1. მოწმეს უფლება აქვს:
ა) იცოდეს, რა საქმის გამოა გამოძახებული;
ბ) თუ არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა ან აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რომელიც ჟესტური ენის გარეშე მასთან კომუნიკაციას გამორიცხავს, ჩვენება მისცეს მშობლიურ ან მისთვის სასურველ სხვა ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე;
გ) გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს, მოითხოვოს მასში შენიშვნების, დამატებებისა და ცვლილებების შეტანა;
დ) არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;
ე) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში;
ვ) მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება.
2. მოწმე ვალდებულია:
ა) გამოცხადდეს სასამართლოს გამოძახებით;
ბ) უპასუხოს დასმულ შეკითხვებს;
გ) არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები, თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა სასამართლომ;
დ) დაიცვას წესრიგი საქმის სასამართლო განხილვის დროს;
ე) სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე არ დატოვოს სასამართლო სხდომის დარბაზი.
3. მოწმე შეიძლება იძულებით მიიყვანონ სასამართლოში ამ კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6842 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.07.2020 კანონი №6842
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 49. მოწმის უფლება-მოვალეობანი 1. მოწმეს უფლება აქვს: ა) იცოდეს, რა საქმის გამოა გამოძახებული; ბ) თუ არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა ან აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რომელიც ჟესტური ენის გარეშე მასთან კომუნიკაციას გამორიცხავს, ჩვენება მისცეს მშობლიურ ან მისთვის სასურველ სხვა ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე; გ) გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს, მოითხოვოს მასში შენიშვნების, დამატებებისა და ცვლილებების შეტანა; დ) არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს; ე) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში; ვ) მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება. 2. მოწმე ვალდებულია: ა) გამოცხადდეს სასამართლოს გამოძახებით; ბ) უპასუხოს დასმულ შეკითხვებს; გ) არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები, თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა სასამართლომ; დ) დაიცვას წესრიგი საქმის სასამართლო განხილვის დროს; ე) სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე არ დატოვოს სასამართლო სხდომის დარბაზი. 3. მოწმე შეიძლება იძულებით მიიყვანონ სასამართლოში ამ კოდექსით დადგენილი წესით.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(1137)
- საქმე №2კ-1092აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.03.2026
…წესით გასაჩივრების წესზე და ითხოვს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას). 8. სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულმა დ. ც–მ არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, დაზარალებულმა – მ. ბ–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის – მეუღლის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარის…
- საქმე №2კ-1138აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.03.2026
…წლის 25 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და გამომძიებელ ლ. ა-ს ჩვენება) საკმარისია ნ. გ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. ვინაიდან,10. დაზარალებულმა ვ. გ–მა (ნ. გ–ის მამა) და ჯ. მ–ამ (ნ. გ–ის დედა) ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის (შვილი) – ნ. გ–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. 10.1. სასამართლო ასევე…
- საქმე №2კ-1035აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.02.2026
…112-ის შეტყობინებები, 2020 წლის 14 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, 2020 წლის 14 ივლისის დაზიანების დათვალიერების ოქმი) საკმარისია შ. ნ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. ვინაიდან,10. დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (მეუღლე) – შ. ნ–ის ჩვენების მიცემაზე. 10.1. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ…
- საქმე №2კ-986აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.02.2026
…რომლებმაც თ. კ–ის საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება განაპირობა. 9. ვინაიდან სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ნ. კ–ამ (თ. კ–ის დედა) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის – თ. კ–ის (შვილის) – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდების მხარეს არ…
- საქმე №2კ-900აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.02.2026
…რომელიც ითხოვს გამართლებულ ტ. უ–ას დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენაში. 8. სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულმა ტ. უ–ამ არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, დაზარალებულმა – ტ. უ–ამ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის – მამის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარის…
- საქმე №2კ-997აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.02.2026
- საქმე №2კ-899აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.02.2026
- საქმე №2კ-798აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.02.2026
- საქმე №2კ-786აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.02.2026
- საქმე №2კ-949აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.01.2026
- საქმე №2კ-914აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.01.2026
- საქმე №2კ-887აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.01.2026
- საქმე №2კ-826აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.12.2025
- საქმე №2კ-658აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.12.2025
- საქმე №2კ-753აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.11.2025
- საქმე №2კ-733აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.11.2025
- საქმე №2კ-746აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.11.2025
- საქმე №2კ-655აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.11.2025
- საქმე №2კ-603აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.10.2025
- საქმე №2კ-519აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.10.2025
- საქმე №2კ-525აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.10.2025
- საქმე №2კ-435აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.10.2025
- საქმე №2კ-682აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.10.2025
- საქმე №2კ-661აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.10.2025
- საქმე №2კ-622აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.10.2025
- საქმე №2კ-624აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.10.2025
- საქმე №2კ-527აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.10.2025
- საქმე №2კ-597აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.10.2025
- საქმე №2კ-479აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.10.2025
- საქმე №2კ-494აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.10.2025
- საქმე №ბს-548(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.09.2025
- საქმე №2კ-410აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.09.2025
- საქმე №2კ-470აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.09.2025
- საქმე №2კ-404აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.09.2025
- საქმე №2კ-473აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.09.2025
- საქმე №2კ-545აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.09.2025
- საქმე №2კ-544აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.09.2025
- საქმე №2კ-414აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.09.2025
- საქმე №2კ-580აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.09.2025
- საქმე №2კ-591აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.09.2025
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 1137-დან.