1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე ან მაგისტრატი მოსამართლე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს ერთპიროვნულად.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არის მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა კოლეგიური შემადგენლობით საქმეთა განხილვისათვის, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს თავმჯდომარეს შეუძლია დაადგინოს საქმის კოლეგიური განხილვა სამი მოსამართლის შემადგენლობით, თუ საქმის განხილვასა და გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლო პრაქტიკისათვის ან საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულისაა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე განიხილება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით.
3. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განიხილება ნაფიცი მსაჯულებისა და მოსამართლის მონაწილეობით.
4. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად.
5. სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სისხლის სამართლის საქმე სააპელაციო წესით განიხილება კოლეგიურად სამი მოსამართლის შემადგენლობით.
6. ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების განაჩენებისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებების გამო საჩივრები შესაძლებელია სააპელაციო წესით ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ.
7. საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განიხილება კოლეგიურად სამი მოსამართლის შემადგენლობით, ხოლო დიდ პალატაში – ცხრა მოსამართლის შემადგენლობით.
8. სასამართლოს შემადგენლობის ყველა მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღების თანაბარი უფლება აქვს.
9. თუ სისხლის სამართლის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადია და ბრალდებული თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას, საქმეს სასამართლო განიხილავს მის დაუსწრებლად, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(901)
- საქმე №2კ-908აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.03.2022
…და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები საკასაციო საჩივარში განაჩენის გაუქმების ერთ-ერთ არგუმენტად უთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე რაიონული სასამართლოების განაჩენებისა და…
- საქმე №2კ-229აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.09.2021
…15:54:00). 33. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ერთპიროვნულად - ერთი მოსამართლის შემადგენლობით - განხილვის საკითხთან დაკავშირებით. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილის დანაწესს, ასევე იმ გარემოებას, რომ 2020 წლის 4 ივნისს მოსამართლემ საქმის განხილვა დაიწყო თავიდან, მხარეებს გააცნო…
- საქმე №2კ-328აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.06.2021
…განაჩენი უკანონოა, თუ არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს ან რაც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს. 8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სისხლის სამართლის…
- საქმე №2კ-838აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.05.2021
…უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას, საკასაციო პალატა არ იზიარებს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვა შეესაბამება როგორც საპროცესო კანონით დადგენილ მოთხოვნებს ( სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილი), ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პრეცედენტულ სამართალს (მაგ., იხილეთ Jussila v. Finland, „ჯაზილა ფინეთის…
- საქმე №19აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
…დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს. 4. კასატორის მითითებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ საქმის ერთპიროვნულად განხილვით უხეშად დაარღვია საპროცესო კანონმდებლობა, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილს, რომლის თანახმად, ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე რაიონული (საქალაქო)…
- საქმე №330100118002513502 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 17.03.2020
- საქმე №330100120003406631 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.04.2020
- საქმე №330100120003441695 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.04.2020
- საქმე №330100119003163552 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.04.2020
- საქმე №330100119003277253 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.04.2020
- საქმე №330100119003356500 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2020
- საქმე №330100119003170249 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2020
- საქმე №330100119003324271 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2020
- საქმე №330100120003422799 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2020
- საქმე №140100119003151139 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2020
- საქმე №330100120003437263 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2020
- საქმე №330100119003265850 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2020
- საქმე №160100120003442229 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2020
- საქმე №140100120003426507 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.04.2020
- საქმე №330100120003419008 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.04.2020
- საქმე №140100120003426209 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.04.2020
- საქმე №180100119003269958 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.04.2020
- საქმე №330100119003370020 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.04.2020
- საქმე №330100119003124366 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.04.2020
- საქმე №330100119003296509 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.04.2020
- საქმე №330100119003275172 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.04.2020
- საქმე №150100119003223591 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.04.2020
- საქმე №330100120003415453 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.04.2020
- საქმე №330100119003147920 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.04.2020
- საქმე №190100120003404319 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.04.2020
- საქმე №200100119003102448 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.04.2020
- საქმე №140100119003028327 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.04.2020
- საქმე №330100119003338586 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.03.2020
- საქმე №140100119003317718 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.03.2020
- საქმე №330100119003107784 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.03.2020
- საქმე №330100119003356461 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.03.2020
- საქმე №150100119003032822 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.03.2020
- საქმე №330100120003392679 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.03.2020
- საქმე №160100119002888381 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.03.2020
- საქმე №330100119003339197 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.03.2020
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 901-დან.