1. თუ მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს მიერ გამოსათხოვი ან შესამოწმებელი მტკიცებულებები სხვა ქალაქში ან რაიონშია და მათი წარმოდგენა თუ შემოწმება საქმის განმხილველ სასამართლოში შეუძლებელი ან ძნელია, სასამართლოს შეუძლია დასაბუთებული განჩინებით მტკიცებულებათა შეგროვება (შემოწმება) დაავალოს იმ სასამართლოს, რომლისთვისაც ტერიტორიულად ეს უფრო მოსახერხებელია.
2. სასამართლო დავალების შესახებ სასამართლო განჩინებაში მოკლედ უნდა ჩამოყალიბდეს განსახილველი საქმის შინაარსი, დასადგენი გარემოება და მტკიცებულებანი, რომლებიც უნდა შეაგროვოს (შეამოწმოს) დავალების შემსრულებელმა სასამართლომ, აგრეთვე დავალების შესრულების ვადა.
3. სასამართლო დავალების შესახებ განჩინების შესრულება სავალდებულოა და იგი უნდა შესრულდეს დანიშნულ ვადაშ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(7)
საქმე №ბს-10(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.07.2020
…განაცხადა აუქციონის შეჩერებაზე. შესაბამისად მოპასუხე მხარისათვის აუქციონის ჩატარებამდე იყო ცნობილი, რომ ყიდიდა სხვა პირის საკუთრებას. კასატორის მითითებით, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 104-ე, 105-ე და 107-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან, გადაწყვეტილება დაეყრდნო ისეთ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც არ დასტურდებოდა შესაბამისი მტკიცებულებებით, არასრულყოფილად შეაფასა…
…სამართლის ნორმათა დარღვევით, რასაც შედეგად მისთვის თანხის არასწორად დაკისრება მოჰყვა, კერძოდ, საკასაციო საჩივრის თანახმად: 1.3.1. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, მე-5, 102-ე, 104-ე, 105-ე და 107-ე მუხლები, არასრულყოფილად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი…
…ამავე კოდექსის 104-ე მუხლის თანახმად, ზ. თ.-ას, მის მეუღლესა და არასრულწლოვან შვილებს პირად საკუთრებაში შეიძლებოდა, ჰქონოდათ მხოლოდ ერთი საცხოვრებელილ სახლი. სადავო ნაჩუქრობის ხელშეკრულების შემდეგ, 1990 წლის სექტემბრიდან, 107-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დადგენილი წესით დამტკიცებული პროექტის გარეშე, ანდა პროექტისაგან არსებითი გადახვევით აშენებული სახლის და სახლის ნაწილის…
…მუხლის პირველი ნაწილი, ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლოს ანიჭებს დამატებით უფლებამოსილებას - საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი მტკიცებულებები საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად. უფრო მეტიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 107-ე მუხლი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას დასაბუთებული განჩინებით მტკიცებულებათა შეგროვება (შემოწმება) დაავალოს იმ სასამართლოს,…
…სამართლის ნორმათა დარღვევით, რასაც შედეგად მისთვის თანხის არასწორად დაკისრება მოჰყვა, კერძოდ, საკასაციო საჩივრის თანახმად: 1.3.1. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, მე-5, 102-ე, 104-ე, 105-ე და 107-ე მუხლები, არასრულყოფილად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი…