მოწმის დაკითხვა წარმოებს ღია სასამართლო სხდომაზე. მოწმე შეიძლება დაიკითხოს მის ადგილსამყოფელზე, თუ:

ა) ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის ქონის გამო ან სხვა საპატიო მიზეზით მას არ შეუძლია გამოცხადდეს სასამართლოში;

ბ) საქმის გარემოებათა მიხედვით მისი ადგილზე დაკითხვა უფრო მიზანშეწონილია;

გ) დაკითხულ უნდა იქნეს რამდენიმე მოწმე, რომლებიც ერთ ადგილას ცხოვრობენ და მათი სასამართლოში გამოძახება და დაკითხვა დაკავშირებული იქნებოდა დიდ ხარჯებთან;

დ) სხვა შემთხვევებში – სასამართლოს შეხედულებისამებრ.

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №838 – ვებგვერდი, 03.07.2025