1. სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ.
11. სასამართლო მტკიცებულებად არ მიიღებს სასამართლო მედიაციის პროცესში კონფიდენციალურობის პირობით გამჟღავნებულ ინფორმაციასა და დოკუმენტს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
12. ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება, თუ სასამართლო მედიაციის პროცესში კონფიდენციალურობის პირობით გამჟღავნებულ ინფორმაციასა და დოკუმენტს სასამართლოში წარადგენს ის მხარე, რომელმაც გაამჟღავნა იგი, ან თუ ეს ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მეორე მხარეს ჰქონდა ან კანონით გათვალისწინებული სხვა საშუალებებით მიიღო და წარადგინა სასამართლოში.
2. მტკიცებულებათა მიუღებლობის, მათ გამოთხოვაზე უარის თქმის ან საქმიდან მათი ამოღების შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელიც ცალკე არ გასაჩივრდება.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5550 – ვებგვერდი, 28.12.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.12.2011-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 104. მტკიცებულებათა მიუღებლობა 1. სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. 11. სასამართლო მტკიცებულებად არ მიიღებს სასამართლო მედიაციის პროცესში კონფიდენციალურობის პირობით გამჟღავნებულ ინფორმაციასა და დოკუმენტს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 12. ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება, თუ სასამართლო მედიაციის პროცესში კონფიდენციალურობის პირობით გამჟღავნებულ ინფორმაციასა და დოკუმენტს სასამართლოში წარადგენს ის მხარე, რომელმაც გაამჟღავნა იგი, ან თუ ეს ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მეორე მხარეს ჰქონდა ან კანონით გათვალისწინებული სხვა საშუალებებით მიიღო და წარადგინა სასამართლოში. 2. მტკიცებულებათა მიუღებლობის, მათ გამოთხოვაზე უარის თქმის ან საქმიდან მათი ამოღების შესახებ სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება, რომელიც ცალკე არ გასაჩივრდება. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(618)
საქმე №ას-1368-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.01.2026
…და შემოწმების პროცესში სასამართლო მიმართავს მხარეებს, წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები სადავო მტკიცებულების ან მასში მითითებული ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმისათვის. სასამართლო, ამ კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად, საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს და საქმეში წარმოდგენილ იმ დოკუმენტებს, რომლებსაც საქმისათვის არა აქვს მნიშვნელობა.…
საქმე №ას-332-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2025
…ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. სსსკ-ის 104.1-ე მუხლის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. დასახელებული…
საქმე №ას-304-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2025
…სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, სადავო ბრძანებების ბათილად ცნობის საფუძველია. 43. მტკიცებულების ამორიცხვასთან დაკავშირებით (იხ. წინამდებარე განჩინების 19.7 პუნქტი) საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 104-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა…
საქმე №ას-1143-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.03.2025
…უნდა დაკმაყოფილდეს. 37. სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტმა იშუამდგომლა საქმიდან მტკიცებულებების ამორიცხვის შესახებ იმ მოტივით, რომ მათ საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ. 38. ზემოაღნიშნული დოკუმენტები არ წარმოადგენს სსსკ-ის 104-ე მუხლით გათვალისწინებულ მტკიცებულებებს და მოსარჩელის შეფასება ამა თუ იმ მტკიცებულებასთან დაკავშირებით არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მტკიცებულებათა საქმიდან…
საქმე №ას-1143-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.02.2025
…უნდა დაკმაყოფილდეს. 37. სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტმა იშუამდგომლა საქმიდან მტკიცებულებების ამორიცხვის შესახებ იმ მოტივით, რომ მათ საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ. 38. ზემოაღნიშნული დოკუმენტები არ წარმოადგენს სსსკ-ის 104-ე მუხლით გათვალისწინებულ მტკიცებულებებს და მოსარჩელის შეფასება ამა თუ იმ მტკიცებულებასთან დაკავშირებით არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მტკიცებულებათა საქმიდან…
საქმე №ას-1546-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.01.2025
საქმე №ას-417-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.11.2024
საქმე №ას-306-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2024
საქმე №ას-306-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.08.2024
საქმე №ას-42-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.04.2024
საქმე №ას-633-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2024
საქმე №ას-2-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2024
საქმე №ას-763-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2024