1. საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლოა, მოწმე, ექსპერტი, სპეციალისტი ან/და საჯარო დაწესებულების წარმომადგენელი დაიკითხოს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
2. დასაკითხი პირის ადგილსამყოფელზე უნდა იმყოფებოდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი, რომელიც ახდენს დასაკითხი პირის იდენტიფიცირებას და აფრთხილებს მას ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის პასუხისმგებლობის შესახე