1. პირი, რომელსაც აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს ღია სხდომაზე დასწრების სურვილი, დაიშვება სხდომის დარბაზში სხდომის დაწყებამდე ან შესვენებებისას, აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის თანხმობით ნებისმიერ დროს, ისე, რომ ხელი არ შეეშალოს სხდომის ნორმალურ მიმდინარეობას.
2. თუ სხდომაზე დამსწრე პირს სურს სასამართლო სხდომაზე რადიო-, ტელე-, აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის გაკეთება, იგი სხდომის დაწყებამდე მიმართავს საორგანიზაციო სამსახურის უფლებამოსილ თანამშრომელს, რომელიც ხსენებულ თხოვნას ატყობინებს საქმის განმხილველ სასამართლოს. საქმის განმხილველი სასამართლო თანხმობის მიცემის საკითხს წყვეტს სასამართლო სხდომის დაწყებამდე.
3. სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს არ აქვთ უფლება იქონიონ საგნები და ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ან/და სასამართლოს ქონებისათვის ზიანის მიყენების მიზნი