განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100120003426507
საქმე #1ბ/434-20
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 აპრილი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე შორენა გუნცაძემ,გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო---------------–---–-- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჯ---------------------------------- - დაბადებულის 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი #6----------, დასაოჯახებლის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ქ-----------–-, ტ--------–--------ში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ------–-, შ-----------------–--–-------ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
ჯ--------------------- ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით (2019 წლის 27 ნოემბრის ეპიზოდი);
მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით (2019 წლის ზაფხულიდან 2019 წლის 27 ნოემბრამდე პერიოდის ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 27 ნოემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ------–-, შ-----------------–--– #----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, ჯ--------------------- დას - ჯ----–------------ეს, მისი არასრულწლოვანი შვილების - გ-------, ნ-----–---- და ა----------–--–-–---–ების თანდასწრებით, ხელზე ძლიერად მოუჭირა ხელი, რის შედეგადაც ჯ----–------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის ზაფხულიდან ამავე წლის 27 ნოემბრამდე დროის პერიოდში, ჯ-------------------- დას - ჯ----–------------ეს, მისი არასრულწლოვანი შვილების - გ-------, ნ-----–---- და ა----------–--–-–---–ების თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, კერძოდ, ეუბნებოდა მას, რომ იყო ნაგავი. აღნიშნულის შედეგად ჯ----–------------ემ განიცადა ტანჯვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენით:
ჯ-------------------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით (2019 წლის ზაფხულიდან 2019 წლის 27 ნოემბრამდე პერიოდის ეპიზოდისათვის) წარდგენილ ბრალდებაში.
ჯ-------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით (2019 წლის 27 ნოემბრის ეპიზოდისათვის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 24 იანვრის ჩათვლით.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო---------------–---–--. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ჯ-------------------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2019 წლის ზაფხულიდან 2019 წლის 27 ნოემბრამდე პერიოდის ეპიზოდში), შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი და იგი უნდა შეიცვალოს, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ჯ-------------------ის მიერ 2019 წლის ზაფხულიდან იმავე წლის 27 ნოემბრამდე დროის პერიოდში დაზარალებულისთვის ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენების ფაქტი, მისი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით. აპელანტს მიაჩნია, რომ ფსიქიკური ტანჯვის და ბრალად წაყენებული ქმედების ჩადენა დადასტურებულია დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით, რომელიც მხარეების მიერ სასამართლოში უდავოდ იქნა ცნობილი. აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ფსიქოლოგიური ტანჯვის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და აღნიშნულთან მიმართებაში მაგალითად მოჰყავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის #617აპ-18 განჩინება, რომლის თანახმადაც, ,,იმისათვის, რომ დადგინდეს პირის უკანონო ქმედებებმა გამოიწვია თუ არა დაზარალებულის ტანჯვა, აუცილებელი არ არის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის არსებობა, ეს საკითხი წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს - საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე‘‘. აპელანტის მითითებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, რომელთაც გააჩნიათ პრეიუდიციული ძალა და ცალსახად ადასტურებენ ჯ------------------ის ქმედების შედეგად ფსიქოლოგიური ტანჯვის გამოწვევის ფაქტს და, შესაბამისად, მის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას. რაც შეეხება დაზარალებულის მიმართ დანიშნული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, ბრალდების მხარისათვის ამ მომენტამდე, მისგან დამოუკიდებელ მიზეზთა გამო, არ არის ხელმისაწვდომი, რის გამოც ვერ ხერხდება მისი წარმოდგენა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს ჯ-------------------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით (2019 წლის ზაფხულიდან 2019 წლის 27 ნოემბრამდე პერიოდის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულ ჯ-------------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ------------–---–ის მიერ წარმოდგენილია შესაგებელი, რომლითაც ითხოვს გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო---------------–---–-- საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ჯ-------------------ის მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ,,ზ‘‘ პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელმა საჩივარი წარმოადგინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით 2019 წლის ზაფხულიდან 2019 წლის 27 ნოემბრამდე პერიოდის ეპიზოდში წარდგენილ ბრალდებაში ჯ-------------------ის დამნაშავედ ცნობის კუთხით. შესაბამისად, პალატა იმსჯელებს მხოლოდ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე, საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილ იქნა შემდეგი:
ჯ--------------------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით (2019 წლის ზაფხულიდან 2019 წლის 27 ნოემბრამდე პერიოდის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით (2019 წლის ზაფხულიდან 2019 წლის 27 ნოემბრამდე პერიოდის ეპიზოდისათვის) წარდგენილი ბრალდების ნაწილში პროკურორის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება სადავო არ არის და, როგორც ბრალდების, ისე -დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისას, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, შესაბამისად, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების - მ-------------ის, გ------- ნ-–--–-–---–ის, ნ-----–---- ნ-–--–-–---–ის, ნ-----------–---–--, გ------- წ------–-–---–ის, ზ---------------–--ის, ზ-----------------სა და დაზარალებულ ჯ----–------------ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოცხრილით, ჯ----–------------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ჯ-------------------ის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერითა და ორდერის ოქმით, დადგენილებით ჯ----–------------ის მიმართ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება მსჯავრდებულ ჯ-------------------ის მიერ ინკრიმინებული ქმედების ჩადენა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით (2019 წლის ზაფხულიდან 2019 წლის 27 ნოემბრამდე პერიოდის ეპიზოდში).
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ჯ-------------------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის და ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით, 2019 წლის ზაფხულიდან 2019 წლის 27 ნოემბრამდე პერიოდის ეპიზოდში საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით გამართლების ნაწილში, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის თაობაზე.
სააპელაციო პალატა აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ ბრალდების მხარეს არ წარუდგენია უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ჯ-------------------ის მიერ 2019 წლის ზაფხულიდან 2019 წლის 27 ნოემბრამდე პერიოდის ეპიზოდში საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. მოცემულ შემთხვევაში ჯ-------------------ის მიერ ბრალის აღიარება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა არასაკმარისია და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ ადასტურებს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს ჯ-------------------ისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ არ იწვევდეს რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ.
პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ის 1261-ე მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამდენად, ბრალად შერაცხული დანაშაულის შემადგენლობის იმპერატიულ ელემენტს წარმოადგენს კონკრეტული დამდგარი შედეგი - დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის ან ფსიქოლოგიური ტანჯვის განცდის ფაქტი. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მოცემულ შემთხვევაში არსებული ეჭვის შესახებ, განიცადა თუ არა დაზარალებულმა რეალურად ფსიქოლოგიური ტანჯვა.
პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხი წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს, რაზეც, ასევე, მითითებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის #617აპ-18 განჩინებაში, რაზეც აპელირებს ბრალდების მხარეც, თუმცა, საჩივრის ავტორისგან განსხვავებით, პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები ერთობლიობაში უტყუარად ვერ ადასტურებს იმ ფაქტს, გამოიწვია თუ არა კონკრეტული შედეგი ჯ-------------------ის მიერ განხორციელებულმა ქმედებამ, რაც დანაშაულის კვალიფიკაციისათვის სავალდებულო ნიშანია.
პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჯ-------------------ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ ემყარება გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისათვის უალტერნატივო, უტყუარი მტკიცებულებების არასაკმარისობას, რის გამოც ლოგიკურად წარმოშობილი გონივრული ეჭვი გადაწყვდა ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქმეში არსებული მასალები და ბრალდების მხარის აპელირება ქმედების შედეგად განცდილი რეალური ტანჯვის არსებობის შესახებ ეფუძნება ერთადერთ მტკიცებულებას - დაზარალებულის გამოკითხვის ოქმს და აღნიშნული არ დასტურდება სხვა არცერთი მტკიცებულებით, მათ შორის, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ბრალდების მხარის მიერ, დღეის მდგომარეობით, ასევე, არ არის წარმოდგენილი საქმეში, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეეფასებინა იგი.
პალატა ერთმნიშვნელოვნად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობა თავისთავად არ ნიშნავს შეთანხმებას გამამტყუნებელ განაჩენზე, რომელიც მტკიცებულებებისთვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭების გამო მოსამართლემ უპირობოდ უნდა გამოიტანოს. მტკიცებულებების შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივაა.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ‘‘. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ,,სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე‘‘. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს და განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo‘‘, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. ამასთან, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ, ასევე, მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ,,ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ‘‘ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, §151, 13.12.2012, ,,ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ‘‘ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, §48, 16.09.2014).
სააპელაციო პალატა, ასევე, აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება, როგორც შიდასამართლებრივი, ისე -საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ ,,გონივრულ ეჭვს მიღმა‘‘ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და, ასევე, უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილებები საქმეებზე - Lavents v. Latvia, §125, და Melich and Beck v. Czech Republic, §49).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ‘‘. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა‘‘, ხოლო ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი‘‘.
პალატა თვლის, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ჯ-------------------ის ბრალეულობას 2019 წლის ზაფხულიდან 2019 წლის 27 ნოემბრამდე პერიოდში დაზარალებულისთვის სისტემატური შეურაცხყოფის მიყენების ეპიზოდში. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ჯ-------------------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა.
ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა დასკვნამდე, რომ ჯ-------------------- ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით (2019 წლის ზაფხულიდან 2019 წლის 27 ნოემბრამდე პერიოდის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენი ჯ-------------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო---------------–---–-- სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტითა და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო---------------–---–-- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენი ჯ-------------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ჯ-------------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით (2019 წლის ზაფხულიდან 2019 წლის 27 ნოემბრამდე პერიოდის ეპიზოდისათვის) წარდგენილ ბრალდებაში.
ჯ-------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით (2019 წლის 27 ნოემბრის ეპიზოდისათვის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
მსჯავრდებულ ჯ--------------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 24 იანვრის ჩათვლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს.
მსჯავრდებულ ჯ--------------------ს დაევალოს, შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
ჯ-------------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
ჯ-------------------ის მიმართ დამატებითი ვალდებულების სახით დაწესებული აკრძალვა დაზარალებულ ჯ----–---------------თან მიახლოების შესახებ გაუქმებულია.
ჯ--------------------ს განემარტოს, რომ მას, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით (2019 წლის ზაფხულიდან 2019 წლის 27 ნოემბრამდე პერიოდის ეპიზოდისათვის) წარდგენილ ბრალდებაში გამართლებულ პირს, უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: შორენა გუნცაძე