1. საკასაციო საჩივარი შეიტანება განაჩენის გამომტან სასამართლოში მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში.
2. განაჩენის გამომტან სასამართლოში შეაქვთ საკასაციო საჩივრის იმდენი ეგზემპლარი, რამდენიც საჭიროა იმისათვის, რომ იგი ამ სასამართლომ გადასცეს მხარეს.
3. სასამართლო საკასაციო საჩივრის ასლს არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნის მეორე მხარეს, რათა მან წარადგინოს საჩივრის შესაგებელი. მეორე მხარემ სასამართლოს შესაგებელი უნდა წარუდგინოს საჩივრის ასლის მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა.
4. კასატორს უფლება აქვს, სასამართლოსაგან მიიღოს საჩივრის შესაგებლის ასლი.
5. საქმე, საჩივარი და მისი შესაგებელი სააპელაციო სასამართლოდან იგზავნება საქართველოს უზენაეს სასამართლოშ
მთავარი მონაცემები
ვადა1 თვის ვადაში
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(813)
საქმე №2კ-642აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.12.2025
…რომ ადვოკატების – ლ. ძ-ასა და კ. წ-ის – დასაბუთებული საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის განაჩენზე წარდგენილია, შესაბამისად, 2025 წლის 25 ივნისს და 26 ივნისს. საქართველოს სსსკ-ის 302-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიტანება განაჩენის გამომტან სასამართლოში მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში. ამდენად,…
საქმე №2კ-1103აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.02.2025
…სასჯელის გამკაცრება, კერძოდ: თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადით დანიშვნა და დანიშნული სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის განსაზღვრა. 7. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ შესაგებელი წარმოადგინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული 5-დღიანი ვადის დარღვევით (ადვოკატ ხ. ხ-ას პროკურორის საკასაციო საჩივარი…
საქმე №2კ-468აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.10.2024
…უზენაესი სასამართლოს: 2024 წლის 23 იანვრის №824აპ-23, 2021 წლის 18 ნოემბრის №484აპ-21, 2021 წლის 18 ოქტომბრის №326აპ-21, 2015 წლის 7 ივლისის №95აპ-15 განჩინებები). 13.1. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 302-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიტანება განაჩენის გამომტან სასამართლოში მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში, შესაბამისად, საკასაციო…
საქმე №2კ-316აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.07.2024
…და ლ. გ–ს უდანაშაულოდ ცნობას. 5.12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი. მითითებული დოკუმენტი კი, (საკასაციო საჩივრის შესაგებლი) სასამართლოში წარდგენილია საქართველოს სსსკ-ის 302-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადის დარღვევით – საკასაციო საჩივარი შეიტანება განაჩენის გამომტან სასამართლოში მისი გამოტანიდან 1 თვის…
საქმე №2კ-274აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.06.2024
…და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) უდანაშაულოდ ცნობისა და სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნით, მითითებული დოკუმენტი (პოზიცია პროკურორის საჩივარზე) სასამართლოში წარდგენილია საქართველოს სსსკ-ის 302-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადის დარღვევით – საკასაციო საჩივარი შეიტანება განაჩენის გამომტან სასამართლოში მისი გამოტანიდან 1 თვის…
საქმე №2კ-998აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.02.2024
საქმე №2კ-1148აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.05.2023
საქმე №2კ-437აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.11.2021
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 302, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-302/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია