1. სასამართლო სხდომის მდივანი ამოწმებს, გამოცხადდა თუ არა სასამართლო პროცესზე გამოძახებული პირი, და ამის თაობაზე მოახსენებს სასამართლოს; სხდომის თავმჯდომარის წინადადებით საჯაროდ კითხულობს საპროცესო დოკუმენტს; აწარმოებს სასამართლო სხდომის ოქმს.
2. სასამართლო სხდომის მდივანი ვალდებულია სრულად და სწორად დააფიქსიროს სასამართლო სხდომის ოქმში სასამართლოს მოქმედება და გადაწყვეტილება, აგრეთვე სასამართლო სხდომის ყველა მონაწილის მოქმედება, განცხადება, შუამდგომლობა, ჩვენება და ახსნა-განმარტება. მდივანს უფლება აქვს, ოქმის მომზადებისას გამოიყენოს სტენოგრაფია, დიქტოფონი და სხვა ტექნიკური საშუალებანი.
3. სასამართლო უფლებამოსილია მხარეთა შენიშვნები სასამართლო სხდომის ოქმთან დაკავშირებით განიხილოს მათი მოწვევის გარეშე. სასამართლო სხდომის მდივანი იძლევა წერილობით განმარტებებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(7)
საქმე №2კ-145კოლ.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.11.2005
…დამცველი, ადვოკატი დ. ფხაკაძე და კანონიერი წარმომადგენელი ც. რევაზიშვილი დაეთანხმნენ სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას და უარი განაცხადეს შ. სოხაძისათვის სსკ-ის მე-19, 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილით წარდგენილი ბრალდების მხარდაჭერაზე. საქართველოს სსსკ-ის 24-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 28-ე მუხლის I ნაწილის „პ” ქვეპუნქტის, 28-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 446-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბრალდებაზე…
…- უკანონოდ აღუკვეთეს მას თავისუფლება, ერთობლივად ახორციელებენ სხვადასხვა საგნების გამოყენებით რკინის კარადების გატეხვას და იქედან ფასეული ნივთების: თანხის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას. საქართველო სსსკ-ის 24–ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, როცა ამსრულებლის ან თანამონაწილის მხარეს არის ისეთი ნიშანი, რომელიც ახასიათებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, მაშინ ეს…
…პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმე (დაზარალებულმა) ნ------ ე---–----–---–მა ისარგებლა მაისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლე-ბით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის – დ----- ს----–---–ის მიმართ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სა-მართლის საქმის…
…სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმეებმა (დაზარალებულმა) თ-- კ-------–---მა და (მოწმე) ა-- წ-------მ, ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - ს----- წ-------ს მიმართ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად მოწ-მის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართ-ლის საქმის…
…ა-----------–---–მა და მოწმეებმა ც---- ფ-------ემ და ც-–---- ფ-------ემ ისარგებ-ლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავების – ლ------- ფ-------ისა და ნ----–- ფ-------ის წინააღმდეგ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სა-მართლის საქმის…
…ისინი ვალდებული არიან წინასწარ წერილობით განსაზღვრონ ამ კანონის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით თითოეულის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა, მათ შორის, მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვისა და ამ კანონის მე-13− მე-20, 24-ე და 25-ე მუხლებით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით. 2. თუ მონაცემთა თანადამუშავება გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით, თითოეული…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 24, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-24/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია