1. საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში მტკიცებულება არის ინფორმაციის შემცველი ობიექტი, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ფაქტობრივ გარემოებას.

2. მხარეთა მოსმენის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აქვეყნებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და შესაძლებლობას აძლევს მხარეებს, გამოხატონ პოზიცია მტკიცებულებათა თაობაზე.

3. საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს, საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც მნიშვნელობა არ აქვს საქმისათვი