განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002926227
საქმე №1ბ/1942-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნ--------------–ის
ადვოკატ: ი-----–-------ს
მსჯავრდებულ: დ-------------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გამართლებულ დ---------------------------ს დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #-----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-----–--------------------------------------------- მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ-------------ემ ჩაიდინა:
- ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).
- ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
- მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- ოჯახის წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
დ-------------ე მეუღლეს - ნ----------------------ეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა და მიმართავდა დამამცირებელი სიტყვებით, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ტანჯვა. ასევე აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ: 2019 წლის 5 მარტს, დაახლოებით 06:00 საათზე, ქ------–--–-----–-------------------------------------------------ში დ-------------ემ შელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლეს ნ----------------------ეს, კერძოდ, დაარტყა მუშტი ქვედა ყბის მარცხენა მხარეს, რის შედეგადაც ნ----------------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 5 მარტს, საღამოს საათებში, ქ------–--–-----–-------------------------------------------------ში დ-------------ემ შელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლეს ნ----------------------ეს. კერძოდ, დაარტყა ხელი წელის არეში, რის შედეგადაც ნ----------------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 6 მარტს, დილის საათებში, ქ------–--–-----–-------------------------------------------------ში დ-------------ემ შელაპარაკების ნიადაგზე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლეს ნ----------------------ეს. კერძოდ, მოჰკიდა ხელი მკლავებში და ძლიერად შეანჯღრია, რის შედეგადაც ნ----------------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
დ-------------ე სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით არაერთხელ დაემუქრა მეუღლეს ნ----------------------ეს. კერძოდ, 2019 წლის ხუთ-ექვს მარტს ქ------–--–-----–-------------------------------------------------ში დ-------------ე შელაპარაკების ნიადაგზე მეუღლე ნ----------------------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით - აკუწვით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. დ-------------ის აღიშნული ქმედებებით ნ----------------------ეს მიადგა მორალური სახის ზიანი.
2019 წლის 20 იანვარს, საქართველოს შსს ქ.თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გლდანის მე-4 ოცეულის პატრულ-ინსპექტორის მიერ დ-------------ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი #-------, რომლითაც დ-------------ეს აეკრძალა მეუღლესთან - ნ----------------------ესთან ყოველგვარი სახის კომუნიკაცია 30 დღის განმავლობაში, მათ შორის სატელეფონო. მიუხედავად აღნიშნულისა, დ-------------ე ორდერის გამოწერიდან რამდენიმე დღეში მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა მის მეუღლეს და დაამყარა მასთან კომუნიკაცია, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით:
დ-------------ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეორე ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
დ-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) და სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, დ-------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულ დ-------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 6 მარტიდან - 2019 წლის 25 მარტის ჩათვლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი - ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--------------–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს დ-------------ის მიმართ გამოტანილ ზემოაღნიშნულ განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ დ-------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. ასევე, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა დ-------------ისათვის კანონიერი სასჯელის დანიშვნა;
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი დ-------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
აღნიშნული განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა დ-------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეორე ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით და სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
საქმის არსებითი განხილვისას, დაზარალებულმა ნ----------------------ემ (გამართლებულ დ-------------ის მეუღლე), ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
არასრულწლოვანი მოწმის ვ---------------ის განმარტებით, ცხოვრობს გ-–-------------------------------------------–- მშობლებთან, - ნ-------------ესთან, დ-------------ესთან და დებთან ერთად. მშობლებს შორის ხშირად ჰქონდა ადგილი კამათს და მამის მხრიდან დედის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. ერთ-ერთი ასეთი კონფლიქტი ეხებოდა დედის მიერ მეუღლის დაუკითხავად გარკვეული ოდენობის თანხის დახარჯვას, რის გამოც მამამ, - დ-------------ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დედას. მოწმის განმარტებით 5 მარტის ღამეს, გააღვიძა მამის ყვირილის ხმამ, რომელიც ეჩხუბებოდა დედას, - ნ-------------ეს. ახალ გაღვიძებულმა დაინახა, რომ დ-------------ეს ხელი ჰქონდა აწეული და მისი (ვ---------------ის) ვარაუდით იგი აპირებდა ნ-------------ისთვის დარტყმას, თუმცა იმის გამო, რომ არ უნდოდა დაენახა დარტყმის მომენტი, თავი ჩაღუნა ქვემოთ.
მოწმე ნ--------------ის ჩვენებით, მისი შვილი ნ----------------------ე ქორწინებაში იმყოფებოდა დ-------------ესთან. თანაცხოვრების პერიოდში ხშირად ჰქონდა ადგილი კონფლიქტებს. 2019 წლის იანვრის თვეში დ-------------ის მიმართ გამოწერილი იქნა შემაკავებელი ორდერი, რითაც მას აეკრძალა მეუღლესთან ურთიერთობა და ყველა სახის კომუნიკაცია. მიუხედავად ამისა, შემაკავებელი ორდერის პირობებში დ-------------ე ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდა მის შვილს და სთხოვდა შერიგებას. ნ-------------ემ გაითვალისწინა მისი თხოვნა და შემაკავებელი ორდერის პირობებში დაბრუნდა მეუღლესთან და ერთად აგრძელებდნენ ცხოვრებას. მოწმის განმარტებით, შვილიშვილისგან - ვ---------------ისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ დ-------------ე სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ნ-------------ეს, თუმცა მასთან საუბრისას ნ-------------ე ყოველთვის უარყოფდა აღნიშნულ ფაქტს. ერთ-ერთი შეხვედრის დროს შენიშნა ნ-------------ის ნიკაპზე დაზიანების კვალი, რაზეც ნ-------------ემ უთხრა, რომ მეუღლე აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და სახის არეში არსებული დაზიანება გამოწვეული იყო დ-------------ის მხრიდან 5 მარტს მუშტის დარტყმის შედეგად. ვ---------------ისგან ასევე ცნობილი გახდა დ-------------ის მიერ ნ-------------ისთვის მობილური ტელეფონის დამტვრევის ფაქტი, იმ მიზეზით, რომ ნ-------------ე არ დაკავშირებოდა მისი ოჯახის წევრებს. ნ-------------ე იყო შეშინებული, რის გამოც ღამე იძინებდა ქურთუკიანად, რადგან მუდმივად მზადყოფნაში იყო სახლიდან გასაქცევად.
მოწმე ქრ-----------------ის ჩვენებით, მისი და ნ-------------ეკანანაძე ქორწინებაში იმყოფებოდა დ-------------ესთან, რომელთანაც თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა სამი შვილი. 2019 წლის 20 იანვარს დაუკავშირდა დ-------------ე, რომელიც ითხოვდა ნ-------------ის მამის სახლში მისვლას, რათა წაეყვანათ მისი მეუღლე სახლიდან. მასთან სახლში მისვლისას კარი გაუღო ნ-------------ემ, რომელიც იყო შეშინებული და სთხოვა მოეკითხა მისი მეუღლე. დ-------------ემ მოკითხვის საპასუხოდ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რომლებმაც შეადგინეს შემაკავებელი ორდერი და დ--------ეს 30 დღის განმავლობაში აუკრძალეს მეუღლესთან ყველა სახის კომუნიკაცია. მოწმის განმარტებით, დ-------------ე მეუღლეს უკრძალავდა ოჯახთან ურთიერთობას, რის გამოც ნ-------------ე მალავდა მეუღლის მხრიდან მასზე ძალადობის ფაქტებს. მიუხედავად ამისა, ნ-------------ეს შეამჩნია ნიკაპის მარცხენა მხარეს არსებული დაზიანება, რაზეც მისმა დამ უთხრა, რომ დ-------------ემ დაარტყა ხელი. მოწმის განმარტებით, 2019 წლის 6 მარტს ნ-------------ე დაუკავშირდა ტელეფონზე და სთხოვა საპატრულო პოლიციის გამოძახება. ვინაიდან მის სახეზე ნანახი ჰქონდა სილურჯეები, მიხვდა, რომ დ-------------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მეუღლეზე ძალადობის ფაქტს.
მოწმე შ------------–--ის ჩვენებით, ბრალდებული დ-------------ე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა მის კარის მეზობლად, გლდანის მე-5 მ/რ, კორპ. #17, ბინა 64-ში. მეუღლეებს ერთმანეთში ჰქონდათ კარგი ურთიერთობა და მათ შორის რაიმე კონფლიქტს არასდროს შესწრებია. 2019 წლის 6 მარტს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მასთან შევიდა ნ-------------ე, რომელმაც აფორიაქებულმა უთხრა, რომ მისმა მეუღლემ კვლავ ფულზე დაიწყო საუბარი, რის გამოც აპირებდა საცხოვრებლად დედასთან გადასვლას. ცოტა ხანში მასთან მივიდა დათო კანანაძეც, რომელსაც ნაკაწრი ჰქონდა ხელზე და უთრა, რომ თუ რაიმე მოუვიდოდა ეს იქნებოდა მისი მეუღლის - ნ-------------ის ბრალი. დათო საუბრობდა ნინას მიერ დახარჯულ ფულზე, რომელიც მან მის დაუკითხავად დახარჯა. რამდენადაც მეზობლებისგან გადმოცემით იცის დ-------------ის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, თუმცა სხვა დეტლებით არ დაინტერესებულა და მისთვის უცნობია, რადგან იმ პერიოდში შვილებთან ერთად იმყოფებოდა ბაკურიანში. მოწმის განმარტებით, ნ-------------ის სხეულზე რაიმე სახის დაზიანება არ შეუმჩნევია.
მოწმე ა----------–--ის ჩვენებით, 2019 წლის 6 მარტს დაიწყო გამოძიება ნ----------------------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. გამოკითხა დაზარალებული და მოწმეები, დანიშნა სასამართლო-სამედიცინო და ფსიქიატრიული ექსპერტიზები. დ-------------ეს წარუდგინა დადგენილება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის თაობაზე. მოწმის განმარტებით, დაზარალებული ნ-------------ე იყო შეშინებული და ნიკაპთან მარცხენა მხარეს აღენიშნებოდა დაზიანება, უჩიოდა ტკივილებს და აცხადებდა, რომ 2019 წლის 5მარტს მეუღლე დ-------------ემ მიაყენა ფიზიკური დაზიანება.
მოწმე ნ------------–---–ის ჩვენებით, 2019 წლის 6 მარტს დ-------------ის მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი, რითაც მოძალადეს 30 დღის განმავლობაში აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოება და მასთან კომუნიკაცია. დ-------------ის მიმართ იანვრის თვეში გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, თუმცა მისი მოქმედების ვადა იყო ამოწურული, რის გამოც 6 მარტს შემაკავებელი ორდერი გამოწერილი იქნა განმეორებით. მოწმის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ დ-------------ეს დარღვეული ჰქონდა შემაკავებელი ორდერის პირობები, მსხვერპლმა დაუმალა ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ, იმ მიზნით, რომ ჰყავდა სამი შვილი და არ სურდა მეუღლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენების მიცემა.
მოწე გ-------–---–ის ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ნ-------------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებული იქნა დ-------------ე, რის შესახებაც აცნობა დ-------------ის ძმას.
მოწმე გ------------------ის ჩვენებით, 2019 წლის 6 მარტს მიღებული შეტყობინების საფუძველზე მეწყვილე რუსლან ჯავოევთან ერთად გამოცხადდა გ-–----------------------------------------–-- სადაც დაზარალებულმა ნ----------------------ემ მიუთითა მეუღლე დ-------------ეზე, რომელმაც განახორციელა მასზე ფიზიკური ძალადობა, კერძოდ მეუღლე აჯანჯღარებდა მას და აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ნ-------------ეს ნიკაპის მარცხენა მხარეს აღენიშნებოდა დაზიანების კვალი. დ-------------ე კვლავ იწევდა მეუღლისკენ და გამოხატავდა მის მიმართ აგრესიას, რის გამოც იგი დაკავებული იქნა ადგილზე.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ მ-------------–---–ის განმარტებით, 2019 წლის 23 მაისს მის მიერ გაცემული იქნა სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლის თანახმად, ნ----------------------ემ მეუღლის დ-------------ის მიერ მის მიმართ განხორციელებული ქმედების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ს------------–-----ს ჩვენებით, 2019 წლის 2ივნისს მის მიერ გაცემული იქნა სამედიცინო-ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლის თანახმად, პირადი გასინჯვით, 06.03.2019 წელს ნ----------------------ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი ნიკაპის მიდამოში - განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება შესამოწმებელი პირის მიერ მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს, - 5.03.2019 წ.
2019 წლის 6 მარტის #------ შემაკავებელი ორდერის თანახმად, მოძალადე დ-------------ეს აეკრძალა მეუღლე ნ----------------------ესთან ყოველგვარი სახის ურთიერთობა და კომუნიკაცია.
2019 წლის 20 იანვრის #------ შემაკავებელი ორდერის თანახმად, საქართველოს შსს ქ.თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გლდანის მე-4 ოცეულის პატრულ-ინსპექტორის მიერ დ-------------ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც დ-------------ეს აეკრძალა მეუღლესთან - ნ----------------------ესთან ყოველგვარი სახის კომუნიკაცია 30 დღის განმავლობაში, მათ შორის სატელეფონო.
დ-------------ის ჩვენებით, თავს სრულად ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.
აპელანტი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს, რომ დაზარალებულმა სასამართლოს არ მისცა დ-------------ის საწინააღმდეგო ჩვენება და განაცხადა, - ,,არ მსურს მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა“; პროკურორის პოზიციით აღნიშნული გარემოება განხილული უნდა იქნას, როგორც მსხვერპლისათვის მნიშვნელოვანი მიზეზობრივი ბარიერის არსებობა, რაც ირიბი ჩვენების პირდაპირი ჩვენების თანაბარმნიშვნელოვნად მიჩნევის ფორმალურ საფუძველს ქმნის. სააპელაციო პალატა აპელანტის აღნიშნულ მსჯელობას არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ნ----------------------ემ, რომელიც ბრალდების მხარეს სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი და მისი ჩვენება სადავოდ იყო გამხდარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავი“-ს დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც სხვა პირებთან ერთად მითითებულია მეუღლე. ნ----------------------ე სწორედ ის პირია (გამართლებულის ოჯახის წევრი), რომელსაც შესაძლოა სცოდნოდათ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია დ-------------ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შესახებ.
სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში მიუთითებს ვ---------------ის, როგორც დანაშაულის თვითმხილველი მოწმის ჩვენებაზე და აღნიშნავს, რომ ვ---------------ის განმარტებით იგი შეესწრო მამის მხირადან დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს. სააპელაციო პალატა მოწმე ვ---------------ის ჩვენების აღნიშნულ შეფასებას არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ მოწმე ვ---------------ის ჩვენება არ იძლევა უტყუარ ინფორმაციას დ-------------ის მიერ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების თაობაზე. მოწმე ვ---------------ე მხოლოდ ადასტურებს სიტყვიერ კონფლიქტს დაზარალებულსა და დ-------------ეს შორის, შესაბამისად, ვ---------------ის ჩვენება ვერ იქნება გამოყენებული, როგორც დ-------------ის ბრალეულობის (მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის ჩადენის) დამადასტურებელი მტკიცებულება.
რაც შეეხება პროკურორის აპელირებას მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლების ჩვენებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოწმის სახით დაკითხული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების - ა----------–--ის, გ-------–---–ის და გ------------------ის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია ირიბ ჩვენებებს წარმოადგენს, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, მითითებულ პირთა ირიბი ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენში (საქმე №561აპ-15, 28 აპრილი, 2016 წელი) განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, როდესაც მათგან მხოლოდ ერთი წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, ხოლო დანარჩენი მოწმეთა ირიბი ჩვენებებია, არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობად, რომელიც საკმარისი იქნება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად-მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. კონკრეტულ შემთხვევაში კი 2019 წლის 5 მარტის (მეორე ეპიზოდი) და 6 მარტის ოჯახური ძალადობის და მუქარის ეპიზოდთან მიმართებით არ არსებობს, თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ დ-------------ემ პირის ბრალდების შესახებ დადაგენილებაში მითითებული ქმედებები (მხედველობაშია 2019 წლის 5 მარტის (მეორე ეპიზოდი) და 6 მარტის ოჯახური ძალადობის და მუქარის ეპიზოდი) ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა დ-------------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლი მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
გარდა ამისა, საქმეში არსებულ მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს დ-------------ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით, - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) და სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ დ-------------ისათვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ დ-------------ისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია, ამასთან პალატა დ-------------ისათვის სასჯელის განსაზღვრისას ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ მასთან შერიგებულია დაზარალებული და კმაყოფაზე ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი დ-------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის გლდანი - ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი დ-------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი.
დ-------------ე გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მეორე ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით და სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
დ-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) და სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი.
სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, დ-------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი.
მსჯავრდებულ დ-------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 6 მარტიდან - 2019 წლის 25 მარტის ჩათვლით.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ დ-------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 მარტის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; ყადაღა მოეხსნას აღნიშნული გირაოს უზრუნველსაყოფად 2019 წლის 22 მარტის განჩინებით დაყადაღებულ ნ-----–-------------------------------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე თ---–--------------–--------------------------------------- (საკადასტრო კოდით #------------------------- 3000 ლარის ღირებულების წილს.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დ-------------ეს დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი