1. სამართალწარმოების მონაწილე, მოწმე, ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი, საჯარო დაწესებულების წარმომადგენელი სიტყვით გამოდის, შეკითხვებს სვამს და პასუხობს ფეხზე მდგომი ან სხდომის თავმჯდომარის თანხმობით, დამჯდარ მდგომარებაში.
2. სასამართლოს აქტები, როგორც წესი, ცხადდება და მოისმინება ფეხზე დგომით.
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის (მოსამართლისათვის) მიმართვის შემთხვევაში გამოიყენება ოფიციალური მიმართვის ფორმები: „თქვენო ღირსებავ“, „პატივცემულო სასამართლო“, „პატივცემულო მოსამართლენო“, „ბატონო მოსამართლე“, „პატივცემულო მოსამართლე“, „ბატონო თავმჯდომარე“, „პატივცემულო თავმჯდომარე“.
4. სხდომის დარბაზში მყოფი პირები მოვალენი არიან, დაემორჩილონ სხდომის თავმჯდომარის მითითებებს, დაიცვან წესრიგი, არ იმოძრაონ დარბაზში სხდომის მიმდინარეობისას, არ ისაუბრონ, არ გააკეთონ რეპლიკები, სხვაგვარად არ შეუშალონ ხელი სხდომის ნორმალურ მიმდინარეობას. სასამართლოს შენობაში მყოფი პირები ვალდებულნი არიან, დაიცვან წესრიგი და ხელი არ შეუშალონ სასამართლოს სხდომის მიმდინარეობა