განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 180100119003269958
საქმე №1ბ/440-20წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 აპრილი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
მსჯავრდებულ გ-------------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს--------------–-ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ-------------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №0----------, დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლევის, მცხოვრების მცხეთის რაიონის სოფელ ქ---–-, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 05 თებერვლის განაჩენით:
გ-------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
გ-------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელი და გ-------------------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ-------------------ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
გ-------------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 15 ნოემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა გ-------------------მა, 2019 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ ქ---–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გაბრაზებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ქ----------------–---–ს, კერძოდ, მუშტი დაარტყა სახეში. შეშინებული ქ----------------–---–ი გაიქცა მეზობელთან და ცოტა ხანში, მეუღლის დაჟინებული თხოვნით, უკან დაბრუნებულს, გ-------------------მა გაშლილი ხელი კვლავ ძლიერად დაარტყა სახეში, რის გამოც ქ----------------–---–მა მიიღო დაზიანებები, განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა.
2018 წლის 15 ნოემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა გ-------------------მა, 2019 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ ქ---–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, მეუღლე ქ----------------–---–თან ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გაბრაზებულმა, დაემუქრა ქ----------------–---–ს სიცოცხლის მოსპობით, დააგდო საწოლზე და უთხრა, რომ სისხლში აცურავებდა, რის გამოც ქ----------------–---–ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის - მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ-------------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს--------------–-ამ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და გ-------------------ისათვის ისეთი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთასთან იმ საფუძვლით, რომ სასამართლო სხდომაზე გ-------------------მა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული და უდავოდ მიიჩნია საქმეში არსებული მტკიცებულებები. ამასთან, დაზარალებულმა - ქ----------------–---–მა განაცხადა, რომ ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვდა მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებას.
აპელანტის განმარტებით, გ-------------------ისათვის ბრალად წარდგენილი ქმედება ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქ სასჯელს, კერძოდ, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედება და დაზარალებული შერიგებულია გ-------------------თან, არ ჰქონდა მის მიმართ პრეტენზია, აპელანტის აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი.
მსჯავრდებულ გ-------------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს--------------–-ას სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--–---------------ემ, რომელმაც საჩივრის მოთხოვნის უარყოფა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ქ----------------–---–ის და მოწმე ზ---------------ის ჩვენებებით, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, 2019 წლის 25 ივლისის ქ----------------–---–ის განცხადებით, №3-- სამედიცინო ბარათით, სამედიცინო ექსპერტიზის №1--------- დასკვნით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის №7------ დასკვნით, დაზარალებულის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, დაზარალებულის ვიზუალური დათვალიერების შესახებ ოქმით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ-------------------მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას გ-------------------ისათვის არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას, რისი გათვალისწინებითაც მიაჩნია, რომ გ-------------------ს დანიშნული აქვს იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესა და ხასიათს.
სააპელაციო პალატა მსჯავრდებულ გ-------------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის თანაზომიერების შეფასებისას ყურადღებას ამახვილებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს (სტამბოლის კონვენციის) კონვენციის 45-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ამ დანაშაულთა სერიოზულობის გათვალისწინებით.
გ-------------------ისათვის სასჯელის ზომის განსაზღვრისას, პალატა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმისა და სასჯელის თანაზომიერების პრინციპებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისთვის განსაზღვრული სასჯელი სავსებით სამართლიანია და არ არსებობს სასჯელის უფრო მსუბუქი სახის გამოყენების ან თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის საფუძველი. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს რაიმე ისეთ გარემოებაზე მითითებას, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს არ გაუთვალისწინებია სასჯელის დანიშვნისას და სააპელაციო სასამართლოსათვის გახდებოდა მისი შემსუბუქების საფუძველი.
პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ გ-------------------ი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის, შესაბამისად, სახეზეა დანაშაულის რეციდივის შემთხვევა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. სწორედ გ-------------------ის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი გარემოება - მის მიერ დანაშაულის ნაწილობრივ აღიარება და ის ფაქტი, რომ დაზარალებულს მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია გახდა მისთვის დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას სასჯელთა შთანთქმის და არა ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრების პრინციპების გამოყენების საფუძველი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. პალატა მოცემულ შემთხვევაში ასევე მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენებას და აღნიშნავს, რომ გ-------------------ისათვის დანიშნული სასჯელი, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და მსჯავრდებულის რესოციალიზაციას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 05 თებერვლის განაჩენი გ-------------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ-------------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს--------------–-ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 05 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
გ-------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
გ-------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;.151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელი და გ-------------------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ-------------------ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.
გ-------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
გ-------------------ის სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 31 ივლისიდან.
საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:
ერთი ცალი ტყავის საფულე, ფულადი თანხა, ჯამში 234 ლარი და 50 თეთრი, პლასტიკური ბარათები, ავტომანქანის ტექმოწმობა, ტელეფონის დამტენი და ე.წ. ,,უსბ“ და კაბელი, აიფონის ფირმის მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს გ-------------------ის ოჯახის სრულწლოვან წევრს, ხოლო ერთი ცალი სდ დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე