1. თუ რომელიმე საპროცესო მოქმედების ჩატარება სისხლის სამართლის საქმის განხილვის ადგილზე შეუძლებელია, სასამართლოს უფლება აქვს, ამ მოქმედების ჩასატარებლად დავალება გაუგზავნოს იმავე ან ქვემდგომი დონის სხვა სასამართლოს.
2. უცხო სახელმწიფოს სასამართლოსა თუ საგამოძიებო ორგანოში სასამართლოს შუამდგომლობის გაგზავნის წესი განისაზღვრება საქართველოსა და ამ სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულებით სამართლებრივი დახმარების შესახე
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(2)
საქმე №2კ-1906აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.12.2007
…პოლიციის მუშაკებთან, ექიმებსა და ახლობლებთან განაცხადა, რომ უცნობმა პირმა მასთან ძალადობით დაამყარა სქესობრივი კავშირი, რაც გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი; მართალია, მოგვიანებით დაზარალებული შეურიგდა მსჯავრდებულს, მაგრამ, სსსკ-ის 26-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული საფუძვლით დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა ბრალდებულთან დაზარალებულის შერიგების გამო არ წყდება; პირველი ინსტანციის…
საქმე №2კ-1013აპ.-06 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.01.2007
…საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ყაზბეგის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 19 ივნისის განაჩენი შეიცვალა: დ. ღ-ის მიმართ სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, სსსკ-ის 26-ე მუხლის შესაბამისად; დ. ღ-რი, ზ. ღ-რი და ე. ს-რი ცნობილ იქნენ დამნაშავეებად სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 26, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-26/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია