვს. მოწმის განმარტებით კ----------–-----ას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაბარების შემდეგ გაეცნო საქმის მასალებს და აღიდგინა, რომ 2011 წელს ბ------------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაკითხა ორი პირი, კ----------–-----ა და ე----------------ე. მან დაკითხვის ოქმებში სიტყვა-სიტყვით შეიტანა ის ინფორმაცია, რაც განუმარტეს მოწმეებმა. მას მითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ დაკითხვამდე კ----------–-----ას არ იცნობდა და არც მისი და კ-------------ის ნათესაური კავშირის შესახებ იცოდა რამე. ასევე მიუთითა, რომ მის მიერ დაკითხული ორივე მოწმის ჩვენებების იდენტურობა განპირობებულია იმით, რომ ორივე იყო ერთი ფაქტის შემსწრე და სიტყვა-სიტყვით ასახა ოქმში მათ მიერ გადმოცემული ინფორმაცია.

 

მოწმე ზ------------–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს საქართველოს მთავარ პროკურატურაში გ----------–ის თანამდებობაზე. კ----------–-----ას ბრალდების სისხლის სამართლის საქმე გამოიყო მის წარმოებაში არსებული სხვა სისხლის სამართლის საქმიდან, რომელიც შეეხებოდა ბ------------–---–ის განზრახ უკანონო დაკავებას, მის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტებს. სწორედ ამ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში იქნა მოპოვებული ყველა მტკიცებულება, რაც შემდგომ საფუძვლად დაედო ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე კ----------–-----ას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს. მის მიერ გამოკითხული იქნა ბ------------–---–ი, ასევე ამ უკანასკნელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები და მოწმედ დაკითული პირები. მოწმემ განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებდა თვითმხილველი მოწმეების შემთხვევის ადგილზე რეალურად ყოფნას. ამიტომ შპს „ჯეოსელიდან“, სასამართლოს ნებართვით, გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია კ----------–-----ას და სხვა პირების სარგებლობაში არსებული ტელეფონის ნომრების შესახებ, შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა მომსახურე სატელეკომუნიკაციო ანძების მითითებით. ინფორმაცია ასევე გამოთხოვილი იქნა თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან, რის შემდეგაც მოწმის სახით დაკითხულ იქნენ კ----------–-----ას იმ დროს მოქმედი უფროსი და თანამშრომელი. მოწმის განმარტებით საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 05 დეკემბრის დადგენილებით, ბ------------–---–ი (დაბადებული 1----–-–----------ს) აღიარებული იქნა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად.

 

ბ------------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე კ----------–-----ას მოწმის სახით დაკითხვის ოქმით ირკვევა, რომ 2011 წლის 06 ივლისს 22:10-22:30 საათებში, მოწმის სახით დაიკითხა კ----------–-----ა, რომელიც გაფრთხილებულ იქნა ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის სსკ-ის 370-ე, 371-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ. დაკითხვისას კ----------–-----ამ განმარტა, რომ 2011 წლის 06 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათზე პირად საქმეზე იმყოფებოდა წ-------–-----------ზე მდებარე „იფქლის“ საცხობთან, რა დროსაც შეამჩნია, რომ საცხობის კორპუსის ეზოში, სადარბაზოს წინ, მისგან დაახლოებით 6-8 მეტრის მოშორებით, ჩხუბობდა მისთვის უცნობი ორი ახალგაზრდა, რომლებიც ხმამაღლა აგინებდნენ ერთმანეთს. ერთ-ერთ მათგანს ხელში ეკავა ჯოხი, რომელსაც ურტყავდა მეორეს. იქვე შეკრებილი იყო 15-20 ადამიანი, რომლებიც მოუწოდებდნენ მათ შეეწყვიტათ ჩხუბი. ამ დროს მივიდა პოლიციის ფორმაში ჩაცმული ორი თანამშრომელი და შეეცადნენ მოჩხუბრების გაშველებას, თუმცა ხსენებული პირები კვლავ განაგრძობდნენ ჩხუბს. პოლიციის თანამშრომლებმა მათ კვლავ მოუწოდეს წესრიგისკენ, რა დროსაც ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთმა პიროვნებამ, კერძოდ იმან, რომელსაც ხელში ეკავა ჯოხი, აგრესია გადაიტანა პოლიციის თანამშრომლებზე, მათი მისამართით დაიწყო გინება და ჯოხის მოქნევა. წინააღმდეგობის გაწევის მომენტში, მან ხელი ჰკრა პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელსაც ასევე წვდა მარცხენა სახელოში, ჩამოახია ფორმის პერანგი და შეეცადა გაქცევას, თუმცა იგი დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ. მოწმის განმარტებით ორ პირს შორის ჩხუბი გრძელდებოდა დახლოებით 6-8 წუთის განმავლობაში.

 

2011 წლის 08 ივლისის პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ბ--- და------------------–---–------------------, ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. ამავე დადგენილებაში, ბრალდების დამადასტურებელ ერთ-ერთ მტკიცებულებად მითითებულია კ----------–-----ას დაკითხვის ოქმი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 06 დეკემბრის განაჩენით, ბ------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ბ------------–---–ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც ბ------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 (ოთხი) წელი.

 

შპს „ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი მობილური ტელეფონის ნომრების დეტალური ნუსხით, შპს „მაგთიკომიდან“ გამოთხოვილი მობილური ტელეფონის ნომრის დეტალური ნუსხით და მათი დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ კ----------–-----ას სარგებლობაში არსებულ ნომერზე 5-----------, გამოძიებისთვის საინტერესო პერიოდში, დაფიქსირებულია სატელეფონო ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები ნომრის მომსახურე ანძების მითითებით, კერძოდ: 2011 წლის 06 ივლისს, 16:18 საათიდან 19:03 საათამდე პერიოდში, კ----------–-----ას ნომერზე დაფიქსირებულ ზარებს ემსახურება ანძები: SANZONA DOM_BITA, GLDANI_GAMGEOBA, ELMAVAL MSHENEBELI და SANZONA FACTORY. 2011 წლის 06 ივლისს, 17:56 საათზე და 18:24 საათზე კ----------–-----ას ნომერს ემსახურება ანძა GLDANI_GAMGEOBA. ამასთან, კ----------–-----ას ტელეფონის ნომერს დიდუბის ტერიტორიაზე განთავსებული ანძები ემსახურება მხოლოდ 2011 წლის 06 ივლისს 19:53 საათის შემდეგ. 2011 წლის 06 ივლისის 16:05-დან 19:57 საათამდე პერიოდში კ----------–-----ას ნომერზე ფიქსირდება, როგორც ი------------ის სარგებლობაში არსებული ტელეფონის ნომრიდან 5-----------, ისე კ-------------ის სარგებლობაში არსებული ტელეფონის ნომრიდან 5-----------, შემავალი და გამავალი ზარები.

 

„ჯეოსელის“ 2017 წლის 10 ივლისის N----ს წერილით ირკვევა, რომ ანძის GLDANI_GAMGEOBA, მისამართია თბილისი, სარაჯიშვილის ქუჩა N1, ხოლო ანძის ELMAVAL MSHENEBELI, მისამართია თბილისი, დ.გურამიშვილის გამზირი N84.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 13 ივნისის წერილით დასტურდება, რომ 2011 წლის ივლისის მდგომარეობით, ,,ჯეოსელის“ კორპორატიული სიმბარათის ნომრით 5----------- სარგებლობდა თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის ს-----------–--------–-–-------- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, პოლიციის კაპიტანი კ----------------–------------.

 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის 2017 წლის 30 ივნისის N0------ წერილით ირკვევა, რომ კ----------–-----ა დასაქმებული იყო შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მგზავრთა მონიტორინგის სამსახურში კონტროლიორის თანამდებობაზე და 2011 წლის 06 ივლისს იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას 07:00-დან 11:30 საათამდე და 15:30-დან 20:00 საათამდე პერიოდში.

 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის 2017 წლის 10 ივლისის N--- წერილით დასტურდება, რომ 2011 წლის 06 ივლისს კ----------–-----ა ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას 07:00-დან 11:30 საათამდე და 15:30-დან 20:00 საათამდე პერიოდში მონაკვეთზე მეტროსადგური „სარაჯიშვილი“ - კინოთეატრი „საქართველო“.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ კ----------–-----ას გამართლების თაობაზე, რომ თითქოსდა მას დანაშაული არ ჩაუდენია. პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით და ემსახურება კ----------–-----ას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.

 

პალატა განმარტავს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისას, რასაც ერთვის ბრალდება მძიმე დანაშაულში, უნდა არსებობდეს შემდეგი საფუძვლები: ჩვენება მიცემული იყოს უფლებამოსილების მქონე პირისთვის და გაფორმებული იყოს კანონით დადგენილი წესით, ცრუ ჩვენების მიცემით პირი მხილებული უნდა იქნეს მძიმე დანაშაულის ჩადენაში და ჩვენებაში მთლიანად ან ნაწილობრივ უნდა იყოს დამახინჯებული ფაქტები, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს როგორც გამოძიების სწორად და ობიექტურად წარმართვისათვის, ისე საქმის სასამართლოში განხილვისთვის და მასზე ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანისთვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის-ის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ათი წლით თავისუფლების აღკვეთას.

 

გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2011 წლის 06 ივლისს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მ--------------–---ში, გ----------–ის მიერ მოწმის სახით დაიკითხა კ----------–-----ა, რომელიც გაფრთხილებული იქნა ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მსჯავრდებულმა დაადასტურა, რომ ბ------------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გამომძიებელმა ჩვენება დაწერა მისი კარნახით, იგი დაეთანხმა ჩვენების შინაარსს და მოაწერა ხელი. შემდგომში, კ----------–-----ას დაკითხვის ოქმი, როგორც დასაშვები მტკიცებულება, საფუძვლად დაედო ბ------------–---–ის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს. მან დანაშაულის ჩადენაში ამხილა პირი, რომელიც მისი გადმოცემით, გამოხატავდა აშკარა უპატივცემულობას საზოგადოების მიმართ, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, იგინებოდა და ფიზიკურად უსწორდებოდა სხვა პირს. კ----------–-----ას გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების საფუძველზე ბ------------–---–ს წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ კ----------–-----ას მიერ პირის მხილება მოხდა მძიმე დანაშაულის ჩადენაში.

 

პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ კ----------–-----ამ სამსახურებრივი ფორმა და ტელეფონი დაუტოვა სტაჟიორს, უნებართვოდ დატოვა სამსახური, ვინაიდან არ ხორციელდებოდა კონტროლი და პირად საქმეზე წავიდა ელიავაზე, რა დროსაც წ-------–-----------ზე შეესწრო ორი პირის ჩხუბს. აღნიშნული წინააღმდეგობაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, კერძოდ: პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ჩვენების მიცემისას ი-------------მ განმარტა, რომ კონტროლიორი ვალდებული იყო ჯგუფის ხელმძღვანელი ჩაეყენებინა საქმის კურსში და მას არ შეეძლო თვითნებურად შეეცვალა დისლოკაციის ადგილი. 2011 წლის 06 ივლისს კ----------–-----ას უნდა ემოძრავა მეტრო სარაჯიშვილიდან ,,კინო საქართველოს“ მიმართულებით და უკან. ხსენებულ დღეს მისი დისლოკაციის ადგილის ცვლილება არ მომხდარა. ამასთან, მოწმემ დაადასტურა, რომ 2011 წლის პერიოდში არსებობდა კონტროლიორთა კონტროლის მექანიზმი და გენერალური ინსპექციის მიერ ხდებოდა კონტროლიორთა გაკონტროლება და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მათი დაჯარიმება. გარდა ამისა მოწმეებმა ი-------------მ და შ-------------მ დაადასტურეს, რომ 2011 წლის 06 ივლისს, კ----------–-----ას არაერთხელ ესაუბრნენ სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით და ადგილი არ ჰქონია ისეთ შემთხვევას, რომ კ----------–-----ას ტელეფონზე სხვა პირს გაეცა მათთვის პასუხი. ი------------ის ჩვენებას კ----------–-----ას მითითებულ დროს დისლოკაციის ადგილზე ყოფნასთან დაკავშირებით ასევე ამყარებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წერილები რომელთა თანახმად, კ----------–-----ა 2011 წლის 06 ივლისს 07:00 საათიდან 11:30 საათამდე და 15:30 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას მონაკვეთზე მეტროსადგური „სარაჯიშვილი“ - კინოთეატრი „საქართველო“. მითითებულ დროს, ხსენებულ მონაკვეთზე კ----------–-----ას ყოფნას ადასტურებს მის კუთვნილ ტელეფონის ნომერზე შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა, რომლის თანახმად, 2011 წლის 06 ივლისს, 16:18 საათიდან 19:03 საათამდე პერიოდში, კ----------–-----ას ნომერზე დაფიქსირებულ ზარებს ემსახურება ანძები: GLDANI_GAMGEOBA და ELMAVAL MSHENEBELI, რომელთა მისამართებიც არის თბილისი, სარაჯიშვილის ქუჩა N1 და თბილისი, დ.გურამიშვილის გამზირი N84. პალატა განმარტავს, რომ კ----------–-----ას ჩვენება ასევე წინააღმდეგობაშია ბ------------–---–ის ჩვენებასთან, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მას არასდროს უნახავს კ----------–-----ა, მათ შორის არც მისი დაკავებისას იმყოფებოდა კ----------–-----ა წ-------–-----------ზე.

 

პალატა თვლის, რომ კ----------–-----ას ჩვენება წინააღმდეგობაშია აგრეთვე პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მოწმე კ-------------ის ჩვენებასთან, რომლითაც ირკვევა, რომ კ----------–-----ა არის მისი სიძე - დის ქმარი. კ-------------ე 20---–-–------–--–- მუშაობდა შსს თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის ს-----------–--------–-–-------- განყოფილებაში. საყურადღებოა, რომ აღნიშნული არის პოლიციის ზუსტად ის განყოფილება, რომლის თანამშრომლების მიერ იქნა დაკავებული 2011 წლის 06 ივლისს ბ------------–---–ი. ამასთან, მოწმე კ-------------ის ჩვენებით ხსენებულ დღეს მასაა და კ----------–-----ას შორის შემდგარი სატელეფონო საუბრები ეხებოდა პირად ნათესაურ ურთიერთობებს, რომელიც არ იყო დაკავშირებული ბ------------–---–ის საქმესთან. ხოლო თავად მსჯავრდებულ კ----------–-----ას ჩვენებით მას ხსენებულ პერიოდში ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ცოლის ძმასთან - კ-------------ესთან, რაც საეჭვოს ხდის ამ უკანასკნელთან პირადი ნათესაური ურთიერთობებიდან გამომდინარე სატელეფონო საუბრების არსებობის ფაქტს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კ----------–-----ას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ კ----------–-----ამ ჩაიდინა, მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემა, რასაც ერთვის ბრალდება მძიმე დანაშაულში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2016 წლის 20 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია).

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

კ----------–-----ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით. პალატა თვლის, რომ კ----------–-----ას პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი შეცვლა პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილი (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2016 წლის 20 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახით ითვალისწინებდა ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. 2016 წლის 20 თებერვლიდან მოქმედი რედაქციით კი, საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილი (მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე დანაშაულის ჩადენაში) სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ექვს წლამდე. აღნიშნული ცვლილებით შეიცვალა სასჯელის მინიმუმის და მაქსიმუმის ფარგლები, თუმცა ამოღებული იქნა ჯარიმის გამოყენების შესაძლებლობა. პალატას მიაჩნია, რომ კ----------–-----ა ჩადენილი ქმედებისთვის მსჯავრდებული უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლს მე-2 ნაწილით (2016 წლის 20 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) და კანონის უკუქცევითი ძალის გათვალისწინებით, სასჯელის ზომის განსაზღვრა უნდა მოხდეს იმ ფარგლებში, რომელიც უფრო აუმჯობესებს მის მდგომარეობას. კერძოდ, კ----------–-----ას სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2016 წლის 20 თებერვლიდან მოქმედი რედაქციით, თავისუფლების აღკვეთის სასჯელის მინიმუმისა და მაქსიმუმის გათვალისწინებით, კერძოდ: ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთის სანქციის ფარგლებში.

 

პალატას ასევე მიაჩნია, რომ კ----------–-----ას მიმართ სასჯელის დანიშვნისას უნდა გავრცელდეს 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონი და მას ხსენებული კანონის მე-12 მუხლის გამოყენებით უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ კ----------–-----ას ინტერესების დამცველი ადვოკატის მ-------------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში ასევე სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ კ----------–-----ას ინტერესების დამცველი ადვოკატის მ-------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

კ----------–-----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელი განახევრდეს და კ----------–-----ას მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ კ----------–-----ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 31 იანვრიდან.

 

კ----------–-----ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია.

 

განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ.სანდოძე